ალეკო ელისაშვილი – მე ვიცავ საქართველოს თავისუფლებას და ღირსებას

მე ვიცავ საქართველოს თავისუფლებას და ღირსებას. ეს მშვიდობიანი მანიფესტაციაა, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ჟურნალისტებს განუცხადა. პარლამენტთან, სადაც მოქალაქეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ, ვითარება პერიოდულად იძაბება. სამართალდამცველებმა აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს. აქციის მონაწილეების მისამართით ასევე გამოიყენეს წყლის ჭავლი, ე.წ. წიწაკის სპრეი და ცრემლსადენი გაზი. საპოლიციო […]
,,ივანიშვილი ასრულებს თავის დაპირებას“ – გახარია

,,ივანიშვილი ასრულებს თავის დაპირებას“ – გახარია გიორგი გახარია სოციალურ ქსელ X-ზე წერს: ,,ივანიშვილი ასრულებს თავის დაპირებას – აღკვეთოს განსხვავებული აზრი და დევნოს ოპონენტები. აქციის მშვიდობიანი მონაწილეების, განსაკუთრებით ახალგაზრდების, მიმართ გამოყენებულია არალეგიტიმური და არაპროპორციული ძალა. ივანიშვილი სუსტი და შეშინებულია, შესაბამისად – საშიში”
რა ხდება თბილისის ქუჩებში? – შუა გზებზე გაჩერებული ავტობუსები და ტრაილერები

რა ხდება თბილისის ქუჩებში? – შუა გზებზე გაჩერებული ავტობუსები და ტრაილერები არასამთავრობო ორგანიზაცია ხმა ავრცელებს ფოტოს დედაქალაქიდან და წერს: მშრომელების სოლიდარობის პირველი მერცხალი. გილოცავთ პირველ მაისს, მშრომელების საერთაშორისო დღეს! გამოცემა ფორმულაც ავრცელებს ფოტოს და წერს: სანაპირო ამ წუთებში
,, სახალხო დამცველი მოუწოდებს საგამოძიებო უწყებებს, ჩაატარონ ეფექტიანი გამოძიება არაპროპორციული ძალის გამოყენების, ასევე მედიის წარმომადგენლების დაშავების ფაქტებზე” – მეორე განცხადება

,, სახალხო დამცველი მოუწოდებს საგამოძიებო უწყებებს, ჩაატარონ ეფექტიანი გამოძიება არაპროპორციული ძალის გამოყენების, ასევე მედიის წარმომადგენლების დაშავების ფაქტებზე” – მეორე განცხადება სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი მეორე განცხადებას ავრცელებს: “საქართველოს სახალხო დამცველი ხაზგასმით მიუთითებს, რომ მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება საქართველოს კონსტიტუციით არის დაცული. თავის მხრივ, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის განმარტებით, „ძალადობა“ გულისხმობს შეკრების მონაწილეთა მხრიდან ფიზიკური ძალის გამოყენებას, […]
პრეზიდენტი: მივმართავ შს მინისტრს შეწყვიტოს მშვიდობიანი აქციის დარბევა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შინაგან საქმეტა მინისტრს ვახტანგ გომელაურის მიმართავს და მოუწოდებს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მშვიდობიანი აქციის დარბევა, არაპროპორციული ძალის გამოყენება და შიშველი ხელებით მისული ახალგაზრდების წინააღმდეგ ძალადობა: „მივმართავ შინაგან საქმეთა მინისტრს, რომ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მშვიდობიანი აქციის დარბევა, არაპროპორციული ძალის გამოყენება, შიშველი ხელებით მოსული ახალგაზრდების წინააღმდეგ ძალადობა. მივმართავ სახალხო დამცველს, მყისიერად მოახდინოს რეაგირება, რათა შეწყდეს ყოველგვარი […]
საია: საქართველოს პარლამენტთან აქციის დარბევა უკანონოა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის დარბევა უკანონოა. ორგანიზაციის განცხადებით, 2024 წლის 30 აპრილს რუსული კანონის და დაანონსებული რეპრესიების წინააღმდეგ გამართულ აქციაზე Საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებმა გამოიყენეს აქტიური სპეციალური საშუალება „წიწაკის სპრეის“ ახლო მანძილიდან, წინასწარი გაფრთხილების გარეშე, უკანონოდ და არაპროპორციულად (21:43). საია აღნიშნავს, რომ […]
მარცხენა სანაპიროც გადაკეტილია! ტრაილერის მძღოლი შეუერთდა აქციას! – ფოტო

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქალაქში, რამდენიმე ადგილას, ავტობუსის მძღოლებმა ავტობუსები შუა ქუჩაში გააჩერეს და ქუჩები გადაკეტეს. ასევე, წერენ, რომ მარცხენა სანაპიროზე ტრაილერის მძღოლმა გადაკეტა გზა. დათა თავაძე: მარცხენა სანაპიროც გადაკეტილია!!!!! ტრაილერის მძღოლმა გააჩერა და შეუერთდა აქციას!!!! 🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪
მივმართავ შინაგან საქმეთა მინისტრს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მშვიდობიანი აქციის დარბევა – სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტი ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს: ,,მივმართავ შინაგან საქმეთა მინისტრს, რომ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მშვიდობიანი აქციის დარბევა, არაპროპორციული ძალის გამოყენება, შიშველ ხელებით მოსულ ახალგაზრდების წინააღმდეგ ძალადობა. მივმართავ სახალხო დამცველს, მყისიერად მოახდინოს რეაგირება, რათა შეწყდეს ყოველგვარი უსაფუძვლო და უადგილო სპეცდანიშნულების ძალების ქმედებები. ნათლად ჩანს, რომ აქცია მშვიდობიანად მიმდინარეობდა, არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენდა, წესრიგს არაფერი ემუქრებოდა. სირცხვილია შენ ახალგაზრდობას დაუპირისპირდე, […]
პრეზიდენტი – მივმართავ შს მინისტრს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მშვიდობიანი აქციის დარბევა – სირცხვილია შენ ახალგაზრდობას დაუპირისპირდე, როცა ეროვნულობაზე გაქვს პრეტენზია

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მიმართავს და მშვიდობიანი აქციის დარბევის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ზურაბიშვილი ასევე სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანსაც მიმართავს, რათა რუსთაველზე მიმდინარე მოვლენებზე მყისიერი რეაგირება მოახდინოს. „მივმართავ შინაგან საქმეთა მინისტრს, რომ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მშვიდობიანი აქციის დარბევა, არაპროპორციული ძალის გამოყენება, შიშველ ხელებით მოსულ ახალგაზრდების წინააღმდეგ ძალადობა. მივმართავ […]
პარლამენტის მიმდებარედ აქციაზე კვლავ დაძაბული ვითარებაა – სამართალდამცველებმა აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს

პარლამენტის მიმდებარედ აქციაზე კვლავ დაძაბული ვითარებაა. სამართალდამცველებმა აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს. აქციის მონაწილეების მისამართით ასევე გამოიყენეს წყლის ჭავლი, ე.წ. წიწაკის სპრეი და ცრემლსადენი გაზი. დაშავდა რამდენიმე ადამიანი, რომელთაც პირველადი სამედიცინო დახმარება დასჭირდათ. საპოლიციო ზომები განმეორებით მას შემდეგ გამოიყენეს, რაც დარბევის პირველი მცდელობის შემდეგ აქციის მონაწილეები კვლავ რუსთაველის გამზირზე დაბრუნდნენ. აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ და […]