“სიკვდილზე უარესი” – გზა, რომელიც აფხაზეთიდან დევნილებმა გამოიარეს

ამერიკის კონგრესში ქართველთა ეთნიკურ წმენდაზე მომზადებული დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა. ფილმში „ბუჩამდე იყო აფხაზეთი“, ქალები აფხაზეთიდან დეტალურად იხსენებენ რუსი სამხედროების მიერ ჩადენილ სისასტიკეებს, იქნება ეს ბავშვებისა და ქალების გაუპატიურება, მკვლელობა, თუ ბევრი სხვა დანაშაული.

შსს აქციის მონაწილეებს: დაემორჩილეთ სამართალდამცველების მითითებას

შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსული კანონის მოწინააღმდეგეებს მოუწოდებს, დაემორჩილონ სამართალდამცველების მითითებას. იქამდე, სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების მიმართ წიწაკის სპრეი გამოიყენა და მომიტინგეებს სცემა. “პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით, სამართალდამცველები მობილიზებულები არიან და იცავენ თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას. “საკანონმდებლო ორგანოს შენობის გარშემო შეკრებილნი არიან აქციის მონაწილეები. შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, დეპუტატებისა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლების […]

აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარედ ინგოროყვას ქუჩა გადაკეტეს – ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული

აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან მსვლელობით მივიდნენ და ინგოროყვას ქუჩა გადაკეტეს. დემონსტრანტები გზის სავალ ნაწილზე სხედან და ავტომობილებს გადაადგილების შესაძლებლობას არ აძლევენ. როგორც ორგანიზატორებმა აქციის მონაწილეებს განუცხადეს, „ქართული ოცნების“ წევრები შესაძლოა, პოლიციამ ინგოროყვას ქუჩის მხრიდან გაიყვანოს. მთავრობის ადმინისტრაციის შესავლელთან დგას პოლიციის კორდონი, ხოლო ეზოში მობილიზებულია სპეცრაზმი.

პარლამენტის უკანა შესასვლელთან პოლიციამ ე.წ. წიწაკის სპრეი კიდევ რამდენჯერმე გამოიყენა – ტერიტორიაზე ვითარება კვლავ დაძაბულია

პარლამენტის უკანა შესასვლელთან პოლიციამ ე.წ. წიწაკის სპრეი კიდევ რამდენჯერმე გამოიყენა. ტერიტორიაზე დაპირისპირება გრძელდება, ვითარება კვლავ არასტაბილურია. სამართალდამცავები, მათ შორის სპეცრაზმი ტერიტორიის აქციის მონაწილეებისგან გაწმენდას ცდილობს. როგორც მომიტინგეები აცხადებენ, სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლების მხრიდან ადგილი აქვს ძალის გამოყენებას. “ეს არის დარბევა”, – აცხადებენ აქციის მონაწილეები. პოლიციამ სავარაუდოდ, რამდენიმე პირიც დააკავა. მომიტინგეები სამართალდამცავების მისამართით სკანდირებენ: “მონებო”.

პარლამენტთან პოლიციამ ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა – ამ დროისთვის საკანონმდებლო ორგანოს უკანა შესასვლელთან ვითარება დაძაბულია

პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან ვითარება დაძაბულია. სპეცრაზმი აქციის მონაწილეებისგან ტერიტორიის გათავისუფლებას ცდილობენ, რაც აქციის მონაწილეებთან დაპირისპირებას იწვევს. პარლამენტთან გამოყენებული იყო ე.წ. წიწაკის სპრეი. ადგილზე მიყვანილია წყლის ჭავლის მანქანა.

პარლამენტის უკანა მხარეს სპეც. საშუალება გამოიყენეს, დემონსტრანტებს სცემეს

პარლამენტის უკანა მხარეს, ძმები ზუბალაშვილებისა და ჭიჭინაძის ქუჩის კვეთაზე, 9 აპრილის პარკთან, ვითარება ისევ დაიძაბა. პოლიციელებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომელბიც „აგენტების კანონის“ გასაპროტესტებლად არიან შეკრებილები, სპეციალური საშუალება გამოიყენეს, – სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი. ამასთან, პოლიცია ფიზიკურადაც გაუსწორდა რამდენიმე დემონსტრანტს. „მთავარი არხის“ კადრებში ჩანს, რომ პოლიციელი სახეში მუშტს ურტყამს ერთ-ერთ დემონსტრანტს. იმავე ადგილას კიდევ რამდენიმე დემონსტრანტს გაუსწორდნენ ფიზიკურად. […]

„რა ფასი აქვს ბიზნესის კეთებას, თუ შენივე მოქალაქე გაგირბის ქვეყნიდან?!“ – თამაზ დაუშვილი

„როდის მიეცა საქართველოში ბიზნესს განვითარების შესაძლებლობა?! 1991 წლამდე ასე ხომ არ იყო?! ჩვენ ხომ დამოუკიდებელმა საქართველომ მოგვცა საშუალება, ვიღაცები ბიზნესმენები გავმხდარიყავით. ხომ ასეა?! მანამდე ვინ იყვნენ? – “ცეხავიკები”. მგონი, ჩვენ “ცეხავიკობა” არ გვინდოდა, ხომ?!“ – კომპანია „დიოს“ მმართველი პარტნიორის თამაზ დაუშვილის ამ რიტორიკული კითხვის ადრესატები „გამჭვირვალობის“ მხარდამჭერი ბიზნესმენები არიან. „რა ფასი აქვს ბიზნესის კეთებას, თუ […]

პოლიციამ პარლამენტის უკანა ტერიტორია მოქალაქეებს ძალის გამოყენებით დაატოვებინა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პარლამენტის უკანა შესასვლელთან სავარაუდოდ წიწაკის სპრეის იყენებენ. ამ წუთებში, [21:45] განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები, რომლებსაც უკან წყლის ჭავლის მანქანა მიუძღვის პარლამენტის უკანა ტერიტორიას მოქალაქეებისგან წმენდნენ. ქციის მონაწილეებს ძალის გამოყენებით ატოვებინებენ პარლამენტის უკან მდებარე სკვერსაც. მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ შსს-ის […]

Huawei-ის მოგება ჩინეთში 564%-ით გაიზარდა

Huawei-ს მოგება ჩინეთში 564%-ით გაიზარდა და გაყიდვებით Apple-ს თითქმის აჯობა. Huawei-ს სმარტფონების გაყიდვები 69,7%-ით გაიზარდა. 2024 წლის პირველ კვარტალში კომპანიამ დაიპყრო ჩინეთის სმარტფონების ბაზრის 15.5%, რაც Apple-ის წილზე 0.2%-ით ნაკლებია. Huawei-ს გაყიდვების ზრდა iPhone-ის გაყიდვების შემცირებას დაემთხვა. ცნობისთვის, IDC-ის მონაცემებით, მსოფლიო ბაზარზე, Apple-მა პირველ კვარტალში 50.1 მილიონი ერთეული სმარტფონის გაყიდვა შეძლო. გასული წლის იმავე პერიოდში […]

სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენა

პარლამენტის მიმდებარედ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე სპეცრაზმმა წიწაკის სპრეი გამოიყენა. მოქალაქეები ამბობენ, რომ წიწაკის სპრეის გაშვებამდე გამაფრთხილებელი სიგნალი არ ყოფილა. ადგილზე ვითარება დაძაბულია. მობილიზებულია განსაკუთრებული რაოდენობით რობოკობები და წყლის ჭავლის მანქანები.