პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროკომისიის გენერალურ დირექტორს სამეზობლო და გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში, ხერტ იან კოოპმანს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროკომისიის გენერალურ დირექტორს სამეზობლო და გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში, ხერტ იან კოოპმანს შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროკომისიის გენერალურ დირექტორს სამეზობლო და გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში, ხერტ იან კოოპმანს შეხვდა. საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობას, მათ შორის, კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდგომ პროცესს, წევრობაზე მოლაპარაკებების გახსნის მნიშვნელობას და ევროკომისიის მიერ განსაზღვრული […]

როგორც საჯარო მოხელე, ღიად ვაპროტესტებ – ქართველი დიპლომატი რუსულ კანონზე

დიპლომატი გიორგი წიქარიშვილი, საფრანგეთში, იორდანიასა და რუმინეთში საქართველოს ყოფილი წარმომადგენელი, ამჟამად კი ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის წარმომადგენელი საგარეო საქმეთა სამინისტროში, რუსულ კანონს ღიად უპირისპირდება. “როგორც ამ ქვეყნის ერთი რიგითი მოქალაქე და საჯარო მოხელე, ღიად ვაპროტესტებ ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის“ შესახებ კანონპროექტს. კანონპროექტი საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. როგორც საჯარო მოხელე […]

თორნიკე რიჟვაძე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს იესპერ მოლერს შეხვდა

აჭარის მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძე გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს საქართველოში იესპერ მოლერს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე შეაფასეს UNICEF-ის მხარდაჭერით განხორციელებული პროგრამები რეგიონში. ხაზი გაესვა ბავშვთა უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობას. „UNICEF-ის მხარდაჭერით ბათუმი „ადრეული განათლება და ზრუნვის“ მესამე საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს, რომლის მიზანია ინკლუზიურ საკითხებზე ადრეული განათლების ხელმისაწვდომობა. აჭარაში […]

4 სახიფათო გზავნილი მომხვდა ყურში – გიორგი შაგიძე ივანიშვილის გამოსვლაზე

მოლდოვის უმსხვილესი ბანკის, Miab-ის ქართველი გენერალური დირექტორი, გიორგი შაგიძე ბიძინა ივანიშვილის გამოსვლიდან 4 გზავნილს გამოყოფს, რომელიც მის შეფასებით, სახიფათოა. „სამწუხაროდ, 4 სახიფათო გზავნილი მომხვდა ყურში ამ გამოსვლაში: · ყველა ქვეყნის მეგობარი ვინც აქამდე მოგვიყვანა გლობალური ომის პარტიიდან არისო და მტრად გამოცხადდა; · ეს დრო კარგად შევარჩიე კანონისთვისო, ენერგიის დაცლა მოხდება შემოდგომის ნაცვლად ახლა; · ჩვენ […]

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა მეთევზეობის აკვაკულტურისა და წყლის ბიომრავალფეროვნების სემინარებში მიიღეს მონაწილეობა

გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობის აკვაკულტურისა და წყლის ბიომრავალფეროვნების, ასევე, სააგენტოს ლიცენზირების დეპარტამენტის სპეციალისტებმა მონაწილეობა მიიღეს ტრაბზონში გამართულ მეთევზეობის და აკვაკულტურის მიმართულების სასწავლო სემინარებში. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. ამავე ცნობით, სემინარები თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოსა (TİKA) და მეთევზეობის ცენტრალური კვლევითი ინსტიტუტის (SUMAE) ორგანიზებით განხორციელდა. სასწავლო კურსი მოიცავდა აკვაკულტურის სანებართვო პირობების და გარემოსდაცვითი […]

საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი რუსულ კანონზე: ვგმობ – აქციას ვუერთდები

როგორც ჩემი სამშობლოს ერთგული დიპლომატი (მოქმედი), მე იძულებული ვარ, დუმილი დავარღვიო და საჯაროდ გამოვთქვა ჩემი უთანხმოება იმ საგარეო პოლიტიკის მიმართ, რაც ხელისუფალმა შემოგვთავაზა. ბუნებრივია, ვგმობ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს, ვგმობ იმ ძალადობას, რაც ხელისუფალმა დემონსტრაციულად გამოიყენა ჩვენი საზოგადოების ყველაზე სათუთ, გასაფრთხილებელ ფენაზე – ჩვენი ქვეყნის მომავალზე. გულგრილი ვერ დავრჩები და რუსთაველზე პროტესტს ვუერთდები. მივმართავ […]

გიორგი ვაშაძე – რაც ჩაიდინეს, ამით სრულიად ახადეს ფარდა, რომ პოლიცია სადამსჯელო ინსტიტუციადაა ქცეული, თქვენი მხუთავი აირი კი საზოგადოებას ვერ გააჩერებს

რაც ჩაიდინეს, ამით სრულიად ახადეს ფარდა, რომ პოლიცია სადამსჯელო ინსტიტუციადაა ქცეული, თქვენი მხუთავი აირი კი საზოგადოებას ვერ გააჩერებს, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის სახელით ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. მისი შეფასებით, 30 აპრილს განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა შს მინისტრს ვახტანგ გომელაურს და “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ეკისრება. “ბრძოლა გრძელდება, […]

ნიკა გვარამიას განცხადებით, გუშინ ზუგდიდში მიმდინარე აქციაზე მათი პარტიის წევრი, ზუგდიდის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე უკანონოდ დააკავეს

პარტია „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებით, გუშინ ზუგდიდში მიმდინარე აქციაზე მათი პარტიის წევრი, ზუგდიდის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე, მაია კალანდია უკანონოდ დააკავეს. როგორც გვარამიამ აღნიშნა, ის მოითხოვს, რომ გაათავისუფლონ მაია კალანდია. „ჩვენი პარტიის, „ახალის“ სახელით მინდა მოვითხოვო ჩვენი პარტიის წევრის, ზუგდიდის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის, მაია კალანდიას თავისუფლება, რომელიც გუშინ ზუგდიდში ანტირუსულ აქციაზე უკანონოდ დააკავეს. მაია […]

ელენე ხოშტარია – წაშლილია, აბსოლუტურად ყველა ზღვარი – ეს არის მოძალადე, მხდალი უმცირესობა, რომელიც პარლამენტშია შეკეტილი და თანამოქალაქეებს ძალის ენით ელაპარაკება

წაშლილია, აბსოლუტურად ყველა ზღვარი. ეს არის უმცირესობა, მოძალადე, რუსული, მხდალი, რომელიც აქ არის [პარლამენტში] შეკეტილი და თანამოქალაქეებს ძალის ენით ელაპარაკება, – ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის სახელით ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. მისი შეფასებით, ბრძოლა პრინციპული იქნება და საზოგადოებას 17:00 საათზე პარლამენტთან შეკრებისკენ მოუწოდებს. „წაშლილია, აბსოლუტურად, ყველა ზღვარი. ეს არის უმცირესობა, მოძალადე, […]

საბა ბუაძე – ეს არ არის ხელისუფლება, ეს არის კრემლის კედლებში შეთქმულთა დაჯგუფება

სტრუქტურებზე ამოფარებას იწყებს, მაგრამ ეს არ არის ხელისუფლება, ეს არის კრემლის კედლებში შეთქმულთა დაჯგუფება, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა საბა ბუაძემ ჟურნალისტებს ოპოზიციის ერთობლივ პრესკონფერენციაზე განუცხადა. მისი თქმით, ის, რაც გუშინ რუსთაველის გამზირზე მოხდა, კიდევ უფრო დააახლოებს ქართველ ხალხს ევროპასთან და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გამოიყვანს „რუსული კანონის“ წინააღმდეგ. „როდესაც ხელისუფლებას ხალხის მხარდაჭერა აღარ აქვს, […]