რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია ამ დროისთვის დასრულებულია

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დასრულდა. მოქალაქეების დიდმა ნაწილმა, რომლებიც უკვე მე-13 დღეა პარლამენტის წინ აქციას მართავენ, რუსთაველის გამზირი დატოვეს, ტერიტორიაზე მხოლოდ მომიტინგეთა მცირე ჯგუფი რჩება. გამზირზე ამ დროისთვის “თბილსერვისის” ჯგუფის დასუფთავების სამსახური მუშაობს, რის შემდეგ კი სატრანსპორტო მოძრაობაც აღდგება. აქციის მონაწილეები “ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების […]
ჩვენი სურვილია, მარტის თამაში “დინამო არენაზე” გაიმართოს – ლევან კობიაშვილი

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა დაადასტურა, რომ ფედერაციას სომხეთთან ერთა ლიგის პლეი ოფის მატჩის გამართვა „დინამო არენაზე“ სურს, თუმცა ყველაფერი მათზეა არაა დამოკიდებული. „დიახ, შემიძლია დავადასტურო, რომ სომხეთთან ერთა ლიგის პლეი ოფის მატჩის გამართვა „დინამო არენაზე“ გვსურს და ამის შესახებ უეფა-ს ვაცნობეთ, მაგრამ ეს ჯერ მხოლოდ ჩვენი სურვილია. ყველას მოეხსენება, „დინამო არენაზე“ თამაშების გამართვას […]
დღეს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

თელასის ცნობით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 11 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება დიდუბის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I, III, IV, V, VI კვარტლების, მიქელაძის, პაიჭაძის და ბელიაშვილის ქუჩების მოსახლეობას. გლდანის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“, I, II მიკრორაიონების, ფორე მოსულიშვილის, […]
ეს რა იყო! – ბითაძემ ანტეტოკუნმპოს გადაატენა [VIDEO]

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ეგიდით გამართულ NBA-ის თასის მეოთხედფინალში “ორლანდო” “მილოუკისთან” 109:114 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა. “მეჯიქის” რიგებში გოგა ბითაძე ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში ვიხილეთ, ქართველმა ცენტრმა მოედანზე თითქმის 38 წუთი გაატარა, რა დროშიც 12 ქულა, 14 მოხსნა, 4 პასი და 1 დაფარება მიითვალა. გოგამ მატჩის ერთ-ერთ ეპიზოდში ეფექტური მომენტი შემოგვთავაზა და ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ორგზის საუკეთესო […]
პოპშოი: ვიმედოვნებთ, რომ მოქალაქეების ხმას შეისმენენ

მოლდოვის პირველი დიპლომატი ამბობს, რომ სურს ნახოს, რომ საქართველო მათ გვერდით იქნება ევროკავშირის, თავისუფალი სამყაროს წევრად, და რომ ძალადობა არასდროსაა გამართლებული პასუხი. მიჰაილ პოპშოის მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებისა და რეფერენდუმის შემდეგ, ვაშინგტონში ვიზიტისას ვესაუბრეთ.
უკრაინის ომბუდსმენი – რუსებმა წელს 109 უკრაინელი ტყვე დახვრიტეს

რუსმა ოკუპანტებმა, 2024 წლის დასაწყისიდან, სიკვდილით დასაჯეს სულ მცირე 109 უკრაინელი სამხედრო ტყვე, – ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარმა დიმიტრი ლუბინეცმა განაცხადა. „მხოლოდ 2024 წელს შესაძლებელი გახდა ოფიციალურად დადასტურება, რომ რუსებმა 109 უკრაინელი სამხედრო ტყვე დახვრიტეს“, – განაცხადა უკრაინის ომბუდსმენმა. ამასთან, მისი თქმით, რუსეთის ფედერაციის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის წინა წლებში დაფიქსირდა ოკუპანტების […]
HRW ევროკავშირს მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ მკაცრ ზომებს მიმართოს

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch-ი ევროკავშირს საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღებისკენ მოუწოდებს. ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოში სადავო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური და კონსტიტუციური კრიზისის ფონზე, საპროტესტო აქციებზე მთავრობის სასტიკი რეაქცია ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის კიდევ უფრო გართულების საფრთხეს ქმნის. Human Rights Watch-ის განცხადებით, ევროკავშირმა დაგმო საქართველოს ხელისუფლების რეპრესიული ქმედებები, მაგრამ გადამწყვეტი ნაბიჯების დრო […]
რუსეთის მსხვილი სამრეწველო ქალაქებიდან აფეთქებების შესახებ იუწყებიან

დღეს, 11 დეკემბერს გამთენიისას აფეთქებები იყო რუსეთის როსტოვის ოლქის ქალაქ ტაგანროგში. პირველი ცნობები სოციალური ქსელების ადგილობრივმა მომხმარებლებმა გაავრცელეს. დილის შვიდის ნახევრისთვის როსტოვის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელ იური სლუსარის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ ტაგანროგზე იყო სარაკეტო შეტევა, რომლის შედეგად, წინასწარი მონაცემებით, არავინ დაშავებულა. სლუსარის თანახმად დაზიანებულია საწარმო. კონკრეტულად რომელი, გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელს არ უთქვამს. აზოვის ზღვის […]
გუბერნატორი – რუსეთის ქალაქ ტაგანროგზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა

რუსეთის ქალაქ ტაგანროგზე ღამით სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა, დაზიანდა სამრეწველო საწარმო, დაიწვა 14 მანქანა ადგილზე, – ინფორმაციას რუსული მედია როსტოვის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელზე, იური სლიუსარზე დაყრდნობით ავრცელებს. „წუხელ ტაგანროგზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. დაზიანდა სამრეწველო საწარმო, დაიწვა 14 მანქანა, წინასწარი მონაცემებით, არავინ დაშავებულა“, – აღნიშნა გუბერნატორმა. მისი ინფორმაციით, თავდასხმისგან გამოწვეული ზარალის ოდენობა ზუსტდება.
რეორგანიზაციის პროცესი მარტივდება – კიდევ რა იცვლება „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში?

„ამ ცვლილებებით პარტიას მათთვის არასასურველი ასობით ადამიანის უსამსახუროდ დატოვება შეუძლია, თანაც ყოველგვარი სოციალური გარანტიების გარეშე”, – ამბობს იურისტი ნიკა სიმონიშვილი. რა იცვლება საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში? კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში გაჩნდება რამდენიმე ახალი ჩანაწერი, განსხვავებულად დაიწერება უკვე არსებული, ამოიღებენ რამდენიმე სიტყვასა და ფრაზას ან პირიქით ჩაამატებენ. მთავარი კი სიტყვა „რეორგანიზაცია” […]