“ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, ლევან ხაბეიშვილი სასტიკად ნაცემია

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სასტიკად არის ნაცემი. შესაბამის ინფორმაციას თავად პარტია ავრცელებს. “ნაციონალური მოძრაობა” ხაბეიშვილის ფოტოსაც აქვეყნებს, რომელშიც ჩანს, რომ მას თავის არეში მრავლობითი დაზიანებები აქვს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტიაში განუცხადეს, ხაბეიშვილი ინგოროყვას სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ლევან ხაბეიშვილს დაზიანებები სახის არეში აქვს მიყენებული.

„მაგრად მცემეს“ – ამერიკელი იურისტი ტედ ჯონასი დარბევისას დააკავეს

საქართველოში მცხოვრები ამერიკელი იურისტი ტედ ჯონასი თბილისში, რუსთაველის გამზირზე, „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციის დარბევისას დააკავეს. იგი წერს, რომ ნაცემია. „პოლიციის მანქანაში ვარ. მაგრად მცემეს“, – დაწერა მან ფეისბუკზე პირველ მაისს 01:12 საათზე. ერთი საათით ადრე მან რუსთაველის გამზირიდან დადო ფოტოები. ტედ ჯონასი, რომელიც რომელიც საქართველოში 1994 წლიდან ცხოვრობს, 2023 წელსაც ეწინააღმდეგებოდა „აგენტების კანონს“. რამდენიმე საათია, […]

“გაუმართლებელი, არაპროვოცირებული და არაპროპორციული ძალის გამოყენება” – პრეზიდენტი აქციის დარბევაზე

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის დარბევას და წერს, რომც “სრულიად გაუმართლებელი, არაპროვოცირებული და არაპროპორციული” ძალის გამოყენება მიმდინარეობს თბილისში, მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ. “სრული პასუხისმგებლობა მთლიანად ხელისუფლებას ეკისრება. ქართველ ხალხს მშვიდობიანი პროტესტის უფლება წაართვეს”, – წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელ X-ზე. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ასევე მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეწყვიტოს თბილისის ქუჩებში მშვიდობიანი აქციის […]

რუსი პროპაგანდისტი დუგინი აქციაზე: უცხოელი აგენტები პარლამენტის კედლებს აწყდებიან

რუსი პროპაგანდისტი ალექსანდრ დუგინი რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს “აგენტებს”, მიმდინარე პროტესტს კი “არაქართულს” უწოდებს. “საქართველო. აი, ასე იციან უცხოელმა აგენტებმა წიხლების ქნევა, როდესაც მათ სუვერენულ ძალაუფლებას გადათვლა და დაფიქსირება ემუქრება. პირდაპირ სამარცხვინოდ გამოიყურება. ქართველები ამაყი და მორწმუნე ერია. უცხოელი აგენტების ქცევა, რომლებიც პარლამენტის კედლებს აწყდებიან ვნების კვირას, ყველაფერია, გარდა ქართულისა”, – წერს დუგინი. კრემლის […]

ხაბეიშვილს სპეცრაზმი სასტიკად გაუსწორდა, ენმ-ში ამბობენ, რომ ის გატაცებულია

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე სპეცრაზმი სასტიკად გაუსწორდა. ამასთან, პარტიაში ამბობენ, რომ ხაბეიშვილი “რამდენიმე წუთის წინ, ბიძინა ივანიშვილის პირადი დავალებით, საქართველოში რუსული რეჟიმის წარმომადგენლებმა გაიტაცეს”. “დაკავების მომენტში იგი აქციაზე დაშავებულ მოქალაქეს ეხმარებოდა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, უზრუნველყოს ლევან ხაბეიშვილის ფიზიკური უსაფრთხოება და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს იგი” – აცხადებს […]

სასწრაფო აცხადებს, რომ ადგილზე ბრიგადები საკმარისია, საპირისპიროს ამბობენ აქციის მონაწილეები

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი უარყოფს, რომ საპროტესტო აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაუდებელი დახმარების ცენტრის ბრიგადების არასაკმარისი რაოდენობა იმყოფება. მათივე ცნობით, „ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების საკმარისი რაოდენობა“, თუმცა ცენტრი არ ასახელებს კონკრეტულად რამდენი ბრიგადაა ადგილზე. საპირისპიროს ამბობენ აქციის მონაწილეები. სასწრაფოს ეკიპაჟებთან დაშავებული დემონსტრანტების რიგები დგას, მოქალაქეები ერთმანეთს უწევენ დახმარებას. ეკიპაჟის ნაწილს არ აქვს პირბადეები, […]

ჯანდაცვის სამინისტრო: ჰოსპიტალიზებულია 3 პოლიციელი

ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ თბილისში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე დემონსტრაციაზე განვითარებული მოვლენების შედეგად სამი სამართალდამცავის ჰოსპიტალიზაცია განხორციელდა. რადიო თავისუფლებას სამინისტროს პრესცენტრში უთხრეს, რომ ამ დროისთვის [1 მაისი, 01:00 საათი] არაერთ დემონსტრანტს, მართალია, დასჭირდა ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარება, თუმცა ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ გამხდარა. სამინისტრო ასევე აცხადებს, რომ „გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და […]

ჯანდაცვა: აქციაზე საკმარისი რაოდენობის სასწრაფოა, 3 სამართალდამცველი ჰოსპიტალიზებულია

ჯანდაცვის სამინისტროს მტკიცებით, დეზინფორმაციაა, რომ აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ბრიგადების არასაკმარისი რაოდენობა იმყოფება. “საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების საკმარისი რაოდენობა, სამედიცინო პერსონალი უზრუნველყოფს მოქალაქეებისთვის ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებას. ამ დროისთვის განხორციელდა სამი სამართალდამცველის ჰოსპიტალიზაცია” – აცხადებს სამინისტრო. რუსთაველის გამზირზე რუსული კანონის მოწინააღმდეგეების მიმართ შსს-მ არაერთხელ გამოიყენა […]

რუსთაველის გამზირზე აქციის დასაშლელად კვლავ წყლის ჭავლს იყენებენ

სამართალდამცველები რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დასაშლელად კვლავ წყლის ჭავლს იყენებენ. საპოლიციო ზომები განმეორებით მას შემდეგ გამოიყენეს, რაც დარბევის რამდენიმე მცდელობის შემდეგ აქციის მონაწილეები კვლავ რუსთაველის გამზირზე დაბრუნდნენ. წყლის ჭავლის გარდა, პოლიციამ მომიტინგეების დასაშლელად სხვადასხვა საპოლიციო ზომას მიმართა, მათ შორის აქციაზე ცრემლსადენი გაზიც კიდევ ერთხელ გაუშვეს.

პრეზიდენტი – სრულიად გაუმართლებელი, არაპროვოცირებული და არაპროპორციული ძალის გამოყენება მიმდინარეობს თბილისში მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ – პასუხისმგებლობა მთლიანად ხელისუფლებას ეკისრება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ თბილისში მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ სრულიად გაუმართლებელი, არაპროვოცირებული და არაპროპორციული ძალის გამოყენება ხდება, რაზეც სრული პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. „სრულიად გაუმართლებელი, არაპროვოცირებული და არაპროპორციული ძალის გამოყენება მიმდინარეობს თბილისში მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ. სრული პასუხისმგებლობა მთლიანად ხელისუფლებას ეკისრება. ქართველ ხალხს მშვიდობიანი პროტესტის უფლება ეზღუდება. #არარუსულკანონს“, – წერს პრეზიდენტი.