პეტრე ცისკარიშვილი – ლევან ხაბეიშვილს დამტვრეული აქვს სახის ძვლები და აქვს ტვინის შერყევა – სისხლში და მხუთავ გაზში უნდათ, რომ მოგუდონ ნებისმიერი მოძრაობა ამ ქვეყანაში, ეს არის მათი სახე

ეს იყო მიზანმიმართული, დაგეგმილი სპეცოპერაცია ლევანის წინააღმდეგ, – ასე შეაფასა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა პარტიის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტი. მისი ცნობით, ლევან ხაბეიშვილს სახის ძვლები აქვს დამტვრეული და აქვს ტვინის შერყევა. „ის გაიტაცეს აქციის პერიმეტრიდან სპეციალურად იმისთვის, რომ ეს სისხლიანი ანგარიშსწორება მოეხდინათ, სცემეს და შემდეგ ვიღაც პოლიციელებს გამოატანეს ინგოროყვას კლინიკაში. საკმაოდ […]

“სტრატეგია აღმაშენებელი” – მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, სწრაფი რეაგირება მოახდინოს ბიძინა ივანიშვილის ძალადობრივი რეჟიმის დანაშაულებზე

“სტრატეგია აღმაშენებელი“ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნავს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, “ლევან ხაბეიშვილის უკანონო დაკავება და მასზე ანგარიშსწორება, რუსული რეჟიმის რეალური სახეა”. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „სტრატეგია აღმაშენებელი“ საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, სწრაფი რეაგირება მოახდინოს „ბიძინა ივანიშვილის ძალადობრივი რეჟიმის დანაშაულებზე“. “მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევა, მათ შორის, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის ლევან ხაბეიშვილის უკანონო დაკავება და სასტიკი ფიზიკური ანგარიშსწორება, ეს […]

ლევან ხაბეიშვილის ადვოკატი – პოლიცია მიზღუდავს შესაძლებლობას, მოვინახულო ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი და დავაფიქსირო ის დაზიანებები, რომელიც მან მიიღო

პოლიცია გვიზღუდავს იმის შესაძლებლობას, რომ მოვინახულო ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი და დავაფიქსირო ის დაზიანებები, რომელიც მან მიიღო, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის ადვოკატმა, ვანო პეტრიაშვილმა. ვანო პეტრიაშვილის განმარტებით, ლევან ხაბეიშვილის დაზიანებების შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ აქვს, რადგან მასთან შეხვედრის შესაძლებლობა არ მიეცა. „ვცდილობთ ლევანთან შესვლას, რის შესაძლებლობასაც არ გვაძლევს დაცვის სამსახური. ასევე […]

ინგოროყვას კლინიკაში, სადაც ლევან ხაბეიშვილია მოთავსებული, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მივიდნენ

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარესთან, ლევან ხაბეიშვილთან, რომელიც ინგოროყვას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მივიდნენ. ადგილზე იმყოფება პარტიის ადვოკატი ვანო პეტრიაშვილი. სწორედ მის შეშვებას ითხოვდნენ ლევან ხაბეიშვილთან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები. მცირე კამათის შემდეგ, ადვოკატი ხაბეიშვილთან შეუშვეს. პარტიის წევრების განცხადებით, ნაცემი პოლიტიკოსი კლინიკაში პატრულის თანამშრომლებმა შეიყვანეს.

გიორგი ბოტკოველი – სპეცდანიშნულების რაზმმა მოიპარა ლევან ხაბეიშვილი, სასტიკად გაუსწორდნენ, პოლიციელებმა მოიყვანეს კლინიკაში – ეს დააანონსა გუშინ რუსმა ივანიშვილმა, ეს არის მისი მეთოდები, პასუხს აგებენ

დღეს, ლევანზე დარტყმული ხელი არის შურისძიება პირადად ივანიშვილის, გომელაურისა და მათი ბანდის, დაჯგუფების მხრიდან , – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა. გიორგი ბოტკოველის თქმით, ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად პასუხს აგებს ქართველი ხალხის წინაშე. „ეს დააანონსა გუშინ რუსმა ივანიშვილმა, ეს არის მისი მეთოდები. ეს ასე არ დამთავრდება. დღეს ლევანზე დარტყმული ხელი არის […]

ლევან ბეჟაშვილი – ჩვენი ინფორმაციით, ლევან ხაბეიშვილი სცემეს, შემდეგ პოლიციას ჩაუსვეს მანქანაში, მოიყვანეს კლინიკაში და წავიდნენ – “ხარებას” და მისი დაჯგუფების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება მოხდება

ჩვენი ინფორმაციით, ლევან ხაბეიშვილი სცემეს, პოლიციას ჩაუსვეს მანქანაში, მოიყვანეს, დატოვეს (ინგოროყვას კლინიკაში) და წავიდნენ,- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა ჟურნალისტებს ინგოროყვას კლინიკაში განუცხადა. მისივე თქმით, აუცილებელია, რომ პარტიის თავმჯდომარის ცემასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყოს. “მოხდება პასუხისმგებლობის საკითხის დასმა “ხარებას” მიმართ და მისი დაჯგუფების მიმართ. ვერ ვხედავთ აქ გამომძიებლებს, რომლებიც უნდა აფიქსირდებდნენ ამას და გამოძიებას […]

ბათუმის მსგავსად, მოქალაქეები საქართველოს 12 რეგიონში შეიკრიბებიან და თბილისის აქციას შემოუერთდებიან

,,მთავარი არხის” ინფორმაციით, ბათუმის მსგავსად, მოქალაქეები საქართველოს 12 რეგიონში შეიკრიბებიან და თბილისის აქციას შემოუერთდებიან – მოქალაქეებთან ერთად, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ჩამოვლენ ადგილობრივი ოპოზიციონერები, სამოქალაქო აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც.

ვაშაძე ივანიშვილს: შენ ხარ ჩმორი, შენი მთელი სპეცრაზმი ჩმორები არიან

ბიძინა ივანიშვილი ამით გვიგზავნის გზავნილს, რომ თითქოს ყველაფერზე წამსვლელია, მაგრამ მე მას ვეუბნები, რომ შენ ხარ ჩმორი და შენი მთელი სპეცრაზმი არიან ჩმორები და აუცილებლად აგებ პასუხს.

მელია: ასე პოლიტიკურ ოპონენტებს მხოლოდ რუსეთში ექცევიან

ეს არის რუსული ხელისუფლების სახე, ესაა მშვიდობა რომელსაც გვამადლიან. ასე პოლიტიკურ ოპონენტებს მხოლოდ რუსეთში ექცევიან ეს საქართველოა, ასეთო ქმედებები მხოლოდ აჩქარებს რეჟიმის დასასრულს.

სტრატეგია აღმაშენებელი პარტნიორებს: რეაგირება მოახდინეთ ივანიშვილის ძალადობრივ დანაშაულზე

სტრატეგია აღმაშენებელი განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევა, მათ შორის პოლიციელების მიერ ლევან ხაბეიშვილზე ძალადობა რუსული რეჟიმის სახეა. “მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევა, მათ შორის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის ლევან ხაბეიშვილის უკანონო დაკავება და სასტიკი ფიზიკური ანგარიშსწორება, ეს არის რუსული რეჟიმის რეალური სახე, რომელიც ცდილობს ერთი შლეგი ადამიანის, ივანიშვილის ვნებებს და შიშებს გადააყოლოს ქვეყნის და ხალხის […]