აქციის მონაწილეები, რომლებიც მთავრობის ადმინისტრაციასთან იმყოფებიან, კვლავ პარლამენტის შენობასთან დაბრუნდნენ

აქციის მონაწილეები, რომლებიც მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან იმყოფებიან, კვლავ პარლამენტის შენობასთან დაბრუნდნენ. მთავრობის ადმინისტრაციის შესავლელთან ამ დროსთვის რჩებიან პოლიციელები, ასევე ეზოში მობილიზებულია სპეცრაზმი. შეგახსენებთ, აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციასთან მსვლელობით მივიდნენ, მათ გადაკეტილი ჰქონდათ ინგოროყვასა და სულხან საბას ქუჩა. დემონსტრანტები გზის სავალ ნაწილზე ისხდნენ და ავტომობილებს გადაადგილების შესაძლებლობას არ აძლევდნენ.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოიყენა კანონით დადგენილი სპეციალური საშუალებები“ – განცხადება

შინაგან საქმეთა სამინისტრო მირიგ განცხადებას აქვეყნებს: „შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, მართლწესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებულები არიან პარლამენტისა და მთავრობის ადმინისტრაციის შენობების მიმდებარე ტერიტორიაზე. მიუხედავად ადგილზე მყოფი პოლიციელების არაერთი მოწოდებისა, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადებისა, რომ გაეთავისუფლებინათ დეპუტატებისა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისთვის საკანონმდებლო ორგანოს გამოსასვლელები, აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ სამართალდამცველთა კანონიერ მოთხოვნებს. […]

„მამუკა მდინარაძე, ბიძინა, ეს მოგწონთ?“ – აქციაზე ანა წითლიძეც დაშავდა

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად, პარლამენტის დეპუტატი, ანა წითლიძეც დაშავდა: „ნახეთ, რა გააკეთეს. უბრალოდ ვცდილობდი, რომ უკანა მხრიდან დარბევის დროს ახალგაზრდებს წინ დავდგომოდი, რომ მაგის შესაძლებლობა არ მიეცათ, რომ ახალგაზრდებისთვის შეთრევა უნდოდათ. აქ დაგვაცალეს გაზი და წიწაკის სპრეი. მშვიდობიანი ახალგაზრდები ხელებაწეული იდგნენ. მამუკა მდინარაძე, ბიძინა, ეს მოგწონთ? გგონია, ეს რომ დაგვმართე, ჩვენს ახალგაზრდებს […]

აქციის მონაწილეებზე ძალადობის შემდეგ შსს მორიგ განცხადებას ავრცელებს და მათ აფრთხილებს

მშვიდობიანი დემონსტრანტების ძალადობრივად დარბევის, მათ წინააღმდეგ წიწაკის სპრეის გამოყენების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრო მორიგ განცხადებას ავრცელებს და აქციის მონაწილეებს აფრთხილებს. განცხადება სრულად: “შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, მართლწესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებულები არიან პარლამენტისა და მთავრობის ადმინისტრაციის შენობების მიმდებარე ტერიტორიაზე. მიუხედავად ადგილზე მყოფი პოლიციელების არაერთი მოწოდებისა, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადებისა, რომ […]

შსს – აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ სამართალდამცველთა კანონიერ მოთხოვნებს – მართლწესრიგის აღდგენის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოიყენა კანონით დადგენილი სპეციალური საშუალებები

მიუხედავად ადგილზე მყოფი პოლიციელების არაერთი მოწოდებისა, აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ სამართალდამცველთა კანონიერ მოთხოვნებს – მართლწესრიგის აღდგენის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოიყენა კანონით დადგენილი სპეციალური საშუალებები, – ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, აქციის მონაწილეები სამართალდამცველებს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, ასევე, მათი მიმართულებით ისროლეს სხვადასხვა საგანი. „შინაგან საქმეთა სამინისტროს […]

ე.წ. წიწაკის სპრეის გამოყენების შედეგად რამდენიმე მოქალაქე დაშავდა – პარლამენტთან სასწრაფო დახმარების რამდენიმე ბრიგადა მუშაობს

ე.წ. წიწაკის სპრეის გამოყენების შედეგად პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე რამდენიმე მოქალაქე დაშავდა. ამ დროისთვის დახმარება 20-მდე მოქალაქეს გაეწია. მათ პირველად სამედიცინო დახმარებას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები უწევენ. ადგილზე სასწრფო დახმარების რამდენიმე ბრიგადა მუშაობს. ინფორმაციისთვის, საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სპეცრაზმელებმა აქციის მონაწილეების მიმართულებით ე.წ. წიწაკის სპრეი რამდენჯერმე გამოიყენეს. ამასთან, სპეცრაზმელებსა და აქციის მონაწილეებს შორის რამდენჯერმე მოხდა […]

სპეცრაზმმა ჭიჭინაძის ქუჩა დატოვა და პარლამენტის უკან გადაინაცვლა – მათ ნაცვლად ტერიტორიაზე პოლიცია განლაგდა

სპეცდანიშნულების რაზმი, რომელიც ჭიჭინაძის ქუჩაზე იყო განლაგებული, ამ დროისთვის პარლამენტის შენობის უკანა მხარეს გადაიყვანეს. აღნიშნულ ტერიტორიაზე ჭიჭინაძის ქუჩის მხრიდან საპატრულო პოლიცია განლაგდა. მანამდე კი, ადგილზე რამდენჯერმე იყო დაპირისპირება მოქალაქეებსა და სპეცრაზმს შორის. მათ არაერთხელ გამოიყენეს ე.წ. წიწაკის სპრეი. სწორედ ამის შემდეგ, სპეცდანიშნულების რაზმმა ჭიჭინაძის ქუჩა დატოვა. ისინი მოქალაქეებმა შემდეგი შეძახილებით გააცილეს: “მონებო, წადით! წადით!”

შსს: კანონიერი საშუალებები გამოვიყენეთ, აქციის მონაწილეები პოლიციას დაუპირისპირდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტრო მორიგ განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ რუსული კანონის მოწინააღმდეების მიმართ “კანონით დადგენილი სპეციალური საშუალებები” გამოიყენეს. შსს-ს მტკიცებით, აქციის მონაწილეები სამართალდამცველებს დაუპირისპირდნენ. “მიუხედავად ადგილზე მყოფი პოლიციელების არაერთი მოწოდებისა, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადებისა, რომ გაეთავისუფლებინათ დეპუტატებისა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისთვის საკანონმდებლო ორგანოს გამოსასვლელები, აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ სამართალდამცველთა კანონიერ მოთხოვნებს. […]

პარლამენტის უკანა შესასვლელთან პოლიციამ ე.წ. წიწაკის სპრეი კიდევ რამდენჯერმე გამოიყენა – ტერიტორიაზე ვითარება კვლავ დაძაბულია

პარლამენტის უკანა შესასვლელთან პოლიციამ ე.წ. წიწაკის სპრეი კიდევ რამდენჯერმე გამოიყენა. ტერიტორიაზე დაპირისპირება გრძელდება, ვითარება კვლავ არასტაბილურია. სამართალდამცავები, მათ შორის სპეცრაზმი ტერიტორიის აქციის მონაწილეებისგან გაწმენდას ცდილობს. როგორც მომიტინგეები აცხადებენ, სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლების მხრიდან ადგილი აქვს ძალის გამოყენებას. „ეს არის დარბევა”, – აცხადებენ აქციის მონაწილეები. პოლიციამ სავარაუდოდ, რამდენიმე პირიც დააკავა. მომიტინგეები სამართალდამცავების მისამართით სკანდირებენ: “მონებო”.

კანონიერი საშუალებები გამოვიყენეთ, აქციის მონაწილეები პოლიციას დაუპირისპირდნენ – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო მორიგ განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ აქციის მონაწილეების მიმართ „კანონით დადგენილი სპეციალური საშუალებები“ გამოიყენეს. შსს-ს მტკიცებით, აქციის მონაწილეები სამართალდამცველებს დაუპირისპირდნენ. „მიუხედავად ადგილზე მყოფი პოლიციელების არაერთი მოწოდებისა, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადებისა, რომ გაეთავისუფლებინათ დეპუტატებისა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისთვის საკანონმდებლო ორგანოს გამოსასვლელები, აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ სამართალდამცველთა კანონიერ მოთხოვნებს. მართლწესრიგის […]