საჯაროდ გამოვთქვამ უთანხმოებას ხელისუფლების საგარეო პოლიტიკაზე – მოქმედი დიპლომატი

სომხეთში საქართველოს საელჩოს პირველი მდივანი ალექსანდრე გოგოლაძე რუსულ კანონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ რუსთაველზე მიმდინარე პროტესტს უერთდება.
ალექსანდრე გოგოლაძის თქმით, გმობს ძალადობას, რომელიც ხელისუფლებამ რუსული კანონის წინააღმდეგ აქციის მონაწილეების მიმართ გამოავლინა.
„როგორც ჩემი სამშობლოს ერთგული (მოქმედი) დიპლომატი, მე იძულებული ვარ დავარღვიო დუმილი და საჯაროდ გამოვთქვა ჩემი უთანხმოება იმ საგარეო პოლიტიკის მიმართ, რაც ხელისუფალმა შემოგვთავაზა. ბუნებრივია, ვგმობ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს, ვგმობ იმ ძალადობას, რაც ხელისუფალმა დემონსტრაციულად გამოიყენა ჩვენი საზოგადოების ყველაზე სათუთ, გასაფრთხილებელ ფენაზე – ჩვენი ქვეყნის მომავალზე. ვერ დავრჩები გულგრილი და ვუერთდები პროტესტს რუსთაველზე!
მივმართავ ჩემს კოლეგა დიპლომატებს! მესმის და ვიზიარებ თქვენს მდგომარეობას, ყველა ვიბრძვით ისე, როგორც შეგვიძლია! საგარეო უწყებაში ძალიან ბევრი ღირსეული, მებრძოლი სულისკვეთების და ნამდვილი პატრიოტი მოღვაწეობს! არ მოგიწოდებთ, უბრალოდ ღრმად მწამს, რომ თქვენ გადამწყვეტ სიტყვას იტყვით! ამ ქვეყნის მომავალი ჩვენს ხელშია!“, – წერს ალექსანდრე გოგოლაძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ანა წითლიძე – აშშ-ის რეაქცია მიუთითებს, რომ საქართველოს გადარჩენა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ოლიგარქიული რეჟიმისა და ივანიშვილის გარეშე – ამ ყველაფერს, დარწმუნებული ვარ, კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები მოჰყვება აშშ-ისგან

ვახტანგ ნაცვლიშვილი: იმას, რასაც ნოდარ დუმბაძის გარშემო მთავრობა აკეთებს, ჰყავს უმთავრესი ადრესატი: შუა ხნის კაცები, რომელთა დიდი უმრავლესობა ან დაბალანაზღაურებადი მუშახელია, ან უმუშევარია, ან ფეხზე იმით დგას, რომ ოჯახის წევრები არიან ემიგრაციაში