სპეცდანიშნულების რაზმმა და სხვა საპოლიციო დანაყოფებმა პარლამენტის ტერიტორია დატოვა

სპეცდანიშნულების რაზმმა და სხვა საპოლიციო დანაყოფებმა რუსთაველის გამზირი და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია დატოვა. ამ დროისთვის საკანონმდებლო ორგანოსთან მხოლოდ აქციის მონაწილეები რჩებიან, რომლებიც არაერთხელ დაშლის მიუხედავად, კვლავ პარლამენტთან დაბრუნდნენ. სპეცდანიშნულების რაზმის გაყვანის შემდგომ, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიყვანეს წყლის ჭავლის მანქანებიც. სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ე.წ. წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი არაერთხელ გამოიყენეს. […]
სახალხო დამცველი ხაბეიშვილზე – მოვინახულე ლევან ხაბეიშვილი და სოფო ჯაფარიძე – ყველა ინფორმაციაზე შესაბამისი დოკუმენტაცია შევქმენით და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გადავუგზავნით

ხაბეიშვილი მიუთითებს, რომ პოლიციელების მხრიდან იყო მასზე ფიზიკური ძალადობა. ამბობს, რომ ერთ-ერთი მაღალჩინოსანი მიუთითებდა, რომ ის ეცემათ, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა ინგოროყვას კლინიკაში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა. ლევან იოსელიანის თქმით, ლევან ხაბეიშვილისა და სოფო ჯაფარიძის მიერ მოწოდებულ ყველა ინფორმაციაზე შესაბამისი დოკუმენტაცია შეიქმნა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნება. „მოვინახულე […]
სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირიდან პარლამენტის გვერდით გადაინაცვლა

სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირიდან პარლამენტის გვერდითა შესასვლელთან, ჩიტაძის ქუჩაზე გადაინაცვლა. ჩიტაძის ქუჩაზე გადასვლამდე რამდენიმე წუთით ადრე სპეცრაზმი მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ცრემლსადენ გაზს იყენებდა. აქციის დარბევის არაერთი მცდელობის მიუხედავად, მოქალაქეები კვლავ რჩებიან რუსთაველის გამზირზე. ამ წუთებში, დემონსტრანტებმა პარლამენტის წინა ტერიტორიაზე გადმოინაცვლეს. სპეცრაზმმა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ დღეს რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი. პოლიციამ აქციაზე […]
იოსელიანი ხაბეიშვილზე: შევქმნით დოკუმენტაციას, გადავუგზავნით საგამოძიებო სამსახურს

სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა აქციაზე დაკავებული და პოლიციის მიერ სასტიკად ნაცემი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი კლინიკაში მოინახულა. იოსელიანის თქმით, ომბუდსმენის აპარატი შექმნის შესაბამის დოკუმენტაციას, გადაუგზავნის საგამოძიებო სამსახურს და მოახდენს მონიტორინგს, თუ როგორ წარიმართება გამოძიება. ასევე, იოსელიანმა ინგოროყვას კლინიკაში მოინახულა სოფო ჯაფარიძეც, რომელსაც, ომბუდსმენის თქმით, “არ აღენიშნება გარეგნულად პოლიციის მხრიდან ფიზიკური ზემოქმედების ადგილი”. “მოვინახულე ლევან […]
ANONYMOUS ქართულ ოცნებას: საქართველო არასდროს იქნება რუსეთი, გველოდეთ

მსოფლიოს უდიდესი ჰაკერული დაჯგუფება Anonymous საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და მხარდაჭერას უცხადებს რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე შეკრებილ ადამიანებს. “მივმართავთ საქართველოში აქციის მონაწილეებს, ჩვენ მოვისმინეთ თქვენი თხოვნა დახმარების თაობაზე. გადით ქუჩებში, თქვენ მარტო არ ხართ. Anonymous-ის წევრები თქვენ გვერდით ვდგავართ და დაგეხმარებით დემოკრატიის, თავისუფლებისა და კეთილდღეობისთვის ბრძოლაში. მივმართავთ საქართველოს პოლიციას: აქციის მონაწილეებზე თავდასხმას მოჰყვება თქვენი მთავრობის […]
რუსთაველზე სპეცრაზმმა განაახლა აქციის დაშლა

თბილისში, რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმმა განაახლა აქციის მონაწილეთა დაშლა. საპოლიციო ძალები უშვებენ ცრემლმდენ აირს და სცემენ აქციის მონაწილეებს დაკავების დროს. ეს ყველაფერი გადაიცემა არაერთი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში, ადგილზე მუშაობს რადიო თავისუფლების რამდენიმე ჯგუფიც. საპოლიციო ძალები სპეციალური აღჭურვილობით არიან რუსთაველის გამზირზე, მათ უკან კი წყლის ჭავლის გამტყორცნი ორი მანქანა დგას. მეორე მხარეს არიან აქციის მონაწილეები, რომლებმაც ქუჩა […]
სპეცრაზმმა აქციის დაშლა კვლავ დაიწყო – იყენებენ ცრემლსადენ გაზს

სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირზე, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე შეკრებილი მშვიდობიანი მოქალაქეების დაშლა განაახლა. დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენ გაზს იყენებენ. აქციის დარბევის არაერთი მცდელობის მიუხედავად, მოქალაქეები კვლავ რჩებიან რუსთაველის გამზირზე. პოლიციამ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ დღეს რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი. პოლიციამ აქციაზე არაერთი მშვიდობიანი მოქალაქე დააკავა. მათ შორის, საპროტესტო აქციაზე დააკავეს ენმ-ის თავმჯდომარე ლევან […]
ექიმი ხაბეიშვილზე: აქვს ცხვირის ძვლების მოტეხილობა, მხედველობა შენარჩუნებულია

ინგოროყვას კლინიკის ექიმი კახა ჭელიძე ენმ-ის თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს და ამბობს, რომ მას ცხვირის ძვლების მოტეხილობა აქვს. ექიმის თქმით, თვალის მთლიანობა არ არის დარღვეული, შესაბამისად, შენარჩუნებულია მხედველობა. “ოპერაციული ჩარევის გზით ძვლების მთლიანობის აღდგენაა დაგეგმილი, ჩვენი მხრიდან მკაცრი რეკომენდაციაა სტაციონარში დარჩენის თაობაზე, თუმცა თვითონ განსხვავებული მოსაზრება აქვს და ამაზე ფიქრობს, ჯერჯერობით, გადაწყვეტილება მისი […]
სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეთა დასაშლელად ისევ ე.წ. გაზის კაფსულები გაუშვეს

სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეთა დასაშლელად ე.წ. გაზის კაფსულები კიდევ ერთხელ ისროლეს. ცრემლსადენი გაზის გაშვება მას შემდეგ მოხდა, რაც აქციის მონაწილეებმა სპეცრაზმს წყლის ბოთლები და სხვადასხვა საგანი ისროლეს. პერიოდულად სამართალდამცავებმა და მომიტინგეებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებასაც აქვს ადგილი. ხდება აქციის მონაწილეების დაკავება, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯერჯერობით არ საუბრობს. ამასთან, […]
სოფო ჯაფარიძე – რობოკოპებმა შემათრიეს და ერთმა მათგანმა გამეტებით მირტყა – დაბეჟილობა და სისხლჩაქცევა მაქვს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ ინგოროყვას სახელობის კლინიკა გამოკვლევების შემდეგ დატოვა. როგორც “ინტერპრესნიუსს” კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ ჯაფარიძემ განუცხადა, მას დაბეჟილობები და სისხლჩაქცევები აქვს. მისივე თქმით, ფიზიკურად იმ დროს გაუსწორდნენ, როცა სპეცრაზმელებს ახალგაზრდა ბიჭის დაკავების საშუალებას არ აძლევდა. “რობოკოპები გამოცვივდნენ, პატარა ბიჭი, დაახლოებით, 17-18 წლის იქნებოდა, იჭერდნენ. მას გავყევი, ალბათ, ათი რობოკოპი […]