ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებების გენერალური დირექტორი, ერტ იან კოპმანი საპარლამენტო პარტიებს ხვდება

ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებების გენერალური დირექტორი, ერტ იან კოპმანი ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში საპარლამენტო პარტიებს ხვდება. როგორც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადეს, დღევანდელ შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა იქნება ევროკომისიის 9 რეკომენდაციის შესრულება, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” კანონპროექტის ირგვლივ განვითარებული მოვლენები, საპროტესტო აქციებზე ძალის გამოყენება და სანქციების შესაძლო დაწესება. როგორც “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, […]
შალვა პაპუაშვილი – სპეცსამსახურების სახელმძღვანელოდან ამოკითხული საინფორმაციო შტურმი მიმდინარეობს – აქტორები, განცხადებები, შეტევები, სტილი ყველაფერი ერთი და იგივეა

სპეცსამსახურების სახელმძღვანელოდან ამოკითხული საინფორმაციო შტურმი მიმდინარეობს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ცდილობენ, რომ გარკვეული ჯგუფები „ლამის შეურაცხადობამდე მიიყვანონ და ფატალური სურათები დადგან“. „სინამდვილეში აქ არც ტერმინებშია პრობლემა, არც რეესტრშია პრობლემა, არც ვადებში, არც ჯარიმებში, არაფერში არ არის პრობლემა. პრობლემა არის ის, რომ გარკვეულ ჯგუფებს არ უნდათ, რომ იყოს […]
გიორგი მარგველაშვილი – ივანიშვილს უნდა, რომ მოქალაქეების გატეხით მიაღწიოს საქართველოს გასაბჭოებას – ჩვენ კი გავაგრძელებთ სამშობლოსთვის ბრძოლას

ამ დღეების განმავლობაში ივანიშვილმა საქართველოს და ჩვენს იდენტობას დაპირისპირება გამოუცხადა, – ამის შესახებ ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტთან განაცხადა, სადაც მოქალაქეები “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის გასაპროტესტებლად იკრიბებიან. მარგველაშვილის თქმით, გუშინდელი აქციის დარბევა იყო დაგეგმილი, რადგან ხელისუფლების მიზანია საზოგადოების გატეხა და დაღლა. “ეს არის არა მარტო „აგენტების შესახებ“ კანონი, არის სხვა კანონებიც, ეს არის მთელი […]
„ნიუ ჰოსპიტალსში“ აცხადებენ, რომ აქციიდან შეყვანილი ორივე პაციენტი კლინიკაში რჩება

„ნიუ ჰოსპიტალსში“ აცხადებენ, რომ აქციიდან გუშინ კლინიკაში 2 პაციენტი შეიყვანეს, რომელთაგან ერთს სახის ძვლების მოტეხილობა აღენიშნებოდა, მეორეს კი ქალასარქველის. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კლინიკაში განუცხადეს, ორივე პაციენტი კლინიკაში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. „ 2 პაციენტია შემოყვანილი. ერთს სახის ძვლების მოტეხილობა აღენიშნებოდა, მას ოპერაცია ჩაუტარდა. მეორეს ქალასარქველის, მას ოპერაცია არ დასჭირდა. ორივე პაციენტი კლინიკაში რჩება მეთვალყურეობის ქვეშ“, – აღნიშნავენ […]
2 მითი სტომატოლოგიურ კლინიკებზე – როგორი (არ) უნდა იყოს შენი სტომატოლოგი?

თბილისი სტომატოლოგიური კლინიკების სიმცირეს არ უჩივის, ზოგი მოგვწონს, ზოგიც – არც ისე, მაგრამ დიდმა ნაწილმა დაამსხვრია მითი იმის შესახებ, რომ სტომატოლოგთან ვიზიტი მტკივნეულია, ცდილობენ ტექნოლოგიებს ფეხი აუწყონ, უმრავლესობა ჰიგიენას დიდ ყურადღებას აქცევს. პატარა რომ ვიყავი, თუ რომელიმე ზღაპარში და მულტფილმში სტომატოლოგი იყო, ყველა უზარმაზარი და საშინელი შესახედაობის სამედიცინო იარაღებით დასდევდა ბავშვებს. ჩემ შვილს მეტად გაუმართლა […]
გალერი: ნათლიმამა ივანიშვილის გამოსვლის შემდეგ ცხადია, ვინ არის ნამდვილი უცხოეთის აგენტი

ნათლიმამა ივანიშვილის გამოსვლის შემდეგ ცხადია, ვინ არის ნამდვილი უცხოეთის აგენტი. ამ კანონპროექტის მიზანია, სამოქალაქო საზოგადოებისა ნებისმიერი სახის დემოკრატიული აზრთა სხვაობის ჩახშობისთვის ნიადაგი მოამზადოს, და საბოლოოდ რუსულ ოცნებას მოემსახურება, და ქართულ კოშმარს გამოიწვევს. წერს ევროპარლამენტარი და ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, მაიკლ გალერი X-ზე.
შვედეთის საგარეო: მშვიდობიანი დემონსტრაციების ჩასახშობად ძალის გამოყენება მიუღებელია

შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თბილისში აქციის დარბევას შემაშფოთებელს უწოდებს. სამინისტრომ განცხადება სოციალურ ქსელ X-ში გაავრცელა. “ღრმად შემაშფოთებელია თბილისში გუშინ ღამით მომხდარი სცენები. მშვიდობიანი დემონსტრაციების ჩასახშობად ძალის გამოყენება მიუღებელია. ევროკავშირი და შვედეთი ყურადღებით აკვირდებიან და აფასებენ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
რამდენი ორგანიზაცია დარეგისტრირდება “აგენტების” რეესტრში? – ოხანაშვილი დეპუტატის კითხვებს პასუხობს

პარლამენტში რუსული კანონის მუხლობრივ განხილვაზე ფრაქცია “ლელოს” დეპუტატი, ანა ნაცვლიშვილი, მე-6 მუხლთან დაკავშირებით სვამს კითხვებს. აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს, რომ “უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი” ორგანიზაციის მიერ ფინანსური დეკლარაციის შევსების შემდეგ, სპეციალურად შექმნილ სააგენტოს 30 სამუშაო დღე ეძლევა იმისათვის, რომ გამოიკვლიოს და შეისწავლოს აღნიშნული დოკუმენტი და მოიძიოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები. დეპუტატი დაინტერესდა რამდენ ორგანიზაციაზე […]
საჯაროდ გამოვთქვამ უთანხმოებას ხელისუფლების საგარეო პოლიტიკაზე – მოქმედი დიპლომატი

სომხეთში საქართველოს საელჩოს პირველი მდივანი ალექსანდრე გოგოლაძე რუსულ კანონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ რუსთაველზე მიმდინარე პროტესტს უერთდება. ალექსანდრე გოგოლაძის თქმით, გმობს ძალადობას, რომელიც ხელისუფლებამ რუსული კანონის წინააღმდეგ აქციის მონაწილეების მიმართ გამოავლინა. „როგორც ჩემი სამშობლოს ერთგული (მოქმედი) დიპლომატი, მე იძულებული ვარ დავარღვიო დუმილი და საჯაროდ გამოვთქვა ჩემი უთანხმოება იმ საგარეო პოლიტიკის მიმართ, რაც ხელისუფალმა […]
ირაკლი კობახიძე ხერტ იან კოოპმანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროკომისიის გენერალურ დირექტორს სამეზობლო და გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში, ხერტ იან კოოპმანს შეხვდა. საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობას, მათ შორის, კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდგომ პროცესს, წევრობაზე მოლაპარაკებების გახსნის მნიშვნელობას და ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯის შესრულების გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს. საუბრის ერთ-ერთი თემა იყო კანონპროქტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის […]