PSP თბილისის აფთიაქებში ფიზიოლოგიურ ხსნარსა და პირბადეებს უფასოდ არიგებს

PSP თბილისის აფთიაქებში ფიზიოლოგიურ ხსნარსა და პირბადეებს უფასოდ არიგებს. როგორც სააფთიაქო ქსელის ფეისბუქ-გვერდზე წერია, 𝟏 მომხმარებელზე გაიცემა 𝟏 ცალი ფიზიოლოგიური ხსნარი და 𝟑 ცალი პირბადე. უფასოდ ფიზიოლოგიური ხსნარისა და პირბადეების მიღება მხოლოდ დღეს იქნება შესაძლებელი.

„ხელისუფლების დრო ამოიწურა” – ოპოზიციურმა პარტიებმა საერთო განცხადება გაავრცელეს

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები საერთო განცხადებას ავრცელებენ და 1 მაისს,17:00 საათიდან, მოუწოდებენ მოქალაქეებს შეიკრიბონ საქართველოს პარლამენტთან „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე. განცხადების ტექსტი პარლამენტის უკანა შესასვლელთან დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ წაიკითხა. ოპოზიციის საერთო განცხადებას უერთდებიან პოლიტიკური პარტიები: „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“, „ახალი“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „დროა“, „გირჩი-მეტი თავისუფლება“. პოლიტიკურმა პარტიებმა დაგმეს აქციის ძალადობრივი დაშლა, დემონსტრანტებზე, მათ შორის, […]

შეიძინე ბინა „მეტროპოლში“ და მიიღე საქართველო-ჩეხეთის მატჩზე დასასწრები საგზური

· გერმანიის ქალაქ ჰამბურგში გასამგზავრებლად All Inclusive პაკეტი ორ ადამიანზეა გათვლილი. აქცია უკვე დაიწყო და 31 მაისამდე გაგრძელდება „მეტროპოლის“ განსაკუთრებული შეთავაზება საქართველოს ნაკრების გულშემატკივარს – ნებისმიერი პირი, რომელიც ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე კომპლექსში ბინას შეიძენს, საქართველო-ჩეხეთის თამაშზე გასამგზავრებლად სამდღიანი საგზურით დასაჩუქრდება. აქციის ფარგლებში გათვალისწინებული All Inclusive პაკეტი მოიცავს ისტორიულ მატჩზე დასასწრებ ორ ბილეთს, ასევე ავიაბილეთებს (თბილისი-ჰამბურგი; […]

“მხოლოდ დღეს” – PSP თბილისის აფთიაქებში ფიზიოლოგიურ ხსნარსა და პირბადეებს უფასოდ არიგებს

PSP თბილისის აფთიაქებში ფიზიოლოგიურ ხსნარსა და პირბადეებს უფასოდ არიგებს. როგორც სააფთიაქო ქსელის ფეისბუქ-გვერდზე წერია, 𝟏 მომხმარებელზე გაიცემა 𝟏 ცალი ფიზიოლოგიური ხსნარი და 𝟑 ცალი პირბადე. უფასოდ ფიზიოლოგიური ხსნარისა და პირბადეების მიღება მხოლოდ დღეს იქნება შესაძლებელი. ცნობისთვის, დღეს საპროტესტო აქცია 17:00 საათიდანაა ჩანიშნული. “რუსული კანონის” გასაპროტესტებლად რეგიონებიდანაც მოდიან. წუხელ კი მთელი ღამე რუსთაველზე “რუსული კანონის” მოწინააღმდეგეები […]

კოფი: ოცნების ლიდერები დიდ დროს ატარებენ უნგრეთში ულტრა კონსერვატიულ კონფერენციაზე

მიმართვები, რომელიც გუშინ ქართული ოცნების, განსაკუთრებით ივანიშვილის მხრიდან მოვისმინეთ იყო სიგიჟის ზღვარზე მყოფი. ივანიშვილის მუქარა ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ოპოზიციური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების დასჯის შემძრწუნებელია – ეს არის ის, რასაც შეიძლება მოელოდე ბელარუსისგან, არა საქართველოსგან. ასევე, ქართული ოცნების პარტიის ლიდერებისგან მუდმივი მითითება “გლობალური ომის პარტიისკენ” (რომელიც აშშ-სა და ევროპული ქვეყნების მხრიდან უკრაინის თავდაცვის შეიარაღებას გულისხმობს) […]

„ყველას მადლობა, ვინც ახლა საქართველოს მომავლისთვის იბრძვით! მადლობა ყველას, ვინც ახლა ქუჩაში ხართ!“ – ნინო ხარატიშვილი

10 წლის წინ გერმანიაში გამოვიდა ჩემი რომანი “მერვე სიცოცხლე (ბრილკასთვის)” ამ წიგნისთვის 4 წლის მანძილზე მოვიარე რუსეთი, ჩვენი წარსულის უდიდესი და ყველაზე სისხლიანი თავები ხომ სამწუხაროდ დღემდე მოსკოვში ინახება… იყო დღეები, როდესაც გული მერეოდა, იყო დღეები როდესაც ვერ ვხედავდი წიგნის წერის გაგრძელების აზრს, იმის გათვალისწინებით რასაც ვაწყდებოდი სხვადასხვა წყაროებში… სრული ნიჰილიზმი მიპყრობდა საბჭოთა სისტემის სისასტიკის, […]

“ივანიშვილს აცვია რუსული ჩექმა და აჭერს მას ქართველი ერის კისერზე” – ივანე ბურდული

“ჩვენი მოწოდებაა, რომ მაქსიმალურად ბევრი ადამიანი გამოვიდეს სახლიდან. მაქსიმალურად გამოვიდნენ მუნიციპალიტეტებიდან და დადგნენ რუსთაველზე. ეს არის მოქალაქეობრივი მოწოდება. ჩვენი მთავარი მიზანია, რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა. ბიძინა ივანიშვილს აცვია რუსული ჩექმა და აჭერს მას ქართველი ერის კისერზე, რათა დაამონოს, დახაროს ქედი რუსეთის წინაშე. ქართველი ერი ამას არ დაუშვებს, ჩვენ ვიდგებით რუსთაველზე მანამ, სანამ საჭიროა. დღეს, საპროტესტო […]

“ხელისუფლების დრო ამოიწურა, ცვლილებების დროა” – ოპოზიციური პარტიების განცხადება

ოპოზიციური პარტიები ღამით პოლიციის მხრიდან რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი აქციის დარბევას ეხმაურებიან და აღნიშნავენ, რომ ხელისუფლების დრო ამოიწურა და ახლა ცვლილებების დროა. ერთობლივი განცხადება სხვა ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთად დეპუტატმა თამარ კორძაიამ წაიკითხა. ისინი მოუწოდებენ პოლიციელებს, არ შეასრულონ ანტიქართული რეჟიმის წარმომადგენლების უკანონო ბრძანებები. პარტიები ასევე ეხმაურებიან ლევან ხაბეიშვილზე განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას. მათი შეფასებით, ეს ძალადობრივი თავდასხმა […]

კალაძე: ხაბეიშვილი პოლიციის კორდონში შევარდა… ალბათ ფიზიკურადაც გაუსწორდა

თბილისის მერი, კახა კალაძე იმეორებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ნარატივს და ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი პოლიციის კორდონში შევარდა. “სამწუხაროდ, არსებობს ამის კადრები, როცა ლევან ხაბეიშვილი გარბის, პოლიციის კორდონში შევარდა და იქ რა მოხდა… ალბათ, ფიზიკურადაც გაუსწორდა რომელიმეს”, – თქვა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან. დაზარალებულებს შორისაა დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი. როგორც ის ამბობს, პოლიციის დაჭერისგან მოქალაქის […]

„აქციებზე სასტიკად ნაცემი თითოეული ადამიანის ნახვა მძიმე ასოციაციებს აჩენს 2012 წლამდე რეალობასთან“ – კვირიკაშვილი

ყოფილი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი „აგენტების კანონის” გამო ქვეყანაში შექმნილ ვითარებას ეხმაურება და ხელისუფლებას აკრიტიკებს. კვირიკაშვილი, რომელიც 2015-2018 წლებში „ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრი იყო, ამბობს, რომ ამ კანონის მიღებით ხელისუფლებას დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს. „დიდ შეცდომად ვთვლი ხელისუფლების მხრიდან მთელს დასავლეთსა და ე.წ. ომის პარტიას შორის ტოლობის ნიშნის დასმას და დონორული პროექტების განმახორციელებელი ყველა ორგანიზაციის უცხო […]