ინგოროყვას ექიმის განცხადება ხაბეიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

ინგოროყვას კლინიკის ექიმი კახა ჭელიძე ლევან ხაბეიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ აცხადებს: ,,ჩვენი მხრიდან მკაცრი რეკომენდაციაა სტაციონარში დარჩენის თაობაზე, თუმცა თვითონ სრულიად განსხვავებული მოსაზრება აქვს ამაზე, ფიქრობს ჯერჯერობით, გადაწყვეტილება ამ წუთისთვის მისი მხრიდან არ არის მიღებული, თუმცა ჩვენგან არის მკაცრი რეკომენდაცია ჰოსპიტალიზაციის. ვიზუალურად, მე მგონი, მთელმა საქართველომ ნახა, რა ტიპის დაზიანებაც აქვს, ამიტომ ამის აღწერას აზრი […]

“გაავრცელეთ, აქციის მონაწილეებმა იცოდნენ, რა არის მოსალოდნელი” – ნიკოლოზ სამხარაძე

გაავრცელეთ! 2-5 მაისს თბილისში იმართება აზიის განვითარების ბანკის (ADB) წლიური შეხვედრა. ეს ნიშნავს, რომ ამ ღონისძიებაზე ჩამოდიან ADB-ის წევრი ქვეყნების ლიდერები, ეკონომიკის/ვაჭრობის მინისტრები, ტრანსპორტის და რკინიგზის მინისტრები, ეროვნული ბანკების უფროსები და სხვ. ტერიტორიულად იმართება რედისონში, ბილტმორში, ქორთიარდში, პარაგრაფში და სხვ. დელეგაციების უმრავლესობა უნდა ჩამოფრინდეს თბილისში და დაბინავდეს 1-2 მაისს სასტუმროებში. ბევრ დელეგაციაზე საუბარი. უდიდესი ღონისძიებაა. […]

,,ჩვენ ვიყავით, ვართ და ვიქნებით ევროპა“ – მეუფე ზენონი აქციაზე მივიდა

მეუფე ზენონმა რუსთაველის გამზირზე განცხადება გააკეთა და თქვა: “ჩვენ ყველამ უნდა ვიცხოვროთ სამშობლოსთვის. ერთმანეთს უნდა გადავცეთ მშვიდობა, მითუმეტეს, ვნების შვიდეულში, როცა უფლის ჯვარცმის დღეა. ქრისტეს სახელით ლაპარაკობს ყველა და ჯვარცმის დღეებში ცემა-ტყეპა გვაქვს… თუ ჩვენ არ ვიქნებით, არც სამშობლო არ იქნება. თუ მომავალი თაობა არ იქნება, არც სამშობლო არ იქნება. მოწოდება არის ის რომ – […]

მომიტინგეებმა რუსთაველის გამზირზე ნაგვის ურნებით, სკამებით, მაგიდებითა და სხვა ნივთებით ბარიკადები აღმართეს

რუსთაველის გამზირზე, აქციის მონაწილეებს გზა აქვთ გადაკეტილი. გზის გადასაკეტად მომიტინგეები იყენებენ სკამებს, მაგიდებს, ნაგვის ურნებს და რკინის ჯებირებს. ბარიკადების ერთ მხარეს სპეცრაზმი და პოლიცია დგას, მეორე მხარეს კი, აქციის მონაწილეები. დემონსტრანტები სკანდირებენ: “არა რუსულ კანონს”, “არა რუსეთს, კი ევროპას”. რუსთაველის გამზირზე შეკრებილი ადამიანები “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს აპროტესტებენ. მომიტინგეთა დასაშლელად რამდენჯერმე გამოიყენეს წყლის ჭავლი, […]

გიორგი ვაშაძე – ლევან ხაბეიშვილმა მითხრა, რომ მის ცემას უყურებდა გოგა მემანიშვილი – მას თავდასხმისას ტელეფონით უღებდნენ და ბოდიშის მოხდას თხოვდნენ, რაც ლევანმა არ გააკეთა

ლევან ხაბეიშვილმა მითხრა, რომ გოგა მემანიშვილი, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, მის ცემას პირადად ესწრებოდა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ მას შემდეგ განაცხადა, რაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ლევან ხაბეიშვილი ინგოროყვას კლინიკაში მოინახულა. მისივე თქმით, ზუსტად არ იციან თუ ვინ მიიყვანა ლევან ხაბეიშვილი კლინიკაში ნაცემ მდგომარეობაში. როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, მიუხედავად მდგომარეობისა, […]

ლევან ხაბეიშვილის მოსანახულებლად ინგოროყვას კლინიკაში სახალხო დამცველი მივიდა

ლევან ხაბეიშვილი აქციის პირობებში დააკავეს – პოლიციის მხრიდან სპეციალური საჭიროების გამოყენება საჭირო არ იყო, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომელიც ხაბეიშვილის მოსანახულებლად ინგოროყვას კლინიკაში მივიდა. როგორც იოსელიანმა ლევან ხაბეიშვილის მონახულებამდე აღნიშნა, თავად აქციაზე იმიტომ არ იმყოფება, რომ მანდატს ასრულებს და მისი საქმე იზოლატორებისა და დაკავებული ადამიანების მონახულებაა. „ლევან ხაბეიშვილი აქციის პირობებში […]

ზუგდიდში აქციაზე დაკავებულთა უფლებადამცველები პოლიციის მხრიდან დარღვევებზე საუბრობენ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებული მოძრაობა “ახალის” წევრი მაია კალანდია სენაკის წინასწარი დაკავების იზოლატორში, პარტია “დროას” წარმომადგენელი მარიამ სიჭინავა კი ფოთის განყოფილებაში გადაიყვანეს. დაკავებულების მონახულების შემდეგ საიას იურისტმა კესო ჩახაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ორივე მათგანი დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რომელიც პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს. ადვოკატის თქმითვე, მაია კალანდიას ინფირმაციით, დაკავებისას პოლიციამ […]

ამერიკელი იურისტი ტედ ჯონასი დააკავეს დემონსტრაციაზე

საქართველოში მცხოვრები ამერიკელი იურისტი ტედ ჯონასი დააკავეს თბილისში, რუსული კანონის საწინააღმდეგო დემონსტრაციაზე. მან პოლიციის მანქანიდან გამოაქვეყნა პოსტი მისი დაკავების შესახებ, სადაც ასევე წერს რომ ძლიერად სცემეს. ამის შემდეგ თედ ჯონასი პოლიციის მანქანიდან უკავშირდებოდა ოჯახის წევრებს, თუმცა შემდეგ კავშირი გაწყდა და უცნობია რა განყოფილებაში გადაიყვანეს ამერიკის მოქალაქე. ფოტოზე თედ ჯონასი პოლიციის მანქანაში იმყოფება.

„ჯვარცმის დღეებში ცემა-ტყეპა გვაქვს“ — მთავარეპისკოპოსი ზენონი აქციაზე მივიდა

დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი ზენონი აქციაზე მივიდა. სასულიერო პირის თქმით, არ შეეძლო რუსთაველის გამზირზე არ მისულიყო და რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მოანწილეებისთვის არ ეთქვა, რომ ყველა ვალდებულია სამშობლოსთვის იცხოვროს წინაპრების არჩევანით: „მე არ შემიძლია არ მოვსულიყავი თქვენთან და არ მეთქვა, რომ ჩვენ ყველამ უნდა ვიცხოვროთ სამშობლოსთვის. ერთმანეთს უნდა გადავცეთ მშვიდობა, მით უმეტეს, ვნების შვიდეულში როცა […]

ო’ბრაიენი: მნიშვნელოვანი საუბარი მქონდა ქართველ დეპუტატებთან კრემლის ინსპირირებულ კანონზე

მქონდა მნიშვნელოვანი საუბარი ქართველ პარლამენტის წევრებთან ჩვენი ორმხრივი ურთიერთობის შესახებ, მათ შორის, ჩვენ ძლიერ შეშფოთებაზე კრემლის მიერ ინსპირირებული “უცხო გავლენის” კანონის შესახებ და მის უარყოფით გავლენაზე საქართველოს ევროპული მისწრაფებების მიმართ.