დეპუტატებს, რომლებიც „უცხოელი აგენტების“ კანონს მხარს დაუჭერენ, შესაძლოა, ვიზებზე სამუდამოდ უარი უთხრან – აშშ-ს ყოფილი ელჩი

საქართველოს დასავლელმა პარტნიორებმა შესაძლოა კონკრეტულ პასუხებზე ფიქრი დაიწყონ, – ასე ეხმაურება საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი, უილიამ კორტნი სპეცრაზმის მიერ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას. „საქართველოს დასავლელმა პარტნიორებმა შესაძლოა კონკრეტულ პასუხებზე ფიქრი დაიწყონ. ერთ-ერთი მათგანი შეიძლება პარლამენტის ნებისმიერი წევრისთვის, რომელიც „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონს მხარს დაუჭერს, ვიზებზე სამუდამოდ უარის თქმა იყოს“, – წერს უილიამ კორტნი X-ზე.

„სპეცდანიშნულების ძალა აქციის დაშლის დროს პროპორციული არ იყო“ – იოსელიანი

სახალხო დამცველის თქმით, გუშინ 30 აპრილს რუსული კანონის წინააღმდეგ მიმართულ აქციაზე სამართალდამცველება არაპროპორციული ძალა გამოიყენეს. ომბუდსმენი საგანგებო ბრიფინგზე აცხადებს, რომ საპროტესტო აქცია მშვიდობიანად მიმდინარეობდა და სპეცდანიშნულების რაზმებს მომიტინგეების დასაშლის მიზეზი არ ჰქონია. „ამ დროისთვის სახალხო დამცველის აპარატის მონიტორინგის ფარგლებში, საჯაროდ ხელმისაწვდომი ვიდეოჩანაწერების გაცნობისა და დაკავებულებთან გასაუბრების შედეგად, მსურს, საზოგადოებას წარვუდგინო ჩვენი პირველადი შეფასება. ადმინისტრაციული შენობის […]

წვიმა, ელჭექი, სეტყვა, ხანმოკლე ქარი – როგორი ამინდი იქნება 2-6 მაისს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2 მაისის დღის მეორე ნახევრიდან 6 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ელჭექის დროს ქარის ხანმოკლე გაძლიერება. “მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს” – წერს სააგენტო.

“ვაპროტესტებ”, “აქციას ვუერთდები” – საგარეო საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომლები “აგენტების კანონზე”

საგარეო საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომლები ღიად გამოხატავენ პროტესტს “აგენტების კანონის” შესახებ. ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის მრჩეველი გიორგი ცისკარიშვილი ფეისბუკის პირად გვერდზე წერს, რომ ეს არის კანონპროექტი, რომელიც “საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.” ცისკარიშვილი ამბობს, რომ სადავო კანონპროექტზე საკუთარი ღია პროტესტის დაფიქსირებას მნიშვნელოვნად მიიჩნევს, როგორც მოქალაქე და როგორც საჯარო მოხელე. […]

NGO-ები: აქციის დარბევისას გამოყენებული ფიზიკური ძალა გაუტოლდა წამებას

ოთხშაბათს გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეების დაშლა და დაკავება უკანონო იყო. მათი შეფასებით, 30 აპრილი-1 მაისის ღამის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალებმა მშვიდობიანი აქცია დაარბიეს და ეს იყო “არალეგიტიმური და არაპროპორციული, რაც უტოლდებოდა წამებასა და არაადამიანურ, დამამცირებელ მოპყრობას. ადმინისტრაციული მუხლით დაკავების პრაქტიკა კი კვლავ თავისუფლების მომეტებული […]

დავით ბაქრაძე – გამოსავალი მხოლოდ ერთია – კანონის სასწრაფოდ უკან გაწვევა, მთავრობის გადადგომა და ევროკავშირთან გაწევრიანების დიალოგის განახლება

ხელისუფლებამ უნდა გაიაზროს, რომ ის, რაც დღეს ხდება, არ არის პოლიტიკური პარტიების დაპირისპირება და პოლიტიკური ოპოზიცია აქ არაფერ შუაშია – დღეს “ქართული ოცნება” უპირისპირდება ქართველ ხალხს, რომელსაც აღარ უნდა რუსეთი, მონობა, კორუმპირებული ოლიგარქია, – ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, დავით ბაქრაძე „ფეისბუქზე“ წერს, რითაც 30 აპრილს საპროტესტო აქციაზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. დავით ბაქრაძე გამოსავალს, მათ […]

მიხეილ სააკაშვილი ხაბეიშვილის ცემაზე – „ხარებას“ და სირაძის შურისძიება! – ამათ პოლიციელობასთან არაფერი საერთო არ აქვთ, ჩვეულებრივი ბანდიტები არიან

“ხარებას” და სირაძის შურისძიება! – ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტს. სააკაშვილის შეფასებით, ხაბეიშვილი და სხვა ახალგაზრდები, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ, გამბედავი და შეუპოვრები არიან. „ამათ პოლიციელობასთან არაფერი საერთო არ აქვთ. ჩვეულებრივი ბანდიტები არიან. თვითონ ლევანი გამბედაობისა და შეუპოვრობის მაგალითია, ისევე, როგორც ბევრი ახალგაზრდა, […]

დავით კირკიტაძე უმრავლესობას – ხდება, როცა „ჟიგულის“ „რენაუტის“ საჭესა და „ფორდის“ საბურავებს უყენებენ, მაგრამ ის მაინც „ჟიგულია“ – თქვენი კანონიც არის რუსული, როგორი ნაწილებიც არ უნდა მიაყენოთ ამერიკული FARA-დან და საფრანგეთის კანონიდან

ხდება ხოლმე, როცა „ჟიგულის“ „რენაუტის“ საჭესა და „ფორდის“ საბურავებს უყენებენ, მაგრამ ამით მანქანა არ იცვლება და ის მაინც “ჟიგულია“ – თქვენი კანონიც არის რუსული, როგორი ნაწილებიც არ უნდა მიაყენოთ ამერიკულ FARA-დან და საფრანგეთის გამჭვირვალობის კანონიდან, – ასე მიმართა “ქართულ ოცნებას“ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დავით კირკიტაძემ. როგორც კირკიტაძემ განაცხადა, პარლამენტში წარდგენილ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ […]

არჩილ თალაკვაძე – მიმდინარე პროცესის დაძაბვა, სიტუაციის გაუარესება და დესტაბილიზაცია – ეს არის პოლიტიკური უმცირესობის ძალადობრივი გეგმის ნაწილი, მომდევნო დღეებში ეცდებიან გადაიყვანონ ეს ყველაფერი ძალადობრივ ესკალაციაში

მიმდინარე პროცესის დაძაბვა, სიტუაციის გაუარესება და დესტაბილიზაცია – ეს არის პოლიტიკური უმცირესობის ძალადობრივი გეგმის ნაწილი. მომდევნო დღეებში ეცდებიან გადაიყვანონ ეს ყველაფერი ძალადობრივ ესკალაციაში და ძალადობრივ ფაზაში. ამისთვის მოქალაქეთა ნაწილის გულწრფელი პროტესტი, სხვადასხვა პროფესიის ადამიანების ჩართვა სჭირდებათ, მაგრამ ეს მათი გეგმის ერთი ნაწილია და საბოლოო ჯამში, მიზანია, ეს პროცესები გადაზარდონ ძალადობაში და სახელმწიფოზე შეტევაში, – ამის […]

მაიკლ გალერი – ნათლიმამა ივანიშვილის გამოსვლის შემდეგ ცხადია თუ ვინ არის ნამდვილი უცხოური აგენტი, ეს კანონი გამოადგება რუსულ ოცნებას და შედეგად ქართულ კოშმარს მოიტანს

ნათლიმამა ივანიშვილის გამოსვლის შემდეგ ცხადია თუ ვინ არის ნამდვილი უცხოური აგენტი, ეს კანონი გამოადგება რუსულ ოცნებას და შედეგად ქართულ კოშმარს მოიტანს, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი „ტვიტერის“ პირად გვერდზე წერს. „ნათლიმამა ივანიშვილის გამოსვლის შემდეგ ცხადია თუ ვინ არის ნამდვილი უცხოური აგენტი. ეს კანონი ემსახურება სამოქალაქო საზოგადოებისა და ნებისმიერი დემოკრატიული აზრთა სხვაობის განადგურებისთვის ნიადაგის მომზადებას, […]