აქციის მონაწილეები ჩიტაძის და ჭიჭინაძის ქუჩის მხრიდან პარლამენტის შესასვლელებისკენ მსვლელობით მიემართებიან

აქციის მონაწილეები ჩიტაძის და ჭიჭინაძის ქუჩის მხრიდან პარლამენტის შენობის ორივე შესასვლელისკენ მსვლელობით გადაინაცვლეს. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, მათ აქვთ კონკრეტული გეგმა. მათი თქმით, ის 83 დეპუტატს, რომლებმაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს ხმა მისცა, საკადრისი პასუხი უნდა გასცენ, მათ დისკომფორტის გარეშე არ უნდა დატოვონ პარლამენტის შენობა. აქციის მონაწილეებს 9 აპრილის ქუჩაზე პოლიციის კორდონი დახვდათ, რის გამოც […]
შსს აქციის მონაწილეებს: გაათავისუფლეთ პარლამენტის შესასვლელი და გამოსასვლელი სივრცეები

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, გაათავისუფლონ პარლამენტის შენობის შესასვლელი და გამოსასვლელი სივრცეები. რუსული კანონის განხილვის პარალელურად პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს. პლენარული სხდომა 9 საათზე დასრულდა და საკანონმდებლო ორგანოსთან პოლიციის განსაკუთრებული მობილიზებაა, რათა ოცნების დეპუტატები შენობიდან გავიდნენ. “პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით, სამართალდამცველები მობილიზებულები არიან და იცავენ თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას. საკანონმდებლო ორგანოს შენობის გარშემო […]
პარლამენტში რუსული კანონის მეორე მოსმენით განხილვა ხვალ გაგრძელდება

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რუსული კანონის მეორე მოსმენით განხილვა ხვალ გაგრძელდება. დღევანდელი განხილვა ცოტა ხნის წინ დასრულდა. დეპუტატებმა რუსული კანონის 11 პუნქტიდან დღეს მხოლოდ 3 განიხილეს. პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის თქმით, ხვალ, 11:45-ზე გაიმართება ბიუროს სხდომა, რის შემდეგაც, 12:00 საათზე პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის განხილვა გაგრძელდება. პარალელურად, პარლამენტთან მოქალაქეები რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციას მართავენ. ისინი შეკრებილები არიან […]
პარლამენტში „აგენტების კანონის“ მეორე მოსმენით განხილვა 1 მაისს გაგრძელდება

21:00 საათზე, რეგლამენტით დადგენილ დროს დასრულდა პარლამენტის პლენარული სხდომა, რომელზეც „აგენტების კანონს“ მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილავდნენ. 30 აპრილს 11 პუნქტისგან შემდგარი კანონპროექტის მხოლოდ სამი მუხლზე მსჯელობა დასრულდა. კანონპროექტის განხილვა 1 მაისს გაგრძელდება. სხდომის განმავლობაში კანონპროექტის მომხსენებელ ანრი ოხანაშვილსა და ოპოზიციის დეპუტატებს შორის არაერთი სიტყვიერი დაპირისპირება იყო. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ოპოზიციის არცერთი შენიშნა არ გაუთვალისწინებია. […]
ზაზა სარალიძე – შიმშილობა დავიწყე და არ შევწყვეტ, ვიდრე „რუსულ კანონს“ არ გაიწვევენ

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ შიმშილობა დაიწყო. სარალიძის თქმით, შიმშილობას არ შეწყვეტს, სანამ „რუსულ კანონს“ არ გაიწვევენ. „მე გუშინდლის შემდეგ შიმშილობა დავიწყე. გუშინ „ოცნების“ ორგანიზებულ აქციაზეც ვიყავი და რასაც ვუყურე, ეს არ ვიცი რა იყო. ხალხში დავდიოდი და ცრემლი მომდიოდა, რადგან ის ხალხიც გადასარჩენია. დღეს საქართველო რუსული იმპერიისკენ მიექანება. არ […]
airBaltic-ი IPO-სთვის ემზადება

ლატვიის ეროვნული გადამზიდავი airBaltic-ი 2024 წლის მეორე ნახევარში პირველადი საჯარო შეთავაზების გაკეთებას გეგმავს. ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა მარტინ გაუსმა ლატვიურ ტელევიზიას განუცხადა. „აქციების ეს საჯარო შეთავაზება იქნება ყველაზე დიდი ბალტიისპირეთში. აქციების განთავსება იგეგმება Nasdaq Riga ბირჟაზე,“ – განაცხადა მან. გაუსმა აღნიშნა, რომ ავიაკომპანია ახლა ევროობლიგაციების რეფინანსირების პროცესშია და ასევე აწარმოებს მოლაპარაკებებს პოტენციურ ინვესტორებთან 100 […]
დროა, ევროკავშირმა ამ ოლიგარქს სანქციები დაუწესოს – ლექსმანი ივანიშვილის გამოსვლაზე

ბიძინა ივანიშვილის ბოლო განცხადებები სრულად სამარცხვინოა და მხოლოდ ხაზს უსვამს მის მცდელობებს, გაანადგუროს საქართველოს დემოკრატია და ევროპული მისწრაფებები, – ამის შესახებ წერს ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი X-ზე. მისი თქმით, “დროა, ევროკავშირმა ამ ამოლიგარქს დამიზნებულად სანქციები დაუწესოს და საქართველო მისი ხელისგან იხსნას”.
რუსული კანონის განხილვის პარალელურად პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს

რუსული კანონის მეორე სასესიო განხილვის პარალელურად, თბილისში პარლამენტის შენობასთან აქცია მიმდინარეობს. მეორე სასესიო განხილვა პარლამენტმა 12:00 საათზე დაიწყო და 21:00 საათამდე გაგრძელდება. ამასთან, დღესვე კანონპროექტის კენჭისყრა ვერ მოესწრება და რუსული კანონის განხილვა პარლამენტში ხვალ 1 მაისს 12:00 საათზე გაგრძელდება. აქტივისტების ნაწილი ამ დროისთვის პარლამენტის გვერდითა, შესასვლელებთან არიან განლაგებული საიდანაც სხდომის დასრულების შემდეგ დეპუტატებმა პარლამენტის შენობა […]
“არა რუსულ კანონს!” – რუსთაველზე აქცია მიმდინარეობს

“არა რუსულ კანონს! კი ევროპას!” – პარლამენტთან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს. პლენარულ სხდომაზე რუსული კანონის მეორე მოსმენით განხილვის პარალელურად, მოქალაქეები შეკრებილები არიან როგორც პარლამენტის წინა, ასევე უკანა ტერიტორიაზე. ამ წუთებში, მოქალაქეები ცდილობენ პარლამენტს წრე შემოარტყან, თუმცა პოლიცია მათ ამის საშუალებას არ აძლევს. ადგილზე დაძაბული ვითარებაა. რუსთაველის გამზირზე მოძრაობა შეზღუდულია. აქციის ორგანიზატორები არიან ტალღა, მწვანეები, […]
G7-ის ქვეყნები ბირთვული ენერგიის სფეროში რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებაზე შეთანხმდნენ

G7 ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრები ბირთვული ენერგიის სფეროში რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებაზე შეთანხმდნენ, ნათქვამია ტურინში გამართული შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ კომუნიკეში. „ვადასტურებთ G7-ის ლიდერების ვალდებულებას, შეამცირონ რუსეთიდან სამოქალაქო საქონლის მიწოდებაზე დამოკიდებულება, მათ შორის, ხელი შეუწყონ საწვავის მიწოდების დივერსიფიცირებული ჯაჭვის შექმნას, რომელიც არ მოხვდება რუსეთის გავლენის ქვეშ და ასევე ვაპირებთ დავეხმაროთ ქვეყნებს, რომლებიც ცდილობენ მიწოდების დივერსიფიკაციას“,- აღნიშნულია დოკუმენტის ქვეთავში […]