1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6788 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6788 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6788 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6849 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0061 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8583 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8804 ლარს შეადგენდა. […]

როგორც ჯარისთვის თავის არიდებაზე, ისე დაწესდეს წლიური გადასახადი, თუ ორგანიზაციები უცხოური გავლენის რეესტრში არ დარეგისტრირდებიან – სანდრო რაქვიაშვილი

პარტია „გირჩის“ წევრი, დეპუტატი სანდრო რაქვიაშვილი მმართველ გუნდს სთავაზობს არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის „უცხოური გავლენის აგენტის“ რეესტრში არ დარეგისტრირების სანაცვლოდ წლიურად კონკრეტული ოდენობის თანხა იყოს გადასახდელი, მაგალითად როგორც ეს სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავის არიდების შემთხვევაშია დაწესებული. მისი თქმით, ასეთი გადასახადის დაწესება აღმოფხვრის კონფლიქტის მიზეზს და ბიუჯეტიც შეივსება. „წინადადება მაქვს, იმის გათვალისწინებით რომ NGO-ები აპირებენ არ დარეგისტრირდნენ. აქ […]

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს იმედი აქვს, რომ თუ ზავზე შეთანხმება მოხდა, ჰამასი საფრანგეთ-ისრაელის სამ მოქალაქესაც გაათავისუფლებს

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელიც კაიროში იმყოფება „ცეცხლის შეწყვეტის მიღწევისთვის ძალისხმევის კოორდინირებისთვის”, განაცხადა, რომ ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად ჯერ კიდევ არის სამუშაო. ეს სტეფან სეჟურნმა განაცხადა მას მერე, რაც ეგვიპტელმა მოხელეებმა ინფორმაცია მიაწოდეს კაიროში მოლაპარაკების მიმდინარეობის შესახებ. Reuters-სს მოჰყავს სეჟურნის სიტყვები, რომ „ჩამოვედით ცეცხლის შეწყვეტის მიღწევისთვის ძალისხმევის კოორდინირებისთვის. საფრანგეთის და მისი […]

“ახალი წლიდან პოლიციაში ძალიან ბევრი ვაკანსია იქნება” – ყუფარაძე

ახალი წლიდან პოლიციაში ძალიან ბევრი ვაკანსია იქნება და ვისაც მუშაობა გინდათ მოემზადეთ…. მატრტოსოვის ციხეზე ადგილი აღარ იქნება და გაითვალისწინონ იმათმა ვისაც კანონი აქვს დარღვეული… ხოლო ხარება და მის 150 ყოჩაღს ცალკე შენობა გამოეყოფა… პ.ს. ვინც გუშინდელ დარბევას აპრავებს, მაშინ იმ ნაგუჟარ სააკაშვილს რატომღა ასამართლებთ?!

“პროჭ@ა პროჭ@ბი ხართ და ასეთადაც მოკვდებით” – ვის მიმართავს დავით ზურაბიშვილი

შევეცდები რაც შეიძლება კორექტულად ვთქვა. ყველას, ვისაც კი მეტ-ნაკლებად მაინც გესიამოვნათ სპეცრაზმის მიერ ლევან ხაბეიშვილის მხეცური ცემა, ხართ უსულგულო და უსინდისო პროჭები. ხოლო ვისაც არა მარტო გესიამოვნათ, არამედ ამას კიდევ ხმამაღლა გამოხატავთ, ზემოაღნიშნულ პროჭთა პროჭები ხართ და ასეთადაც მოკვდებით.

“გვაბულინგებენ… აქ მოიწერეთ რომ ყველამ ერთად ვათრიოთ” – დიტო სამხარაძე

ის რომ საქართველოს 800 000 მოქალაქეს დასცინით, შეურაცხყოფას აყენებთ, გგონიათ დააბულინგებთ? აზრს შეაცვლევინებთ? შეაშინებთ? სარწმუნოებას დაათმობინებთ? მამულს, ენას წაართმევთ? არა! უფრო გაამწარებთ და უფრო მოანდომებთ საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის დაცვას კიდევ ისინი, ვინც ცდილობთ საქართველოსთვის ბიძინა ივანიშვილის გაკეთებული სიკეთის გადაფარვას და მიჩქმალვას, ვითომ აქციაზე ისეთებიც იყოო, ვინც ერისკაცის გვერდით არ დგასო. ცდებით! ვინც ვიყავით, ბატონი ბიძინას […]

ირაკლი კობახიძე პრესკონფერენციას გამართავს

მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის პრესკონფერენცია ჩაინიშნა. პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძის პრესკონფერენცია 18:00 საათზე გაიმართება. კონკრეტულად რა საკითხზე ისაუბრებს პრემიერი უცნობია.

„ევროპის სახალხო პარტია“ – დროა, ბიძინა ივანიშვილს და ყველას, ვინც მას საქართველოს დემოკრატიის განადგურებაში ეხმარება, სანქციები დაუწესდეს

დროა, ბიძინა ივანიშვილს და ყველას, ვინც მას საქართველოს დემოკრატიის განადგურებაში ეხმარება, სანქციები დაუწესდეს, – ამის შესახებ განცხადებას „ევროპის სახალხო პარტია“ X-ზე ავრცელებს. „ამ ბრძოლაში ქართველების მომავალ თაობას მარტო ვერ დავტოვებთ“, – აღნიშნულია განცხადებაში. „ევროპის სახალხო პარტიამ“ სპეცრაზმის მიერ დემონსტრანტების დაშლისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტი დაგმო. „ჩვენ აღშფოთებულები ვართ თბილისში იმ […]

სახალხო დამცველი შსს-ს მოუწოდებს, „არ გაიმეოროს ის, რაც გუშინ ვიხილეთ“, აქციის მონაწილეებს კი მიმართავს, რომ დაიცვან შეკრების მშვიდობიანი ფორმა

სახალხო დამცველმა, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდა, რომ არ გაიმეოროს ის, რაც გუშინ ვიხილეთ, არ ჩაერიოს მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლებაში და არ იძალადოს მათზე. იოსელიანმა ასევე მოუწოდა დღევანდელი აქციის მონაწილეებს, რომ დაიცვან შეკრების ფარგლები და მისი მშვიდობიანი ფორმა, იმისთვის, რომ ეს არ გადაიზარდოს დამატებით ესკალაციაში. „ჩემი დღევანდელი ბრიფინგი პირველ რიგში ემსახურება პირველად შეფასებას გუშინდელი […]

ირაკლი კობახიძე ხერტ იან კოოპმანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროკომისიის გენერალურ დირექტორს სამეზობლო და გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში, ხერტ იან კოოპმანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობას, მათ შორის, კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდგომ პროცესს, წევრობაზე მოლაპარაკებების გახსნის მნიშვნელობას და ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯის შესრულების გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს. “საუბრის ერთ-ერთი თემა იყო კანონპროქტი […]