პარლამენტის გვერდითა შესასვლელთან სპეცრაზმი განლაგდა

პარლამენტის გვერდითა შესასვლელთან, ჩიტაძის ქუჩაზე სპეცრაზმი განლაგდა.
სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები ქუჩაზე მას შემდეგ განათავსეს, რაც აქციის მონაწილეების ნაწილმა პარლამენტის შენობის გვერდითა შესასვლელებისკენ გადაინაცვლეს.
ამ წუთებში სპეცრაზმი ცდილობს შექმნას სივრცე, რათა პარლამენტის წევრებს შენობის უსაფრთხოდ დატოვების შესაძლებლობა ჰქონდეთ.
თავად აქციის მონაწილეები სკანდირებენ : მონებო, მონებო! “გაგვატარეთ”.
აქციის ორგანიზატორების განცხადებით, მათ აქვთ კონკრეტული გეგმა. მათი თქმით, იმ 83 დეპუტატს, რომელმაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს ხმა მისცა, საკადრისი პასუხი უნდა გასცენ, მათ დისკომფორტის გარეშე არ უნდა დატოვონ პარლამენტის შენობა.

ასევე დაგაინტერესებთ

მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, განახორციელოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები გამჭვირვალობის კანონის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით – მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი