სპეცრაზმი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენ გაზს იყენებს

სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების დარბევა დაიწყო – გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი. ადგილზე სიტუაცია დაძაბულია. პოლიცია მოქალაქეებს ძალის გამოყენებით აკავებს. მანამდე სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი.
ლევან ხაბეიშვილი – სპეცრაზმით, ხელკეტებით, გაზით, ტყვიებით შეიარაღებული იცავენ მდინარაძეს, ოხანაშვილს, სუბარს – ხელკეტებით, „დუბინკებით“ ამ ბავშვების დაშინება შეუძლებელია

ეს არის რუსის ამოცანა, რომ საქართველოს მართლა წაართვას მამული, ენა და სარწმუნოება. თუ ვინმე საფრთხეს უქმნის ჩვენს მამულს, ეს არის რუსეთი, თუ ვინმემ საფრთხე შეუქმნა ენას, ეს არის რუსეთი, თუ ვინმე პრობლემას უქმნის სარწმუნოებას და ჩვენი ეკლესია-მონასტრები გადაუღებია, ესენი არიან რუსები, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. ის პარლამენტთან „უცხოური გავლენების […]
გიორგი ქადაგიძე – ძალიან ახლოს ვართ იმ ისტორიულ გამარჯვებასთან, რომელიც გააუქმებს ერთპარტიულ, ოლიგარქიულ მმართველობებს მომავალში

ენა, მამული, სარწმუნოებისთვის ჩვენ ვდგავართ დღეს აქ, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს აპროტესტებენ. ქადაგიძის თქმით, ეს ბრძოლა არის მართალი და სიმართლეს ვერავინ ვერასდროს დაამარცხებს. „ვინ ებრძოდა ქართულ ენას ისტორიულად ბოლო 200 წლის განმავლობაში? ვინ გვიუქმებდა ენას? ვინ კრძალავს […]
სალომე სამადაშვილი – ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, დააბრუნოს ქვეყანა რუსეთში და ცხადია, როდესაც ჩვენი მოქალაქეების 90% ამბობს, რომ მათი მომავალი ევროკავშირშია, ეს ტალღა არ შეჩერდება – ჩვენ არ გვეშინია რუსეთის

დღეს ბიძინა ივანიშვილი არის გასული ამ ქვეყნისთვის დადგენილი კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, იმიტომ, რომ ის ცდილობს, ჩვენი კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ შეცვალოს ქვეყნის საგარეო-პოლიტიკური ორიენტაცია, დააბრუნოს ჩვენი ქვეყანა რუსეთში და ცხადია, როდესაც ჩვენი მოქალაქეების 90% ამბობს, რომ მათი მომავალი არის ევროკავშირში, ეს ტალღა არ შეჩერდება , – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე […]
(ვიდეო) როგორ უსწორდება სპეცრაზმი აქციის მონაწილეებს

როგორ უწორდება სპეცრაზმი აქციის მონაწილეებს – ვიდეო სოციალურ ქსელში ვრცელდება. https:?? თეგები: არა რუსულ კანონს
მამუკა ხაზარაძე – უმრავლესობის დეპუტატებს პირდაპირ გეუბნებით: არ მოგასვენებთ!

უმრავლესობის დეპუტატებს მინდა ვუთხრა: პირდაპირ გეუბნებით, არ მოგასვენებთ! ვერ მოისვენებთ იმიტომ, რომ თქვენ ემსახურებით რუსეთს, რუსულ დიქტატურას, ყოფთ საქართველოს. საქართველოს გაყოფა არავის შერჩენია. ვერ მოისვენებთ ვერც აქ, ვერც სახლში, – ამის შესახებ პარტია “ლელოს” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე განაცხადა. მისივე შეფასებით, “ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ სურს […]
აქციაზე დემონსტრანტები, პოლიტიკოსები და ჟურნალისტები დაშავდნენ

30 აპრილს პარლამენტთან „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო დემონსტრაციაზე პოლიციის მიერ სპეც.საშუალების/სპრეის გამოყენებისა და ძალის გამოყენების შემდეგ არაერთი ადამიანი დაშავდა. ამ დროისთვის დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია. დაშავებულთა შორისაა „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტარი ანი წითლიძე, რომელსაც წიწაკის სპრეი თვალებში შეასხეს. მას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა გაუწია დახმარება. გამოცემა „ტაბულას“ გავრცელებულ კადრებში ჩანს გონებადაკარგული ახალგაზრდა, რომელსაც ახალგაზრდები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანისკენ […]
ბრეგაძე: დარწმუნებული ვარ, ჩვენს ოპონენტებს ევროკავშირი ჰგონიათ საბჭოთა კავშირი

ჩვენ მივისწრაფით დასავლური ცივილიზაციისკენ. შესაბამისად, სწორედ ქართული ოცნებაა ის პოლიტიკური ძალა, რომლის ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც კონსტიტუციურ რანგში ავიდა საგარეო პოლიტიკური კურსი, რომელიც გულისხმობს სწრაფვას ევროკავშირისა და ნატოსკენ. ჩვენთვის ევროპული ღირებულება არის მათ შორის დემოკრატია, ხოლო დემოკრატია გულისხმობს ჯანსაღ დისკუსიას და არგუმენტირებულ საუბარს. და როდესაც, იქნება ეს რომელიმე ქვეყნის ლიდერი, ევროპარლამენტის წევრი თუ სხვა, გამოთქვამს თავის […]
“აგენტების კანონის” საწინააღმდეგო აქციაზე “პუბლიკის” ჟურნალისტები დაშავდნენ

თბილისში, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე “აგენტების კანონის” საწინააღმდეგო აქციაზე “პუბლიკის” ჟურნალისტები, ბასტი მგალობლიშვილი და ლიკა ზაკაშვილი დაშავდნენ. დაშავებულების ფოტოებს თავად გამოცემა ავრცელებს. ცოტა ხნის წინ, პარლამენტის უკანა მხარეს, ძმები ზუბალაშვილებისა და ჭიჭინაძის ქუჩის კვეთაზე შეკრებილი დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეცრაზმმა, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი გამოიყენა. ამასთან, პოლიცია ფიზიკურადაც გაუსწორდა რამდენიმე დემონსტრანტს. „მთავარი არხის“ კადრებში ჩანს, რომ პოლიციელი […]
პარლამენტთან ე.წ. წიწაკის სპრეის გამოყენების შედეგად დეპუტატი ანი წითლიძეც დაშავდა

მამუკა მდინარაძე, ბიძინა, ეს მოგწონთ? გგონია, ეს რომ დაგვმართე, ჩვენს ახალგაზრდებს ამით უკან დაგვხევ? ცოტა აზრზე მოვალ და ისევ იქ დავდგები, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ანა წითლიძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა მას შემდეგ, რაც ის სამართალდამცავების მხრიდან გამოყენებული ე.წ წიწაკის სპრეით დაშავდა. წითლიძის თქმით, მშვიდობიანი ახალგაზრდები ხელებაწეული იდგნენ და ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი […]