საბა ბუაძე – ეს არ არის ხელისუფლება, ეს არის კრემლის კედლებში შეთქმულთა დაჯგუფება

სტრუქტურებზე ამოფარებას იწყებს, მაგრამ ეს არ არის ხელისუფლება, ეს არის კრემლის კედლებში შეთქმულთა დაჯგუფება, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა საბა ბუაძემ ჟურნალისტებს ოპოზიციის ერთობლივ პრესკონფერენციაზე განუცხადა.
მისი თქმით, ის, რაც გუშინ რუსთაველის გამზირზე მოხდა, კიდევ უფრო დააახლოებს ქართველ ხალხს ევროპასთან და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გამოიყვანს „რუსული კანონის“ წინააღმდეგ.
„როდესაც ხელისუფლებას ხალხის მხარდაჭერა აღარ აქვს, ძალოვან სტრუქტურებზე ამოფარებას იწყებს, მაგრამ ეს არ არის ხელისუფლება, ეს არის კრემლის კედლებში შეთქმულთა დაჯგუფება, რომელიც ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციური წესრიგის დამხობას ცდილობს. ზუსტად ამას აღვუდექით წინ, აღუდგა ახალგაზრდობა, ლევან ხაბეიშვილი. ამ ხალხს ივანიშვილის დაკვეთით პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა. კარგად უნდა იცოდნენ, რომ ეს კიდევ უფრო დააჩქარებს ამ ხელისუფლების დასასრულს, ეს კიდევ უფრო დააახლოებს ქართველ ხალხს ევროპასთან და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გამოიყვანს რუსული კანონისა და რუსული სპეცოპერაციის წინააღმდეგ.
ბუნებრივია, „ლელოს“ სახელით ვგმობთ ძალადობას, რომელიც რუსთაველზე ვიხილეთ. მოვუწოდებთ ყველას, დღეს 17:00 საათზე გამოვიდნენ რუსთაველის გამზირზე, დავიცვათ ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციური წესრიგი, ჩვენი ევროპული არჩევანი და ყველამ ერთად ვთქვათ – არა რუსულ კანონს, არა რუსულ მთავრობას და კი ევროპას“,- განაცხადა საბა ბუაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

კობა კობალაძე – დამოუკიდებლობით გაბრუებულმა საქართველომ 1992 წელს არაკეთილმოსურნეებს დაუჯერა და მიიღო არასწორი გადაწყვეტილება – რაც უფრო მეტად გინდა მშვიდობა, მით მეტად უნდა იყო მზად არასტანდარტული ქმედებებისათვის

რომან გოცირიძე: ადვილი არ არის ორ დღეში დაახლოებით ერთი მილიონი ლარის ღირებულების 300 ტონა საწვავის გაყიდვა და ადგილზე მიტანა. ამას 9 უზარმაზარი, 35 ტონიანი ნავთობმზიდი სჭირდება. დავსვათ რამდენიმე კითხვა…