“ნაპოლი” ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირის შეძენას ცდილობს

“მუნდო დეპორტივოს” ცნობით, “ჟირონას” 26 წლის თავდამსხმელ არტიომ დოვბიკის ხელში ჩაგდებას რამდენიმე ევროპული კლუბი ცდილობს, რომელთა შორის ყველაზე მეტად “ნაპოლი” და “ჩელსი” აქტიურობენ. “ნაპოლის” თავდამსხმელის დამატება ვიქტორ ოსიმენის შემცვლელად სჭირდება, თუმცა გამოცემის მტკიცებით, “ჟირონა” უკრაინელი ფორვარდის გაყიდვას არ გეგმავს. ევროპული კლუბები აგრეთვე “ჟირონას სხვა ფეხბურთელების – იან კოუტუს, სავიოს, მიგელ გუტიერესის, ალეიშ გარსიას, არნაუ მარტინესის […]
გიორგი ვაშაძე – პასუხს აგებს პირადად ბიძინა ივანიშვილი

ეს პირადად ივანიშვილის ანგარიშსწორებაა, რაზეც ის აუცილებლად პასუხს აგებს, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ინგოროყვას კლინიკასთან განაცხადა, სადაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილია მოთავსებული. ვაშაძის თქმით, ბრძოლა გაგრძელდება. “ჩვენ ეს ვერ გაგვაჩერებს, ბრძოლა გრძელდება, ხაბეიშვილი ძალიან მაგრად, მხნედ არის. ახლა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაში გავერკვევით, პასუხს აგებს პირადად ბიძინა ივანიშვილი. არც ერთი […]
პაატა მანჯგალაძე – მშვიდობიანი მოსახლეობის დარბევა არის რუსული რეჟიმის ოფიციალური გაფორმება

მშვიდობიანი მოსახლეობის დარბევა არის რუსული რეჟიმის ოფიციალური გაფორმება, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. მისი თქმით, ახლა საჭიროა უწყვეტი პროტესტი და ხელისუფლების მიმართ დაუმორჩილებლობა. „მშვიდობიანი მოსახლეობის დარბევა არის რუსული რეჟიმის ოფიციალური გაფორმება. ამის მერე რაც დარჩა, არის ის, რომ უნდა გამოვიდეთ ქუჩაში და დავიწყოთ მასიურად პროტესტი და დაუმორჩილებლობა რუსული რეჟიმის მიმართ“, […]
არსებული ინფორმაციით, ნაცემია სოფო ჯაფარიძეც, რომელიც ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი

მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი, სოფო ჯაფარიძე ინგოროყვას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. აღნიშნულის შესახებ კლინიკასთან აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ლალი ჯანაშიამ განაცხადა. როგორც ის აღნიშნავს, სოფო ჯაფარიძეს სპეცრაზმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ. “საშინელი ტკივილები აქვს, გამეტებით ურტყამდნენ, ახერხებდა, რომ სახე და თავი დაეფარა. გამოკვლევები ჩაუტარდება, რომ ნეკნების მოტეხილობა აქვს თუ არა, დადგინდეს”, -აცხადებს ჯანაშია.
ირაკლი ნადირაძე – თუ რუსი ოლიგარქი თავისი “ქართული ოცნებით” დარჩა ხელისუფლებაში, შორი არ არის ის დღე, როცა პირდაპირ ქუჩაში დახვრეტენ, როგორც რუსეთში, ოპოზიციის ლიდერებს, ჟურნალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებს

თუ რუსი ოლიგარქი ივანიშვილი თავისი “ქართული ოცნებით” დარჩა [ხელისუფლებაში], შორი არ არის ის დღე, როდესაც პირდაპირ ქუჩაში დახვრეტენ, როგორც რუსეთში, ოპოზიციის ლიდერებს, ჟურნალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებს, განსხვავებული მოსაზრებების და კრიტიკის გამო. ეს იყო დემონსტრაციული ანგარიშსწორება ლევან ხაბეიშვილზე, ფიზიკური ანგარიშსწორება,- ამის შესახებ პარტია “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა წევრმა ირაკლი ნადირაძემ ინგოროყვას კლინიკაში განაცხადა, სადაც ლევან ხაბეიშვილი იმყოფება. […]
ჯეიმს ო’ბრაიენი – მნიშვნელოვანი საუბარი მქონდა საქართველოს დეპუტატებთან ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზე, მათ შორის ჩვენს ძლიერ შეშფოთებაზე კრემლის მიერ შთაგონებულ “უცხოური გავლენის” კანონპროექტზე და მის ნეგატიურ ეფექტებზე

საქართველოს დეპუტატებთან საუბარში ჩვენი ძლიერი შეშფოთება გამოვხატე კრემლის მიერ შთაგონებულ “უცხოური გავლენის” კანონპროექტზე და მის ნეგატიურ ეფექტებზე საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე. ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი, ჯეიმს ო’ბრაიენი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. “მნიშვნელოვანი საუბარი მქონდა საქართველოს დეპუტატებთან ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზე, მათ შორის ჩვენს ძლიერ შეშფოთებაზე კრემლის მიერ შთაგონებულ “უცხოური გავლენის” კანონპროექტზე […]
დემონსტრანტები სხვა ქალაქებიდან ხვალ თბილისისკენ მსვლელობას გეგმავენ

ბათუმიდან და საქართველოს სხვა ქალაქებიდან ოთხშაბათს, პირველ მაისს ოპოზიციონერები, სამოქალაქო აქტივისტები და „აგენტების კანონის“ სხვა მოწინააღმდეგეები თბილისისკენ მსვლელობასა და საპროტესტო დემონსტრაციისთვის შეერთებას გეგმავენ. „ბათუმიდან დავიძვრებით და მთელი საქართველოს გავლით, დიდი კოლონით ჩამოვალთ თბილისში, ხვალ 12 საათზე აჭარის მოსახლეობის საყურადღებოდ, ევროპის მოდებიდან გამოვემგზავრებით და გავივლით ყველა დიდ ქალაქს“, – განაცხადა ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ბათუმში საგანგებო ბრიფინგზე. დემონსტრანტები […]
,,ავტობუსის მძღოლები გაიფიცნენ… იმედია მეტროს მემანქანეებიც შეუერთდებიან ხვალ დილას“

სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ავტობუსის მძღოლები გაიფიცნენ. ფოტო და ინფორმაცია ერთ-ერთი ფეისბუქ ჯგუფში ვრცელდება და ამ ეტაპზე შეუძლებელია ამ ინფორმაციის გადამოწმება: ,,ავტობუსის მძღოლები გაიფიცნენ. იმედია მეტროს მემანქანეებიც შეუერთდებიან ხვალ დილას. საჯარო მოხელეები არ მიხვიდეთ ხვალ სამსახურებში.”
“მებრძოლი ვარ, ბიჭებო” – წყლის ჭავლი დაჩოქილ მამაკაცს, რომელიც პირჯვარს იწერს

რუსთაველზე, მამაკაცი რომელიც ათასობით ადამიანთან ერთად აპროტესტებს რუსულ კანონს, ქუჩაში, სპეცრაზმელების წინ დაიჩოქა და პირჯვარს იწერდა. მამაკაცი, იმ მომენტისათვის სპეცრაზმის წინ მარტო იდგა, მუხლებზე დაჩოქილი, თუმცა, მისთვის წყლის ჭავლი იყო მიშვერილი. მანამდე მამაკაცმა სპეცრაზმელებს მიმართა და უთხრა; -მეც მებრძოლი ვარ, რას აკეთებთ, ბიჭებო, რას?
სახ.დეპი: ვაკვირდებით აქციებს – მოვუწოდებთ ხელისუფლებას, პატივი სცეს შეკრების თავისუფლებას

“ყურადღებით ვაკვირდებით საპროტესტო აქციებს. მოვუწოდებთ ხელისუფლებას და ყველა მოქალაქეს, პატივის სცენ მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებას, თავი აარიდონ ესკალაციას, პატივი სცენ კანონის უზენაესობას”, – ასე უპასუხეს სახელმწიფო დეპარტამენტში ფორმულას კითხვას რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციასთან დაკავშირებით. სახელმწიფო დეპარტამენტში კვლავ ამბობენ, რომ შეშფოთებულები არიან რუსული კანონის “უწყვეტი განხილვის” გამო და მოუწოდებენ მთავრობას, გაითვალისწინოს გაფრთხილებები, რომ კანონპროექტი არ შეესაბამება EU-ის […]