ექიმი ხაბეიშვილზე: მას აქვს ცხვირის ძვლების მოტეხილობა, თვალის მთლიანობა დარღვეული არაა

ეს არის ცხვირის ძვლების მოტეხილობა, თვალის მთლიანობა დარღვეული არ გახლავთ, თუმცა, აუცილებლად საჭიროებს ოფთალმოლოგის კონსულტაციას. ამ წუთში, პირველი რიგის ამოცანა ძვლების მთლიანობის აღდგენაა. ამბობს ინგოროყვას კლინიკის ექიმი კახა ჭელიძე ლევან ხაბეიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავჯდომარე და დეპუტატი, ლევან ხაბეიშვილი რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე სპეცრაზმმა გაიტაცა და სასტიკად სცემა.
მეუფე ზენონი: ჩვენ ვიყავით, ვართ და ვიქნებით ევროპა

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ცოტა ხნის წინ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი, მეუფე ზენონი მივიდა. მან ჟურნალისტებთან კომენტარიც გააკეთა და თქვა, რომ საქართველო იყო, არის და იქნება ევროპა. “მე მოვედი თქვენთან, როგორც საქართველოს მოქალაქე. მოვედი თქვენთან ჩემი სისხლის და ხორცის, საქართველოს ეროვნული გმირის, ზურაბ იარაჯულის სახელით, რომელიც აფხაზეთის ომის გმირია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, […]
ო’ბრაიენი: ვესაუბრე ქართველ დეპუტატებს – გამოვხატე მკაცრი შეშფოთება კანონზე

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი ჯეიმს ო’ბრაიენი აცხადებს, რომ ქართველ დეპუტატებთან მნიშვნელოვანი საუბარი გამართა. მისი თქმით, საუბრისას მკაცრი შეშფოთება გამოთქვა “კრემლის მიერ შთაგონებულ კანონთან და მის ნეგატიურ მოსალოდნელ შედეგებთან დაკავშირებით”. “მნიშვნელოვანი საუბარი მქონდა ქართველ დეპუტატებთან ჩვენი ქვეყნების ორმხრივ ურთიერთობაზე, მათ შორის, გამოვხატე ჩვენი მკაცრი შეშფოთება კრემლის მიერ შთაგონებული “საგარეო გავლენის” კანონთან და მის […]
ინგოროყვას კლინიკის დირექტორი – ლევან ხაბეიშვილს აღენიშნება ცხვირის ძვლების მოტეხილობა – თვალის მთლიანობა დარღვეული არ არის, თუმცა საჭიროებს ოფთალმოლოგის კონსულტაციას, პირველი რიგის ამოცანა ძვლების მთლიანობის აღდგენაა

პაციენტს აღენიშნება ცხვირის ძვლების მოტეხილობა. საბედნიეროდ, არაოპერაციული ჩარევის გზით ძვლების მთლიანობის აღდგენაა დაგეგმილი, რომელიც გაკეთდება,- ამის შესახებ ინგოროყვას სახელობის კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა პროფესორმა კახა ჭელიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განაცხადა. ექიმის თქმით, ლევან ხაბეიშვილის სახის არის გარდა სხვა დაზიანებები არ აღენიშნება, ხოლო რაც შეეხება თვალს, მისი მთლიანობა დარღვეული არ არის. „ჩვენი […]
ჯეიმს (ჯიმ) ო’ბრაიენი წერს, რომ ქართველ პარლამენტარებს „აგენტების კანონზე“ ესაუბრა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს (ჯიმ) ო’ბრაიენმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ „აგენტების კანონთან“ დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს ესაუბრა. „მნიშვნელოვანი საუბარი მქონდა ქართველ დეპუტატებთან ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების შესახებ, მათ შორის ვისაუბრეთ ჩვენს ძლიერ შეშფოთებაზე კრემლის მიერ შთაგონებული „გარე გავლენის“ კანონპროექტთან და მის უარყოფით გავლენასთან დაკავშირებით საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე”, – დაწერა ჯიმ […]
,,რა განსხვავებაა რაც ქნეს ნაციონალებმა 2007-ში და რასაც ახლა შვება “ქართული ოცნება” ? – ირაკლი მელაშვილი

ეროვნული მოძრაობის წევრი, ყოფილი პარლამენტარი ირაკლი მელაშვილი სოციალურ ქსელში 2007 წელს სააკაშვილის სპეცრაზმელების მიერ ნაცემი კობა დავითაშვილისა და დღეს ივანიშვილის სპეხრაზმელების მიერ ნაცემი ლევან ხაბეიშვილის ფოტოება აქვეყნებს და წერს: ,,პარლამენტის წევრი, კობა დავითაშვილი 2007 პარლამენტის წევრი, ლევან ხაბეიშვილი 2024 რა განსხვავებაა რაც ქნეს ნაციონალებმა 2007-ში და რასაც ახლა შვება “ქართული ოცნება” ?
,, დღეს უკეთესი ფეხსაცმელი ჩავიცვი, რომელიც არ სრიალებს… ვერა, ვერ მოგვიგებთ“ – წყლის ჭავლთან მოცეკვავე გოგო

სალომე კენჭიაშვილი, რომელიც გასული წლის მარტის აქციებიდანაა ცნობილი, როგორც წყლის ჭავლთან მოცეკვავე გოგო, ტვ პირველთან ამბობს: ,,დღეს უკეთესი ფეხსაცმელი ჩავიცვი, რომელიც არ სრიალებს, და ახტომაც არ მომიწია, ისე ვიდექი… ერთხელ გამიჭირდა, გაზი პირველად რომ ისროლეთ, მაგრამ მიეჩვია კანი, გადავყლაპე ბევრი გაზი, მეორედ რომ მომიწია, უკვე აღარ მოქმედებს ჩემზე. წიწაკის სპრეიზე, საერთოდ არ მახსოვს, რომ მაგის […]
კენჭიაშვილი: უკეთესი ფეხსაცმელი ჩავიცვი და ახტომაც არ დამჭირდა, ვერა, ვერ მოგვიგებთ

დღეს უკეთესი ფეხსაცმელი ჩავიცვი, რომელიც არ სრიალებს, და ახტომაც არ მომიწია, ისე ვიდექი… ერთხელ გამიჭირდა, გაზი პირველად რომ ისროლეთ, მაგრამ მიეჩვია კანი, გადავყლაპე ბევრი გაზი, მეორედ რომ მომიწია, უკვე აღარ მოქმედებს ჩემზე. წიწაკის სპრეიზე, საერთოდ არ მახსოვს, რომ მაგის გამო დამეწვას სახე, წყლის ჭავლი კი თვითონაც იცით, რომ არ მაქცევს. ვერა, ვერ მოგვიგებთ, ვერანაირად. რა […]
მეუფე ზენონი – ადამიანზე დიდი ფასეულობა ქვეყნიერებაზე არ არსებობს, არ შეიძლება ასეთი მიდგომები – განცხადება, რაც საპატრიარქომ გააკეთა, არ არის ის, რაც უნდა გაეკეთებინათ

ადამიანზე დიდი ფასეულობა ქვეყნიერებაზე არ არსებობს, არ შეიძლება ასეთი მიდგომები, – ამის შესახებ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსმა ზენონმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა. ამასთან, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციაზე მისულმა ეპისკოპოსმა აღნიშნა, რომ 27 აპრილს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებას არ ეთანხმება. „ის განცხადება, რაც საპატრიარქომ გააკეთა, ჩემთვის ეს ის განცხადება არ არის, რაც […]
“მნიშვნელოვანი საუბარი მქონდა ქართველ დეპუტატებთან…” – აშშ-ის სახდეპის სანქციების კოორდინატორი

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორი ჯიმ ო’ბრაიენი X-ზე წერს. ,,მნიშვნელოვანი საუბარი მქონდა ქართველ დეპუტატებთან ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების შესახებ, მათ შორის, დავაფიქსირე ჩვენი ძლიერი შეშფოთება კრემლის მიერ შთაგონებულ „უცხოური გავლენის“ კანონპროექტსა და მის უარყოფით გავლენაზე საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე”