„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ ლევან ხაბეიშვილს ცხვირის ოპერაცია ჩაუტარდა, ის კლინიკაში რჩება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის ოპერაცია დასრულდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ნაციონალურ მოძრაობაში“ განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, ხაბეიშვილს ოპერაცია ცხვირზე ჩაუტარდა. ის კლინიკაში რჩება. ცნობისთვის, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ ის აქციაზე სცემეს. მისივე თქმით, ფიზიკურად ათობით სპეცრაზმელი გაუსწორდა. ლევან ხაბეიშვილს დაზიანებები სახის არეში აქვს მიყენებული. ინგოროყვას კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა პროფესორმა კახა ჭელიძემ […]

Anonymous – საქართველოში აქციის მონაწილეებზე თავდასხმა გამოიწვევს ინფორმაციის გავრცელებას ხელისუფლების ყველა ოფიციალური პირის შესახებ

ჰაკერთა ჯგუფი Anonymous-ი აცხადებს, რომ საქართველოში აქციის მონაწილეებზე თავდასხმა გამოიწვევს ინფორმაციის გავრცელებას ხელისუფლების ყველა ოფიციალური პირის შესახებ. „საქართველოში აქციის მონაწილეებს: მოვისმინეთ თქვენი თხოვნა დახმარებასთან დაკავშირებით. გადით ქუჩებში, თქვენ მარტო არ ხართ. Anonymous-ის წევრები დგანან თქვენთან ერთად და დაგეხმარებიან დემოკრატიის, თავისუფლებისა და კეთილდღეობისთვის ბრძოლაში. საქართველოს პოლიციას: აქციის მონაწილეებზე თავდასხმა გამოიწვევს ინფორმაციის გავრცელებას თქვენი ხელისუფლების ყველა ოფიციალური […]

სპეცრაზმი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას ტოვებს

სპეცრაზმი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას ტოვებს. “რუსებო”, “მონებო” – სპეცრაზმელებს ადგილის დატოვება აქტივისტების მხრიდან ამ შეძახილების ფონზე უწევთ. აქციის დარბევის არაერთი მცდელობის მიუხედავად, მოქალაქეები დარჩნენ რუსთაველის გამზირზე.

სახალხო დამცველი – მოვინახულე ლევან ხაბეიშვილი და სოფო ჯაფარიძე – ყველა ინფორმაციაზე შესაბამისი დოკუმენტაცია შევქმენით და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გადავუგზავნით

ხაბეიშვილი მიუთითებს, რომ პოლიციელების მხრიდან იყო მასზე ფიზიკური ძალადობა. ამბობს, რომ ერთ-ერთი მაღალჩინოსანი მიუთითებდა, რომ ის ეცემათ, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა ინგოროყვას კლინიკაში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა. ლევან იოსელიანის თქმით, ლევან ხაბეიშვილისა და სოფო ჯაფარიძის მიერ მოწოდებულ ყველა ინფორმაციაზე შესაბამისი დოკუმენტაცია შეიქმნა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნება. „მოვინახულე […]

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია პოლიციამაც დატოვა

პოლიციელებმა, რომლებიც 9 აპრილის ქუჩაზე იყვნენ განლაგებული, ტერიტორია დატოვეს. პოლიციელთა გაყვანას აქციის მონაწილეთა მხრიდან შეძახილები მოყვა: „რუსებო, მონებო“. პოლიციის გასვლამდე კი რამდენი წუთით ადრე პარლამენტის ტერიტორიიდან გაიყვანეს წყლის ჭავლის ავტომანქანები. მანამდე კი ტერიტორია დატოვეს სპეცრაზმის წარმომადგენლებმა. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიასთან აქციის მონაწილეები კვლავ რჩებიან. ისინი სკანდირებენ „არა რუსულ კანონს“.

ლევან იოსელიანი – აქციაზე დაკავებულთა რაოდენობაზე ზუსტ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ვფლობთ – როგორც ვიცით, ერთი ადამიანია ავჭალაში და 3 დიღომში

როდესაც პოლიციამ დაიწყო ძალის გამოყენება, მაშინ ამის აუცილებლობა არ არსებობდა. შესაბამისად, ეს პროპორცია არ იქნა დაცული – როდესაც არაპროპორციული ძალის გამოყენება ხდება, რა თქმა უნდა, ეს იმას ნიშნავს, რომ უწყება კანონის ფარგლებს სცდება. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ შსს-ს, მხოლოდ იმ შემიხვევა გამოიყენოს ძალა თუ ამის აუცილებლობა არის , – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა […]

აქციის მონაწილეთა გარკვეული ნაწილი კვლავ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან დაბრუნდა

სპეცრაზმის მიერ არაერთხელ დაშლის მიუხედავად, აქციის მონაწილეთა გარკვეული ნაწილი კვლავ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან დაბრუნდა. ამ წუთებში ისინი საპროტესტო აქციას განაგრძობენ. კეთდება განცხადებები. დემონსტრანტები კვლავ სკანდირებენ: “მონებო”, “რატომ გვესვრით?”, “წადით”. “ამდენი ხალხის შეშინება გინდოდათ? რომელ ბიბლიაში წერია, რომ მშვიდობიანი აქტივისტები უნდა დაარბიოთ? თქვენ ხართ რუსები! არა რუსულ კანონს” – აცხადებენ აქციაზე. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდებს პარლამენტის […]

Anonymous ქართულ ოცნებას: საქართველო არაა და არასდროს იქნება რუსეთი, გველოდეთ

უდიდესი ჰაკერული დაჯგუფება Anonymous საქართველოში მიმდინარე მოვლენებს X-ზე პოსტით ეხმაურება და მხარდაჭერას უცხადებს კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს. “მივმართავთ საქართველოში აქციის მონაწილეებს, ჩვენ მოვისმინეთ თქვენი თხოვნა დახმარების თაობაზე. გადით ქუჩებში, თქვენ მარტო არ ხართ. Anonymous-ის წევრები თქვენ გვერდით ვდგავართ და დაგეხმარებით დემოკრატიის, თავისუფლებისა და კეთილდღეობისთვის ბრძოლაში. მივმართავთ საქართველოს პოლიციას: აქციის მონაწილეებზე თავდასხმას მოჰყვება თქვენი მთავრობის […]

სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირი დატოვა

სპეციალური დანიშნულების რაზმმა რუსთაველის გამზირი დატოვა. მათ დაშლა გამთენიის 4 საათის შემდეგ დაიწყეს, ჯერ უკუსვლით დაიხიეს, შემდეგ კი ჩიტაძის ქუჩისა და თავისუფლების მოედანის გავლით დატოვეს ტერიტორია. დაშლამდე რამდენიმე წუთით ადრე, მათ „აგენტების კანონის„ მოწინააღმდეგეების აქცია ცრემლსადენი გაზით დაარბიეს. ფიზიკურად გაუსწორდნენ აქციის მონაწილეებს. არიან დაკავებულებიც, შსს-ს მათი ზუსტი რიცხვის შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია. პარლამენტის ასასვლელს […]

სახალხო დამცველმა კლინიკაში ლევან ხაბეიშვილი და სოფო ჯაფარიძე მოინახულა

საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და ამავე პარტიის წევრი, სოფო ჯაფარიძე ინგოროყვას სახელობის კლინიკაში მოინახულა. ორივე მათგანი ამბობს, რომ თბილისში აქციის დაშლის დროს სპეცრაზმის წევრები ფიზიკურად გაუსწორდნენ. სახალხო დამცველი აცხადებს, რომ პოლიტიკოსების შესახებ ინფორმაცია გადაუგზავნა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. ამ უწყების კომპეტენციაა დაიწყოს გამოძიება პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტებაზე. ინგოროყვას სახელობის […]