ანრი ოხანაშვილი ოპოზიციას – თუ გსურთ, ”უცხოური ძალის” დეფინიცია სიტყვა-სიტყვით აშშ-ს FARA-დან და საფრანგეთის კანონიდან გადმოვიტანოთ, დაუჭერთ მხარს?

თუ გსურთ, ”უცხოური ძალის” დეფინიცია სიტყვა – სიტყვით აშშ-ს FARA-დან და საფრანგეთის კანონიდან გადმოვიტანოთ! დაუჭერთ მხარს? – მხარს ამასაც არ უჭერთ! – ასე მიმართა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა კი მოითხოვა, რომ სხდომის ოქმში დაფიქსირდეს, რომ აღნიშნულს ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა. ამასთან, ოხანაშვილმა ოპოზიციის პასუხად დაადასტურა, […]
პარლამენტმა დღეს მუშაობა დაასრულა – კანონის განხილვა ხვალ გაგრძელდება

პარლამენტმა რუსული კანონის მეორე მოსმენის დღევანდელი განხილვა დაასრულა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, განხილვა ხვალ, 12 საათიდან გაგრძელდება. სავარაუდოდ კანონპროექტი ხვალვე გავა კენჭისყრაზე. დღეს კანონპროექტის განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა
პოლიციამ მჯდომარე ნიკა გვარამია ტერიტორიას გაარიდა

პოლიციამ პარლამენტის შესასვლელთან მჯდომი ნიკა გვარამია ტერიტორიას გაარიდა, რომელსაც შესასვლელი ბლოკირებული ჰქონდა, რათა მმართველი პარტიის წევრებისთვის გამოსვლის საშუალება არ მიეცა. Next: გგონიათ, რადგან რუსეთში დადებითად ლაპარაკობენ ამ კანონის თაობაზე, ამიტომ ხელისუფლების მომხრეები არიან? არა, ძაბავენ ვითარებას, რადგან იციან, მათი დადებითი პოზიცია საქართველოს მოსახლეობისთვის მიუღებელია
შსს აქციის მონაწილეებს პარლამენტის შესასვლელების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტრო განცხადებას ავრცელებს და რუსთაველზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს პარლამენტის შესასვლელების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აცხადებს, რომ კანონდარღვევის ნებისმიერ ფაქტს რეაგირება მოჰყვება: „შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, დეპუტატებისა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლების პარლამენტის შენობიდან უსაფრთხოდ გადაადგილებისა და მოვლენების ხელოვნურად ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით, საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელებთანაც იმყოფებიან და მოუწოდებენ […]
ნუ შეუერთდებით იმ ბიზნესმენთა სიას, რომლებმაც ფული ამჯობინეს, შვილების მომავალს – კახა ხაზარაძე

ICR ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კახა ხაზარაძე ბიზნესს მიმართავს – “ნუ შეუერთდებით იმ ბიზნესმენთა სიას, რომლებმაც ფული ამჯობინეს, შვილების მომავალს”. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა და “ქართული ოცნების” მიერ გუშინ, 29 აპრილს დაორგანიზებულ აქციას გამოეხმაურა. კახა ხაზარაძე წერს, რომ აღნიშნულ აქციაზე ნათელი გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილი რუსეთის ინტერესებს ემსახურება, ამიტომ ბიზნესს მოუწოდებს, თავისუფლებისთვის იბრძოლონ. […]
პარლამენტის გვერდითა შესასვლელთან სპეცრაზმი განლაგდა

პარლამენტის გვერდითა შესასვლელთან, ჩიტაძის ქუჩაზე სპეცრაზმი განლაგდა. სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები ქუჩაზე მას შემდეგ განათავსეს, რაც აქციის მონაწილეების ნაწილმა პარლამენტის შენობის გვერდითა შესასვლელებისკენ გადაინაცვლეს. ამ წუთებში სპეცრაზმი ცდილობს შექმნას სივრცე, რათა პარლამენტის წევრებს შენობის უსაფრთხოდ დატოვების შესაძლებლობა ჰქონდეთ. თავად აქციის მონაწილეები სკანდირებენ : მონებო, მონებო! “გაგვატარეთ”. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, მათ აქვთ კონკრეტული გეგმა. მათი თქმით, იმ […]
პარლამენტის პლენარული სხდომა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მუხლობრივი განხილვით ხვალ გაგრძელდება

პარლამენტის პლენარული სხდომა, სადაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით – მუხლობრივი განხილვა მიმდინარეობდა, დასრულდა. დღევანდელ სხდომაზე პროექტის ფარგლებში სულ სამი მუხლის განხილვა მოეწრო. მუხლობრივი განხილვა ხვალ განახლდება. “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვით სესია 12:00 საათზე დაიწყება. ფრაქცია “ქართული ოცნების“ მიერ უკვე მეორედ ინიცირებული კანონპროექტი “გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად […]
აქციის მონაწილეები „ქართული ოცნების“ დეპუტატების მისამართით, რომლებიც პარლამენტის შენობას ტოვებენ, სკანდირებენ: “რუსებო”, “მონებო”

საქართველოს პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეთა ნაწილი ჭიჭინაძის ქუჩაზე იმყოფება. ისინი გამაგრდნენ პარლამენტის შენობის ჭიშკართან საიდანაც დეპუტატები გამოდიან. აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობიდან გამოსული „ქართული ოცნების” დეპუტატების მისამართით სკანდირებენ “რუსებო”, “მონებო”. ტერიტორიაზე მობილიზებულია საპოლიციო ძალები. ასევე, ჭიჭინაძის ქუჩაზე, სამართალდამცველებმა პარლამენტის გვერდითა შესავლელ კარებს ბოქლომი დაადეს. მათ შესაბამისი ზომის მიღება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც პარლამენტში პლენარული […]
პარლამენტის გვერდითა შესასვლელთან სპეცრაზმი განლაგდა

პარლამენტის გვერდითა შესასვლელთან, ჩიტაძის ქუჩაზე სპეცრაზმი განლაგდა. სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები ქუჩაზე მას შემდეგ განათავსეს, რაც აქციის მონაწილეების ნაწილმა პარლამენტის შენობის გვერდითა შესასვლელებისკენ გადაინაცვლეს. ამ წუთებში სპეცრაზმი ცდილობს მოქალაქეეისგან ქუჩა გაათავისუფლოს, რათა პარლამენტის წევრებს შენობის უსაფრთხოდ დატოვების შესაძლებლობა ჰქონდეთ. ადგილი აქვს სამართალდამცავებსა და მომიტინგეებს შორის შეხლა-შემოხლას. თავად აქციის მონაწილეები სკანდირებენ : მონებო, მონებო! “გაგვატარეთ”. აქციის ორგანიზატორების […]
პარლამენტის მიმდებარედ პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაა – ტერიტორიაზე განლაგებულია წყლის ჭავლის მანქანა

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, ჩიტაძის ქუჩაზე ფიზიკური დაპირისპირებაა. სამართალდამცველებმა მოქალაქეები პარლამენტის გვერდითა შესასვლელს ძალის გამოყენებით განარიდეს. ჩიტაძის ქუჩაზე მობილიზებულია სპეციალური დანიშნულების რაზმი და გამოჩნდა წყლის ჭავლის მანქანაც.