უკრაინის ომბუდსმენი – რუსებმა წელს 109 უკრაინელი ტყვე დახვრიტეს

რუსმა ოკუპანტებმა, 2024 წლის დასაწყისიდან, სიკვდილით დასაჯეს სულ მცირე 109 უკრაინელი სამხედრო ტყვე, – ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარმა დიმიტრი ლუბინეცმა განაცხადა.
„მხოლოდ 2024 წელს შესაძლებელი გახდა ოფიციალურად დადასტურება, რომ რუსებმა 109 უკრაინელი სამხედრო ტყვე დახვრიტეს“, – განაცხადა უკრაინის ომბუდსმენმა.
ამასთან, მისი თქმით, რუსეთის ფედერაციის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის წინა წლებში დაფიქსირდა ოკუპანტების მიერ უკრაინელი დამცველების სიკვდილით დასჯის 177 შემთხვევა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი რუხაძე – მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ში რომ გაქანდა, რა უნდა, რას მიდის, ვერ გავიგე? ამ „დიფ სთეითში“ რას მიძვრება? – ხვალ საუდის არაბეთში დაუძახებენ და წავა, რაღაცას დაესწრება, ამას არანაირი ლოგიკა არ ახლავს, უბრალოდ თავის გადარჩენის მცდელობაა