“ძლიერი თოვა, ქარბუქი, შტორმი” – ამინდი მკვეთრად იცვლება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 12-14 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, მთაში და მაღალ მთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი. 14 დეკემბერს დაბლობსა და ბარშიც ნალექი მოსალოდნელია უმეტესად თოვლის სახით. „მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში […]
ხვიჩა კვარაცხელია ტრავმირებულია – ნაპოლი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს

„ნაპოლის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია ტრავმირებულია და შესაძლოა, მიმდინარე წელს ვეღარ ითამაშოს. იტალიური კლუბის ვებგვერდი იტყობინება, რომ ქართველმა ფეხბურთელმა „ლაციოსთან“ მატჩში მუხლის დაზიანება მიიღო, რის გამოც სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა, რომელმაც ტრავმა დაადასტურა. ხვიჩამ უკვე დაიწყო სარეაბილიტაციო პროცესის გავლა. ჯერჯერობით, უცნობია ზუსტად რა პერიოდით მოუწევს 23 წლის ქართველ შემტევს უქმობა. იტალიური მედია წერს, რომ კვარაცხელიასთვის დიდი ალბათობით, […]
14 დეკემბერს საარჩევნო კოლეგია ახალ პრეზიდენტს აირჩევს

14 დეკემბერს საარჩევნო კოლეგია ახალ პრეზიდენტს აირჩევს. კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილია. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ პრეზიდენტის არჩევის შემდეგ დასრულდება კონსტიტუციური ორგანოების ფორმირება და ქვეყანა განვითარებას გააგრძელებს. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის გეგმებს მისი ურჩობა ქართულ ოცნებაში არ უკვირთ. საქართველოს ისტორიაში პირველად, საქართველოს მეექვსე პრეზიდენტს საარჩევნო კოლეგია აირჩევს. კოლეგიის წევრები არიან პარლამენტის 150 დეპუტატი, აფხაზეთის ავტონომიური მთავრობის 20, […]
ჩეხეთის პრეზიდენტი – აღფრთოვანებული ვარ ქართველი ხალხის გამბედაობით, რომელიც უარს ამბობს ქვეყნის ევროპული ოცნების დათმობაზე – მათ ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვთ

ქართველი ხალხის გამბედაობით აღფრთოვანებული ვარ, – ამის შესახებ ჩეხეთის პრეზიდენტი, პეტრ პაველი სოციალურ ქსელში წერს. „ახლახან საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ვესაუბრე. თბილისსა და სხვა ქალაქებში დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ ძალადობა მიუღებელია. აღფრთოვანებული ვარ ქართველი ხალხის გამბედაობით, რომელიც უარს ამბობს თავისი ქვეყნის ევროპული ოცნების დათმობაზე. მათ ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვთ”, – წერს პეტრ […]
„ჯივიპი“ გახოკიძის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში ბოლო ეტაპის სამუშაოებს ატარებს

ხვალ, 12 დეკემბერს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ გახოკიძის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს, რის გამოც, გარკვეულ უბნებში, წყალმომარაგება 24 საათით შეიზღუდება. კომპანიის ცნობით, მიმდინარე ეტაპზე ახლად მოწყობილი წყალმომარაგების ქსელის ერთ კილომეტრამდე მონაკვეთი ცენტრალურ მაგისტრალურ მილსადენზე დაერთდება. „სამუშაოები პარალელურად 3 სხვადასხვა ლოკაციაზე ჩატარდება. კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს 24-საათიან ინტენსიურ რეჟიმში […]
ჯინ შაჰინი – სენატორ რუბიოსთან საქართველოს მიმართ აშშ-ის ამჟამინდელი პოლიტიკის შენარჩუნების მნიშვნელობა განვიხილე

სენატორ რუბიოსთან საქართველოს მიმართ აშშ-ის ამჟამინდელი პოლიტიკის შენარჩუნების მნიშვნელობა განვიხილე, – ამის შესახებ განცხადებას ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის საკითხებში აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ჯინ შაჰინი (დემოკრატიული პარტია) ავრცელებს. „სენატორ რუბიოსთან დღევანდელმა შეხვედრამ მნიშვნელოვანი შესაძლებლობა მოგვცა განგვეხილა ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარი მრავალი გლობალური გამოწვევა, მათ შორის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისა და რუსეთის მხრიდან […]
ფაბრიკას რეზიდენტები საშობაო ბაზრობას აუქმებენ – განცხადება

ფაბრიკას რეზიდენტები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს სოციალური ქსელით ეხმაურებიან და აღნიშნავენ, რომ შექმნილი მდგომარეობის გამო წლის მთავარ ღონისძიებას, საშობაო ბაზრობას, აუქმებენ. „ჩვენ, ფაბრიკას რეზიდენტებს, გვჯერა, რომ საქართველოს მომავალი მხოლოდ ევროპული გზით შეიძლება გაგრძელდეს და ამ გზაზე ყველა დაბრკოლება ერთად უნდა გადავლახოთ. ამიტომ, ყოველდღიურად ვდგავართ იმ ადამიანებთან ერთად, ვინც ამ რწმენას იზიარებს და არ ეგუება უსამართლობას. ვთანხმდებით, […]
Bloomberg-ის სისტემაში ეროვნული ვალუტის სავაჭრო კურსი 2.8025-ით გაიხსნა

· 1 აშშ დოლარი – 2.7944 ლარი. კურსის ცვლილება -0.06 თეთრი. · 1 ევრო – 2.9425 ლარი. კურსის ცვლილება +1.39 თეთრი; · 1 გირვანქა სტერლინგი – 3.5651 ლარი. კურსის ცვლილება +0.43 თეთრი; · 1 თურქული ლირა – 0.0802 ლარი. ცვლილება 0.00 თეთრი.
მთავრობამ დასავლეთ საქართველოში 41 გაზსადენი Socar-ს განვადებით მიჰყიდა

საქართველოს მთავრობამ ხელი მოაწერა აზერბაიჯანული კომპანია Socar Gas-ისთვის დასავლეთ საქართველოს რეგიონებში რამდენიმე ათეული გაზსადენის პირდაპირი წესით მიყიდვის გადაწყვეტილებას. შესაბამის განკარგულებას ირაკლი კობახიძემ ხელი 2 დეკემბერს მოაწერა, სადაც საუბარია 19,8 მლნ ლარად ($7 მლნ.) იმერეთში, გურიასა და სამეგრელო-ზემო სვანეთში ჯამში 41 გაზსადენის პრივატიზებაზე. პროცესი გათვლილია 17 წელზე, ხოლო სახელმწიფოსთვის თანხის გადახდა 2032 წლიდან დაიწყება. შეთანხმებული განრიგის […]
რომელია ევროკავშირის ყველაზე დატვირთული აეროპორტი?

ევროპელები უფრო მეტად დაფრინავენ ევროკავშირის გარეთ, ვიდრე კონტინენტის შიგნით. „ევრონიუსი“ წერს, რომ Eurostat-ის უახლესი საჰაერო მოგზაურობის ანგარიშის თანახმად, მგზავრების 49%-მა აირჩია შორ მანძილზე ფრენა 2023 წელს, მაშინ როდესაც ბლოკში ეს მაჩვენებელი 36%-ს შეადგენს და ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ 15%-ს. პარიზის შარლ დე გოლი არის ევროკავშირის ყველაზე დატვირთული აეროპორტი, გასულ წელს აეროპორტი 67 მილიონ მგზავრს მოემსახურა. მაგრამ […]