აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარედ ინგოროყვას ქუჩა გადაკეტეს – ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული

აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან მსვლელობით მივიდნენ და ინგოროყვას ქუჩა გადაკეტეს.
დემონსტრანტები გზის სავალ ნაწილზე სხედან და ავტომობილებს გადაადგილების შესაძლებლობას არ აძლევენ.
როგორც ორგანიზატორებმა აქციის მონაწილეებს განუცხადეს, „ქართული ოცნების“ წევრები შესაძლოა, პოლიციამ ინგოროყვას ქუჩის მხრიდან გაიყვანოს.
მთავრობის ადმინისტრაციის შესავლელთან დგას პოლიციის კორდონი, ხოლო ეზოში მობილიზებულია სპეცრაზმი.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა გიგაური: დღეს კობახიძემ რომ მოინდომოს, შესაძლოა, ბიძინაც კი მოიცილოს და „ქართულ ოცნებაში“ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერავინ გაბედოს. ამიტომ გარკვეული დროის შემდეგ კობახიძის მოცილება სრულიად ლოგიკური ნაბიჯი იქნება, თუ მან თავად არ დაასწრო