“არაკაცი, უსუსური და არარაობა ხარ, მრცხვენია, რომ შენ გვერდით ვითამაშე” – ალადაშვილი კალაძეს

მრცხვენია და დარწმუნებული ვარ არა მხოლოდ მე, რომ შენს გვერდით ვითამაშე 10 წელი. არ მეგონა თუ ასეთ არარაობად, მოღალატედ და უსუსურ კაცად ჩამოყალიბდებოდი. ვის უხდი მადლობას? ქალები და ბავშვები რომ წიხლებით სცემა, იმ “სამართალდამცავებს”? ენა, მამული და სარწმუნოებაო, რომ ამბობ, კარგად გეცოდინება, ჩვენს ენაში რა სიტყვები აღწერეს ქვეყნის მოღალატეს და ქალზე მოძალადეს. რომელ მამულზე ლაპარაკობ, […]
“არავის ეშინია, ამ თაობის შეჩერება არავის და არაფერს შეუძლია” – ჭყონია

“ის, რომ ეს თაობა არ დათმობს ევროპულ მომავალს, ეს ცხადია. მათი შეჩერება არავის და არაფერს შეუძლია. წყლის ჭავლი უკვე გამაგრილებელი შხაპია და აღარ მოქმედებს… არავის ეშინია. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ მოქალაქეების ასაკსაც, ვინც ამ კანონს აპროტესტებს, რადგან სწორედ ახალგაზრდა თაობას მოუწევს ასეთი კანონის პირობებში დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრება, ამიტომ ისინი მომავლისთვის იბრძვიან”
“ნაომარი რუსთაველი დილას საკუთარი სახლივით დაალაგეს, “გიჟები” რომ არიან, “გიჟები”! – ბექა კობახიძე

ბოლნაყლაპ და ცრემლიანს რომ მოგდევენ საინექციო ხსნარით ახალგაზრდები, მოდი მოდი ჩაგაწვეთოო. ვინც თვალში ვეღარ იყურება, ხელით რომ მიყავთ. სიარულისას შემთხვევით ვინმემ ფეხი თუ დაგაბიჯა ან მხარი გაგკრა, იმხელა ბოდიშს გიხდიან, რომ აქეთ უხერხულში გაგდებენ. მთელი ღამის ნაომარი რუსთაველი დილას რომ საკუთარი სახლივით დაალაგეს. და “გიჟები” რომ არიან, “გიჟები”!!! მე დარბევის პირველ ეტაპზე ვიდექი წინა ხაზზე, […]
„არ არსებობდა წიწაკის სპრეის გამოყენების საფუძვლები“ – სახალხო დამცველის პირველადი შეფასება 30 აპრილის აქციაზე

სახალხო დამცველი 30 აპრილის აქციაზე განვითარებული მოვლენების პირველად შეფასებას აქვეყნებს. „საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა ამ დროისათვის, მონიტორინგის ფარგლებში საჯაროდ ხელმისაწვდომი ვიდეო ჩანაწერების გაცნობის და დაკავებულებთან გასაუბრების შედეგად, საზოგადოებას 30 აპრილის აქციაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პირველადი შეფასებები წარუდგინა: პარლამენტის პიკეტირების მონაკვეთი: ადმინისტრაციული შენობის შესასვლელების გათავისუფლების მოთხოვნა, შესაძლოა, იყოს ლეგიტიმური თუმცა, მთავარია განთავისუფლებისას გამოყენებული ძალა იყოს […]
აშშ-ის სენატმა რუსეთიდან გამდიდრებული ურანის იმპორტის აკრძალვას მხარი დაუჭირა

შეერთებული შტატების სენატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც რუსეთიდან გამდიდრებული ურანის იმპორტს კრძალავს. ამის შესახებ Bloomberg იუწყება. დოკუმენტი კრძალავს რუსეთიდან აშშ-ში გამდიდრებული ურანის იმპორტს ძალაში შესვლიდან 90 დღის შემდეგ. თუმცა, დროებითი გამონაკლისები ნებადართულია 2028 წლის იანვრამდე. აღსანიშნავია, რომ კონგრესმა დაადგინა 2,7 მილიარდი დოლარის გამოყოფა, რომელიც აშშ-ის ურანის ინდუსტრიის განვითარებას მოხმარდება, რუსეთიდან ნედლეულის იმპორტზე შეზღუდვების დაწესების პირობით. […]
ირაკლი კობახიძე – დღესაც, დარწმუნებულები ვართ, რომ მომიტინგეები აუცილებლად გადავლენ ძალადობაზე – ამისთვის 300-კაციანი საგანგებო ძალადობრივი ჯგუფი ჰყავთ

დღესაც, დარწმუნებულები ვართ, რომ მომიტინგეები აუცილებლად გადავლენ ძალადობაზე – ამისთვის 300-კაციანი საგანგებო ძალადობრივი ჯგუფი ჰყავთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, გუშინდელ აქციაზე 00:00 საათზე სპეცრაზმს ტერიტორია უნდა დაეტოვებინა და ეზოში უნდა გადასულიყო, თუმცა 23 საათსა და 20 წუთზე „რადიკალურმა ახალგაზრდულმა დაჯგუფებებმა მიიღეს დავალება“, რომ პოლიციას დაპირისპირებოდნენ. […]
ჰერმან საბო – ევროკავშირის წარმომადგენლობამ ხაზი გაუსვა, რომ კანონი, რომელიც ახლა პარლამენტში განიხილება, შეუთავსებელია საქართველოს ევროპულ მომავალთან – ვიმედოვნებთ, ვიზიტი პროდუქტიული იქნება და შედეგებს ვნახავთ

ევროკავშირის წარმომადგენლობამ ხაზი გაუსვა იმას, რომ ეს კანონი, რომელიც ახლა პარლამენტში განიხილება, შეუთავსებელია საქართველოს ევროპულ მომავალთან , – ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა, ჰერმან საბომ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებების გენერალური დირექტორი, ხერტ იან კოპმანი საპარლამენტო პარტიებს შეხვდა. ჰერმან საბოს განმარტებით, ქვეყანაში არსებული ვითარების მოგვარება სურთ არა მხოლოდ საქართველოს […]
ბათუმში, სტუდენტები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ

ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტები შეიკრიბნენ და “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს აპროტესტებენ. როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, თბილისში რუსთაველის გამზირზე შეკრებილ თანამოაზრეებს სოლიდარობას უცხადებენ. აქციის მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ ხელისუფლება რუსული მეთოდებით მშვიდობიან აქციის მონაწილეებს ფიზიკურად უსწორდება. ბათუმის უნივერსიტეტთან შეკრებილები ძალოვან უწყებებს მოუწოდებენ, რომ „მშვიდობიანი აქციის მონაწილეები არ დაარბიონ“. სტუდენტები ამბობენ, რომ “უცხოური გავლენის […]
პრემიერი – როცა გიფინანსებენ ღიად, უხეშად, ამ ქვეყანაში მაპოლარიზებელ ორგანიზაციებს, იქ რატომ არ უნდა დავიცვათ სახელმწიფო სუვერენიტეტი, იქ არ არის დასაცავი?

მარტივ კითხვას გისვამთ, მითხარით ერთი არგუმენტი, რის გამოც შეიძლება კანონი არ მოგწონდეთ. 10 წუთია, გთხოვთ ერთი არგუმენტის თქმას და თქვენი არგუმენტი არის – „აბა წაიკითხეთ 14 სენატორის წერილი“ და აბა ნახეთ, რას ამბობს ქუჩაში ვიღაცო, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა. მისივე თქმით, საიდანაც მეტი საფრთხე მოდის, იქ კიდევ უფრო მეტად […]
პოლიცია კოლუმბიის უნივერსიტეტში – ამერიკაში რამდენიმე კამპუსზე ვითარება დაძაბულია

შეერთებული შტატების უნივერსიტეტებში პალესტინელთა მხარდამჭერი საპროტესტო აქციები კვლავ გრძელდება. ნიუ-იორკში მიმდინარე აქცია 30 აპრილის საღამოს, დემონსტრანტთა დაკავებით დასრულდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ისინი კოლუმბიის უნივერსიტეტის შენობაში შეიჭრნენ და ჰამილტონ-ჰოლი დაიკავეს. მოგვიანებით, პოლიციამ მომიტინგეები ახლომდებარე ნიუ-იორკის სითი-კოლეჯის ტერიტორიაზეც დააკავა. 1 მაისის დილა დაპირისპირებით დაიწყო ქვეყნის დასავლეთ სანაპიროზე მდებარე კალიფორნიის უნივერსიტეტის ლოს-ანჯელესის ფილიალშიც. იქ კონტრაქციის მონაწილეები […]