„მზად ვარ შევაკვდე, რომ არ გავხდეთ რუსეთის გუბერნია“ – „არცერთ მთავრობაზე არასდროს ვცდილობ მორგებას“

“პოზიცია მაქვს ძალიან მარტივი, რა თქმა უნდა, ერთმნიშვნელოვნად ევროპა! რა თქმა უნდა, არა – რუსეთს“, – ამის შესახებ მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის თავმჯდომარემ ზურა უჩუმბეგაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

საუბარია, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე, რომლის განხილვები ხმაურის, საზოგადოების პროტესტისა და ევროპარლამენტარებს კრიტიკის ფონზე მიმდინარეობს. თუმცა, ქართველი ბიზნესმენების ნაწილმა, აღნიშნულ საკითხში მთავრობას მხარდაჭერა გამოუცხადა.

მათგან განსხვავებით, ზურა უჩუმბეგაშვილის პოზიცია ძალიან მკაფიოა, ის ამბობს, რომ ყველანაირი ქვეტექსტების გარეშე, ერთმნიშვნელოვნად ევროპის მომხრეა.

“პოზიცია მაქვს ძალიან მარტივი, რა თქმა უნდა, ერთმნიშვნელოვნად ევროპა! რა თქმა უნდა, არა – რუსეთს! ხელიც მოწერილი მაქვს და მზად ვარ შევაკვდე, რომ არ გავხდეთ რუსეთის გუბერნია. ასე ფიქრობს მთელი ჩემი ოჯახი და გარემოცვა. ძალიან მყარად და მოკლედ ვამბობ სათქმელს, ყოველგვარი ქვეტექსტების გარეშე. არცერთ მთავრობაზე არასდროს ვცდილობ მორგებას. კარგია?! – ტაშს ვუკრავ, არ ვარგა? – ვამბობ, რომ არ მომწონს. დღევანდელი ეს კურსი სადაც წაგვიყვანს, მოდი, სამ წერტილს დავსვამ…“,- ამბობს ზურა უჩუმბეგაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: აშშ-მა განაახლა პარტნიორობა, სხვა დონეზე აიყვანა მეზობელ ქვეყნებთან, ეს არის აზერბაიჯანo, სომხეთი, არავითარი წინაპირობები არ ყოფილა, არც პატიმრების გათავისუფლება, არც ოპოზიციასთან დაკავშირებით – თუ დავინახავთ ორმაგ სტანდარტს, სამწუხარო იქნება

ლევან სანიკიძე – „ქართული ოცნების“ ზოგიერთი წარმომადგენლის მთავარი პრეტენზიაა პოლიციასთან: თავს ნუ მოგვჭრით, ჩუმად ურტყით ხალხს, სალაპარაკო არ გახდეს – რაც შეეხება 26 მაისს, არ ვარ ოფთალმოლოგი, რომ დავეხმარო პაპუაშვილს, თვალებში გამოიხედოს

შალვა კერესელიძე – გორის ფაქტმა აჩვენა, რომ საქართველოში არავინ არის დაცული -„ქართული ოცნება“ პოლიციელების ძალადობას მცირეოდენ გადაცდომას ეძახის, „დავაკავეთ, რა მოხდა მერეო“ – წარმოგიდგენიათ, რამდენი შემთხვევა უბრალოდ არ გასაჯაროვდა?