გიორგი ვაშაძე – დამიზნებით მესროლეს, რატომ ისვრიან, რა უნდათ? – ბიძინას ვეუბნები, არ შეგრჩება!

დამიზნებით მესროლეს. რატომ ისვრიან [გაზის კაფსულებს]? აი რა უნდათ? – ბიძინას [ივანიშვილს] ვეუბნები, არ შეგრჩება! საქართველო არცერთ შემთხვევაში არ იქნება შენი. საქართველო არის ქართველი ხალხის, – ამის შესახებ პარტია “სტრატეგია-აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა. მისივე თქმით, სპეცდანიშნულების რაზმები აქციაზე “პროვოკაციულად იქცევიან”. “დამიზნებით მესროლეს. რატომ ისვრიან [გაზის კაფსულებს]? აი რა უნდათ? ხალხის […]

“ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ლევან ხაბეიშვილს ვერ პოულობენ

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ და მას ვერ პოულობენ. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარტიაში განუცხადეს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, ლევან ხაბეიშვილის ფიზიკური უსაფრთხოება უზრუნველყოს და აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებასაც ავრცელებს. „რამდენიმე წუთის წინ, ბიძინა ივანიშვილის პირადი დავალებით, საქართველოში რუსული რეჟიმის წარმომადგენლებმა გაიტაცეს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, პარლამენტის წევრი, ლევან ხაბეიშვილი. დაკავების […]

ნიკა გვარამია – აქციების გეგმა ყოველდღე იქნება ის, რომ ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებიდან წავიდეს

პოლიტიკური გაერთიანება „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებით, მიმდინარე აქციების გეგმა ყოველდღე იქნება ის, რომ ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებიდან წავიდეს. როგორც ნიკა გვარამიამ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე „ინტერპრესნიუსთან“ აღნიშნა, ის ახალგაზრდებს მოუწოდებს, რომ თავს გაუფრთხილდნენ, თუმცა, პირველ რიგში, სამშობლო დაიცვან. „ეს ხალხი არსად წავა. ჩვენ ერთი სამშობლო გვაქვს და აქედან წასასვლელი არ გვაქვს. ვის აქვს წასასვლელი ვიცით […]

აქციაზე ლევან ხაბეიშვილი დააკავეს – მას პოლიციამ სასტიკად სცემა

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი დააკავეს. ინფორმაციას პარტია ავრცელებს და მოუწოდებს შსს-ს უზრუნველყონ მისი ფიზიკური უსაფრთხოება და დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ. გავრცელდა ფოტო, სადაც ჩანს, რომ ხაბეიშვილი სასტიკად ნაცემია. “რამდენიმე წუთის წინ, ბიძინა ივანიშვილის პირადი დავალებით, საქართველოში რუსული რეჟიმის წარმომადგენლებმა გაიტაცეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, პარლამენტის წევრი ლევან ხაბეიშვილი. დაკავების მომენტში იგი აქციაზე […]

აქციაზე ამერიკელი იურისტი დააკავეს და სცემეს – მედია

ფორმულას ცნობით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ამერიკელი იურისტი ტედ ჯონასი დააკავეს. როგორც ცნობილია, მასზე პოლიციამ ფიზიკურად იძალადა. ჯონასი ამერიკის მოქალაქეა, რომელიც საქართველოში ცხოვრობს.

მძღოლები ჩამოხტნენ და აქციის მონაწილეებს შეუერთდნენ – ფოტო სანაპიროდან

,,ტრაილერის და ავტობუსის მძღოლი ჩამოხტნენ და აქციის მონაწილეებს შეუერთდნენ“, ,,მეტი ასეთი მძღოლი საქართველოს”, ,,ამ ქვეყანას დამარცხება არ უწერია” – წერენ სოციალურ ქსელში

სპეცრაზმმა აქციის დაშლა კვლავ დაიწყო – გამოიყენეს წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი

ცოტა ხნის წინ, აქციის მონაწილეთა ნაწილი ძალადობრივი დარბევის შემდეგ იუსტიციის სახლთან ჩავიდა, სადაც გზა გადაკეტეს, ნაწილი კი რუსთაველის გამზირზე დარჩა. ადგილზე სიტუაცია დაძაბულია. მანამდე სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი.

აქციაზე აშშ-ის მოქალაქე, იურისტი ტედ ჯონასი დააკავეს

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ამერიკელი იურისტი ტედ ჯონასი დააკავეს. როგორც ცნობილია, მასზე პოლიციამ ფიზიკურად იძალადა – აქვს დაზიანებები სხეულზე, მათ შორის სახის არეში. ჯონასი ამერიკის მოქალაქეა, რომელიც საქართველოში ცხოვრობს. ფორმულა ტედ ჯონასის დაკავებასთან დაკავშირებით დამატებით დეტალებს არკვევს. პოლიცია რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიან აქციას არბევს- იყენებენ წყლის ჭავლს, წიწაკის სპრეის, ცრემლსადენ გაზს. პოლიცია ძალადობს მოქალაქეებზე.

გიორგი გახარია – “რუსული კანონის” ოფიციალურად მიღებამდე მისი აღსრულება უკვე დაიწყო – ივანიშვილი ასრულებს თავის დაპირებას: აღკვეთოს განსხვავებული აზრი და დევნოს ოპონენტები

აქციის მშვიდობიანი მონაწილეების, განსაკუთრებით ახალგაზრდების, მიმართ გამოყენებულია არალეგიტიმური და არაპროპორციული ძალა, – წერს “საქართველოსთვის” ლიდერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელ X-ზე. გახარიას თქმით, “რუსული კანონის” ოფიციალურად მიღებამდე მისი აღსრულება უკვე დაიწყო. “ივანიშვილი ასრულებს თავის დაპირებას – აღკვეთოს განსხვავებული აზრი და დევნოს ოპონენტები. აქციის მშვიდობიანი მონაწილეების, განსაკუთრებით ახალგაზრდების, მიმართ გამოყენებულია არალეგიტიმური და არაპროპორციული ძალა. ივანიშვილი სუსტი და […]

აქციის მონაწილეთა ნაწილმა სანაპიროზე გადაინაცვლა – გზის სავალი ნაწილი ავტომობილებისა და ავტობუსების გამოყენებით არის ჩახერგილი

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეთა ნაწილმა სანაპიროზე გადაინაცვლა. დემონსტრანტები ამ წუთებში მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან. დემონსტრანტები გზის სავალ ნაწილზეც სხედან. გზის სავალი ნაწილი, მათ შორის ავტომობილების და ავტობუსების გამოყენებით არის გადაკეტილი. აქციის მონაწილეები სკანდირებენ “არა რუსეთს”. როგორც “ინტერპრესნიუსს” აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ უთხრა, ისინი იუსტიციის სახლთან მას შემდეგ გადავიდნენ, რაც სპეცრაზმმა რამდენჯერმე […]