ხმაური კანცელარიასთან

ხმაური კანცელარიასთან მომიტინგეები მთავრობის სახლს მიუახლოვდნენ, თუმცა უშუალოდ შენობასთან მისვლას ვერ ახერხებენ, ვინაიდან მთელი პერიმეტრი პოლიციას აქვს გადაკეტილი. ამ დროისთვის ინგოროყვას ქუჩასა და მთავრობის ადმინისტრაციის მთელ პერიმეტრზე სამართალდამცავებს ცოცხალი ჯაჭვი აქვთ გაკეთებული. აქციის მონაწილეები გზაზე დასხდნენ და ამბობენ, რომ არ მისცემენ ირაკლი კობახიძეს გადაადგილების საშაულებას, სანამ მოთხოვნებს არ შეასრულებენ
ჯუღელი ნეაპოლშია – იტალიური მედია კვარაცხელიას თაობაზე ახალ ინფორმაციას ავრცელებს

უკლებლივ ყველა ნეაპოლური გამოცემა იტყობინება, რომ ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი მამუკა ჯუღელი იტალიაში ჩავიდა და “ნაპოლის” საჩემპიონო ფილმის პრეზენტაციას დაესწრება. თუმცა, რა თქმა უნდა, მისი ვიზიტის მთავარი მიზეზი ეს არაა. ადგილობრივი მედიის მტკიცებით, ჯუღელი კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს კვარაცხელიასთან კონტრაქტის გაგრძელების სანაცვლოდ თავისი კლიენტისთვის სეზონური გასამრჯელოს 5 მილიონ ევრომდე მომატებას მოსთხოვს. თავად დე ლაურენტისი მზადაა […]
მოლდოვის სასამართლომ გაგაუზიის პრო-რუსი გუბერნატორის წინააღმდეგ საქმის წარმოება დაიწყო

სამშაბათს, მოლდოვის სასამართლომ დაიწყო საქმე გაგაუზიის რეგიონის, კრემლის მომხრე გუბერნატორის წინააღმდეგ, რომელსაც ბრალად რუსული ფინანსების პრო-მოსკოვური პარტიის სასარგებლოდ გადარიცხვა ედება. ადრე უცნობი ევგენია გუტული, რომელმაც გასულ წელს ადგილობრივ არჩევნებში გაიმარჯვა, ძლიერ პრო-რუსული შეხედულებებით გამოირჩევა და ეწინააღმდეგება მოლდოვის პრო-ევროპულ მთავრობას, რომელიც მოსკოვს ბრალს პოლიტიკურ ჩარევაში სდებს. პროკურორების თანახმად, 2019-2022 წლებში, გუტული ჩართული იყო აღურიცხავი თანხების სისტემატურ […]
პოლიცია აქციის მონაწილეებს კანცელარიასთან მისვლის საშუალებას არ აძლევს

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების ნაწილი რუსთაველის ტერიტორიიდან მსვლელობით მთავრობის ადმინისტრაციასთან დაიძრა, თუმცა, პოლიცია მათ კანცელარიასთან მისვლის საშუალებას არ აძლევს. პოლიციელებს გადაკეტილი აქვთ მთავრობის ადმინისტრაციამდე მისასვლელი ყველა გზა. ადგილზე დაძაბული ვითარებაა. ასევე, ცოტა ხნის წინ დაძაბული იყო ვითარება პარლამენტის გვერდითა შესასვლელებთან, სადაც მოქალაქეები ცდილობდნენ საკანონმდებლო ორგანოსთვის წრის შემორტყმას, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალებაც არ მისცა. […]
ბადრი ჯაფარიძე – პროტესტს ვერ გააჩერებენ ძალადობით, ძალადობა შობს კიდევ უფრო მეტ პროტესტს – ახალგაზრდები „ქართული ოცნების“ დეპუტატებისგან განსხვავებით, თავისუფლებას არანაირი საფასურის სანაცვლოდ არ დათმობენ

პროტესტს ვერ გააჩერებენ ძალადობით, ძალადობა შობს კიდევ უფრო მეტ პროტესტს , – ამის შესახებ „ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ პარლამენტთან მიმდინარე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე განაცხადა. ბადრი ჯაფარიძის მტკიცებით, ახალგაზრდები „ოცნების” დეპუტატებისგან განსხვავებით, არ დათმობენ თავისუფლებას არანაირი საფასურის სანაცვლოდ. „ადამიანებს სურთ, რომ პროტესტი გამოხატონ, ხოლო ამის საპასუხოდ პოლიცია ძალადობს 18 წლის ახალგაზრდაზე. […]
მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის ფიზიკური დაპირისპირება იყო

მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციის ეზოში შესვლას ითხოვდნენ, რისი უფლებაც სამართალდამცავებმა არ მისცეს. ამ დროისთვის დემონსტრანტების ნაწილი გზის სავალ ნაწილზე ზის და პროტესტს ამ ფორმით გამოხატავს. მთავრობის სახლთან პოლიციის განსაკუთრებული მობილიზებაა. აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „რუსებო“, „მონებო“ „შეგვიშვით“.
ანა ფოტიგა – კრემლის მიერ დასმულმა ოლიგარქმა ყველა კარტი დადო მაგიდაზე – შეცდომაში შეყვანის 12 წლის შემდეგ ის ნათელ მესიჯს აგზავნის

გუშინდელ გამოსვლაში კრემლის მიერ დასმულმა ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა ყველა კარტი დადო მაგიდაზე. ამის შესახებ ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. მისი თქმით ივანიშვილი, „ნათელ მესიჯს“ აგზავნის გეოპოლიტიკური გზის შესახებ. “გუშინდელ გამოსვლაში კრემლის მიერ დასმულმა ოლიგარქმა ყველა კარტი დადო მაგიდაზე. შეცდომაში შეყვანის 12 წლის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილი ნათელ მესიჯს აგზავნის მისი მმართველობის ქვეშ ქვეყნის გეოპოლიტიკური […]
დემონსტრანტები მთავრობის ადმინისტრაციასთანაც მივიდნენ

„აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგე დემონსტრანტები პარლამენტიდან, ლეონიზის ქუჩის გავლით, მთავრობის ადმინისტრაციისკენ წავიდნენ. დემონსტრანტების ნაწილი ასევე რჩება პარლამენტის წინა და უკანა მხარეს და, ასევე, გვერდითა შესასვლელებთან. პარლამენტთან აქციაზე ვითარება საღამოს 9 საათისთვის დაიძაბა, – იმ დროს, როდესაც პარლამენტის პლენარული სესია, რომელზეც მეორე მოსმენით დაიწყო „აგენტების კანონის“ განხილვა, დასრულდა. დემონსტრანტებმა სცადეს, პარლამენტისთვის წრე შემოერტყათ, თუმცა პოლიციამ მათ არ […]
IAEA-ის ხელმძღვანელი რაფაელ გროსი ირანში მიემგზავრება ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებებისთვის

ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელი რაფაელ გროსი ირანში აპირებს გამგზავრებას საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად. კონფერენციის პერიოდში, რომელიც 6-8 მაისს გაიმართება, გროსი ირანის ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება. ამის თაობაზე 30 აპრილს იტყობინება ირანის ნახევრად ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო Mehr-ი. „გროსი თეირანში შეხვდება ირანის ოფიციალურ პირებს, სანამ მონაწილეობას მიიღებს ბირთვულ მეცნიერებათა და ტექნოლოგიის საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც ისპაანში გაიმართება,“ […]
პლენარული სესიის დასრულებისას პარლამენტთან ვითარება დაიძაბა

საღამოს 9 საათისთვის, როდესაც პარლამენტის პლენარული სესია დასრულდა, პარლამენტის შენობასთან, სადაც „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ მორიგი დემონსტაცია მიმდინარეობს, ვითარება დაიძაბა. შეხლა-შემოხლაა პოლიციასა და დემონტრანტებს შორის, – მათ შორის ნიკა მელიას, პარტია „ახალის“ წევრ, ყოფილ მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილს შორის. პარლამენტის შენობის გარშემო აქციის მონაწილეები არიან შეკრებილები. დემონსტრანტებმა ჭიშკრისკენ, რომლის უკანაც პოლიციელები დგანან, კვერცხები ისროლეს. შსს-ს ადგილზე მობილიზებული […]