ყველაფერი გადაწყდა – “ბაიერნს” რაგნიკი ჩაიბარებს

ავტორიტეტული იტალიელი სპორტული ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, “ბაიერნსა” და რალფ რაგნიკს შორის შეთანხმება შედგა. ახლა მხოლოდ მცირედი დეტალებიღა დარჩა გასავლელი, რის შემდეგაც 65 წლის სპეციალისტი ოფიციალურად გამოცხადდება მიუნხენელთა ახალ თავკაცად. მოგეხსენებათ, რაგნიკი ამჟამად ავსტრიის ნაკრებს წვრთნის, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე უნდა იასპარეზოს და გამოცდილი მწვრთნელიც “ალიანს არენაზე” სამუშაოდ სწორედ ამ დიდი ფორუმის შემდეგ გადაინაცვლებს.
“აგენტების კანონის” გასაპროტესტებლად მოქალაქეები რეგიონებიდან თბილისში ჩამოდიან

თბილისში, “აგენტების კანონის” საწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობის მისაღებად მოქალაქეები თვითორგანიზებით მოდიან ბათუმიდან, ქუთაისიდან, წალენჯიხიდან და ზუგდიდიდან. პარალელურად ის ადამიანები, ვინც თბილისში ჩამოსვლას ვერ ახერხებს, აპირებს მშობლიურ ქალაქებში გამართონ აქციები სადავო კანონპროექტის წინააღდმდეგ. “რუსულ კანონად” წოდებული კანონპროექტის წინააღმდეგ თითქმის ორი კვირაა მიმდინარეობს უწყვეტი ხალხმრავალი პროტესტი. ბათუმში თბილისში წამოსვლის მსურველები ევროპის მოედანზე შეიკრიბნენ – როგორც იქ მყოფებმა უთხრეს […]
„რუსეთი ყველა ხერხს იყენებს, რომ საქართველოს ევროპისკენ სვლა შეჩერდეს“ – ზურაბიშვილი კოპმანთან შეხვედრაზე

საქართველოში იმყოფება გერტ იან კოპმანი, ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებების საკითხებში გენერალურ დირექტორი. ის ორბელიანების სასახლეში შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ზურაბიშვილმა კოპმანთან ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა განიხილა და აღნიშნა, რომ ვიზიტი საქართველოს ევროინტეგრაციისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან დროს შედგა. ზურაბიშვილის თქმით, გასულ წელს ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მოპოვებამ უდიდესი იმედი და სტიმული […]
რუსული კანონის განხილვიდან თინა ბოკუჩავაც გააძევეს

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, პლენარულ სხდომაზე, რუსული კანონის მე-2 მოსმენით განხილვისას “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი, თინა ბოკუჩავა დარბაზიდან გააძევა. პარტია “საქართველოსთვის” წევრის, მიხეილ დაუშვილის სიტყვით გამოსვლისას თინა ბოკუჩავამ დარბაზში ხმამაღლა საუბარ დაიყო, თუმცა პარლამენტის ვებ-გვერდზე გადმოცემულ პირდაპირ ეთერში არ ჩანს ვის მიმართავს ბოკუჩავა, ასევე, არ ისმის, რას ამბობს. თუმცა, სხდომის წამყვანმა, შალვა პაპუაშვილმა მას უთხრა, რომ […]
კალაძე: არჩევნები მოდის, მოიგეთ და შეცვალეთ კანონი, რა პრობლემაა

არ არის სწორი მოწოდებები და ერთმანეთისთვის შეურაცხყოფის მიყენება. შეიძლება რაღაცაში არ ვეთანხმებოდეთ ერთმანეთს, არ მოგწონდეს ეს ხელისუფლება, მაგრამ არჩევნები მოდის, მოიგეთ და შეცვალეთ ეს კანონი, რა პრობლემაა. კარგად იცით, რომ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა მხარს ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს უჭერს. ისიც იცით, რომ არჩევნებში გამარჯვების შესაძლებლობა არის ნულს ქვემოთ. ამიტომაა მცდელობა, რომ დაპირისპირება, შუღლი შემოიტანონ […]
„კატეგორიულად ვგმობ ძალადობას საქართველოში მომიტინგეების მიმართ“ – ბორელი

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი ჯოზეფ ბორელი აცხადებს: „კატეგორიულად ვგმობ ძალადობას საქართველოში მომიტინგეების მიმართ, რომლებიც მშვიდობიან დემონსტრაციას ახორციელებდნენ “უცხო გავლენის აგენტების” კანონის წინააღმდეგ. საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა, მოვუწოდებ მის ხელისუფლებას, უზრუნველყოს მშვიდობიანი შეკრების უფლება. მის დასათრგუნად ძალის გამოყენება მიუღებელია”.
„ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის ჩამორთმევა; დაფინანსების შეწყვეტა ქართული პროექტებისთვის; სანქციები…“ – ვიოლა ფონ კრამონი

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი თბილისში, რუსული კანონის წინააღმდეგ აქციის დარბევის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებას ეხმაურება: „ჩვენ გვჭირდება კონკრეტული შედეგები! · ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის ჩამორთმევა; · დაფინანსების შეწყვეტა ქართული პროექტებისთვის; · სანქციები ბიძინა ივანიშვილის; · მგზავრობის აკრძალვა იმ დეპუტატებისთვის, რომლებიც ხმას აძლევენ რუსულ კანონს”.
„სამწუხაროდ არსებობს კადრები, როდესაც ლევან ხაბეიშვილი გარბის, შევარდა პოლიციის კორდონში და იქ რა მოხდა?“ – კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე ლევან ხაბეიშვილის ცემის შესახებ აცხადებს: „სამწუხაროდ არსებობს კადრები, როდესაც ლევან ხაბეიშვილი გარბის, შევარდა პოლიციის კორდონში და იქ რა მოხდა? – ალბათ, რომელიმეს [სპეცრაზმელს] ფიზიკურადაც გაუსწორდა. რა თქმა უნდა, ეს სწორი არ იყო და არავის არ აქვს უფლება, რომ პოლიციის კორდონში შევარდეს ისევე, როგორც არავის არ აქვს უფლება, რომ [ხალხს] მოუწოდოს პარლამენტის […]
აშშ-ს ყოფილი ელჩი უილიამ კორტნი – საქართველოს დასავლელმა პარტნიორებმა შესაძლოა კონკრეტულ პასუხებზე ფიქრი დაიწყონ – ერთ-ერთი შეიძლება ვიზებზე სამუდამოდ უარის თქმა იყოს

საქართველოს დასავლელმა პარტნიორებმა შესაძლოა კონკრეტულ პასუხებზე ფიქრი დაიწყონ, – ასე ეხმაურება საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი, უილიამ კორტნი სპეცრაზმის მიერ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას. „საქართველოს დასავლელმა პარტნიორებმა შესაძლოა კონკრეტულ პასუხებზე ფიქრი დაიწყონ. ერთ-ერთი მათგანი შეიძლება პარლამენტის ნებისმიერი წევრისთვის, რომელიც „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონს მხარს დაუჭერს, ვიზებზე სამუდამოდ უარის თქმა იყოს“, – წერს უილიამ კორტნი X-ზე.
კახა კალაძე – არასრულწლოვანება არ ამართლებს ძალადობას – არასრულწლოვანი რომ ხარ, უფრო მეტი მოგეთხოვება, ზრდილობა უნდა გქონდეს, შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენო პოლიციელს – გააპროტესტე მშვიდობიანად, ვინ გიშლის

არასრულწლოვანება არ ამართლებს ამას [ძალადობას] – არასრულწლოვანი რომ ხარ, უფრო მეტი მოგეთხოვება, ზრდილობა უნდა გქონდეს, შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენო პოლიციელს. გააპროტესტე მშვიდობიანად, ვინ გიშლის, რა პრობლემაა,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ყველა ადამიანმა საკუთარი პროტესტი მშვიდობიანი ფორმით უნდა გამოხატოს და როგორც კი ვინმე კანონს გასცდება, რეაგირება […]