ბათუმიდან თბილისის მიმართულებით 12:00 საათზე კოლონა დაიძვრება

“ხვალ, 12:00 საათზე, ევროპის მოედანზე ვიკრიბებით მთელი ბათუმი და კოლონით მოვდივართ თბილისში” – ამის შესახებ ბათუმში გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა, ასევე კანონის მოწინააღმდეგე მოქალაქეებმა განაცხადეს. ბრიფინგზე რეჟისორმა ოთარ ქათამაძემ თქვა, რომ მსვლელობას ასევე შეუერთდებიან გურიიდან, ქუთაისიდან, იმერეთიდან და სხვა რეგიონებიდანაც. “ის, რაც ხდება ახლა თბილისში, ყოვლად აუტანელია, ამის მოთმენა აღარ შეიძლება […]

ხვალ, 12 საათიდან დავიძვრებით ბათუმიდან, დიდი კოლონით ჩამოვალთ თბილისში – საგანგებო განცხადება

თბილისში, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს ხვალ უკვე ბათუმიდან შემოუერთდებიან. დილის 12 საათიდან, ევროპის მოედნიდან ადგილობრივი ოპოზიციონერები, სამოქალაქო აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დედაქალაქისკენ გამოემგზავრებიან: “როგორც ჩანს, ივანიშვილის რეჟიმი კიდევ აპირებს ძალის გამოყენებას და შესაძლებელია უარესიც კი ჩაიდინოს, ამიტომ, თუკი თავებს ითვლიან, მაშინ ისინი ნახავენ ხვალ ჩვენ რას ვაპირებთ. ბათუმიდან დავიძვრებით და მთელი საქართველოს გავლით, […]

,,საღოლ @ლენო… ციხეში რაზე გიზით წინა ხელისუფლების ხალხი გამახსენეთ!”

,,ევროპული საქრთველოს” წევრი თამარ ჩერგოლეიშვილი სასტიკად ნაცემი ლევან ხაბეიშვილის ფოტოს აქვეყნებს და წერს: ,,საღოლ @ლენო. ციხეში რაზე გიზით წინა ხელისუფლების ხალხი გამახსენეთ!”

“ასეთი მაგარი თაობა არავის ჰყავს სამყაროში!” – ქეთი ენუქიძე

შეაჩერე კორუფციას თანადამფუძნებელი, ქეთი ენუქიძე: კავშირგაბმულობის შენობიდან რესპუბლიკის მოედნის მიმართულებით დგას უამრავი ახალგაზრდა! ასეთი მაგარი თაობა არავის ჰყავს სამყაროში! ❤️❤️❤️ ჩემი ნათლობა წიწაკის სპრეით!! ედპ-ს ოფისში შეგვიფარეს…

,, სასიკვდილოდ გაუმეტებიათ… ორბიტის მოტეხილობაცაა აშკარად და თვალი სერიოზულად დაზიანებული…” – ექიმი ზურაბ გურული ლევან ხაბეიშვილზე

აშშ-ში მცხოვრები ექიმი, ზურაბ გურული, რომელმაც სასტიკად ნაცემი ლევან ხაბეიშვილის ფოტო და ვიდეო ნახა, წერს: ,,ოჰ რა საშიშადაა ნაცემი… ორბიტის მოტეხილობაცაა აშკარად და თვალი სერიოზულად დაზიანებული. თავის ქალას შიდა დაჟეჟილობა მინიმუმ, ასეთი საშინელი ძალის დარტყმებით. სასიკვდილოდ გაუმეტებიათ. ესენი უკვე ყველა ზღვარს გადავიდნენ. გუშინდელი “სპიჩის” მერე უკვე არაფერს დაერიდებიან.”

აქციის რამდენჯერმე დაშლის მიუხედავად, მომიტინგეები ისევ რუსთაველის გამზირზე დაბრუნდნენ

რუსთაველის გამზირზე, სადაც მოქალაქეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ, კვლავ ხმაური და დაძაბულობაა. აქციის მონაწილეები რამდენჯერმე დაშლის მიუხედავად, ისევ რუსთაველის გამზირზე დაბრუნდნენ. მათი ნაწილი სპეცრაზმის წინ ხელებაწეული დგას. როგორც ისინი აცხადებენ, დაშლას არ აპირებენ მიუხედავად იმისა, რომ პოლიციამ მათ დასაშლელად რამდენჯერმე გამოიყენა წყლის ჭავლი, ე.წ. წიწაკის სპრეი და ცრემლსადენი გაზი. საპასუხოდ, აქციის მონაწილეები სპეცრაზმის […]

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე კიდევ რამდენიმე ადამიანი დააკავეს

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებები გრძელდება. სამართალდამცველებმა ცოტა ხნის წინ კიდევ რამდენიმე ადამიანი დააკავეს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი დაშლას არ აპირებენ. ისინი მიმართავენ სპეცრაზმს, რომ არ გამოიყენონ მათ წინააღმდეგ ძალა. პოლიციამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების დასაშლელად, რამდენჯერმე გამოიყენა წყლის ჭავლი, ე.წ. წიწაკის სპრეი და ცრემლსადენი გაზი. საპასუხოდ, აქციის მონაწილეები […]

ლევან ხაბეიშვილი – ბატონო ბიძინა, შემომხედეთ! თქვენ დაარტყით ყველას, ვინც განსხვავებულად ფიქრობს – არა უშავს, კლინიკიდან უფრო სიმპათიური გამოვალ, ბრძოლა გრძელდება

თვალის ტკივილიც გაივლის, ტანიც გაივლის და ყველაფერი გაივლის, – ამის შესახებ განცხადებას ვიდეომიმართვის სახით „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ავრცელებს, რომელიც დაზიანებების მიღების შემდეგ ინგოროყვას სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი. ხაბეიშვილის თქმით, ბრძოლა უნდა გაგრძელდეს. “არაფერი არ მტკივა – თვალიც გაივლის, ტანიც გაივლის და ყველაფერი გაივლის, ბრძოლა პუტინისტების წინააღმდეგ უნდა გაგრძელდეს! ბატონო ბიძინა, შემომხედეთ. თქვენ დაარტყით ყველას, […]

პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი კიდევ ერთხელ გამოიყენა

სამართალდამცველები რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს დაშლისკენ კვლავ მოუწოდებენ. მათ პროტესტის მონაწილეების დაშლის მიზნით წყლის ჭავლი და ცრემლმდენი გაზი მორიგ ჯერზე გამოიყენეს. აღსანიშნავია, რომ აქციის დაშლის რამდენიმე მცდელობის შემდეგ აქციის მონაწილეები კვლავ რუსთაველის გამზირზე დაბრუნდნენ.

სახალხო დამცველი შს სამინისტროს მოუწოდებს, შეკრების მშვიდობიანი მონაწილეების მიმართ ძალა არ გამოიყენონ

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, უფლებამოსილების განხორციელებისას არ გასცდნენ კანონმდებლობის ფარგლებს, არ გამოიყენონ ძალა შეკრების მშვიდობიანი მონაწილეების მიმართ, – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს სახალხო დამცველი ავრცელებს. ასევე სახალხო დამცველი მიმართავს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, შეისწავლოს ძალის გადამეტების ფაქტები და შედეგების თაობაზე მოახდინოს საზოგადოების ინფორმირება. „საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება პარლამენტთან და მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციაზე განვითარებულ […]