ირაკლი კობახიძის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მესამე მოსმენა ორ კვირაში გაიმართება

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მესამე მოსმენა ორ კვირაში გაიმართება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში პრესკონფერენციაზე განაცხადა. „პროცედურა შემდეგია: ჩვენ ორ კვირაში გვექნება მესამე მოსმენა, აქედან დაახლოებით ერთ თვეში, ოთხ კვირაში იქნება ვეტოს დაძლევა. ჩვენ მიგვითითებენ ხოლმე, ვენეციის კომისიაზე იქნებ დაიცადოთ და ასე შემდეგ. ვენეციის კომისიის დასკვნა ჩამოდის იქამდე, ვიდრე მოხდება ვეტოს დაძლევა“,-აღნიშნა […]
პრემიერი – გუშინდელი ძალადობრივი აქცია აკერმანის სახელმძღვანელოს მიხედვით დაიგეგმა – არ იყო სასიამოვნო ხაბეიშვილის დაზიანებების ხილვა, დაფიქსირდა რამდენიმე სამწუხარო ინციდენტი, სამწუხაროა, რომ ძალადობა შობს ძალადობას

მიტინგის ძალადობრივი და კანონსაწინააღმდეგო ხასიათი გამოიხატა როგორც საქართველოს პარლამენტის შენობის პიკეტირებით, ისე სამართალდამცავების მიმართ ფიზიკური ძალადობითა და შეურაცხყოფით, პოლიციელებისთვის სხვადასხვა საგნის – მათ შორის შუშის ბოთლებისა და ქვების სროლით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, ზოგადად, რადიკალური ოპოზიციის, მდიდარი „ენჯეოების“ და მათი მედიასაშუალებების ერთადერთი იარაღი არის ძალადობა. […]
პარლამენტში ანა წითლიძე და მიხეილ ყაველაშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

პარლამენტის პლენარულ სესიაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ანა წითლიძესა და „ხალხის ძალის“ წევრ მიხეილ ყაველაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო. ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც ანა წითლიძემ პარლამენტის ვიცე-სპიკერს გიორგი კახიანს მიმართა, ოპოზიციონერი რომან გოცირიძისთვის ხელის შეშლის გამო, ყაველაშვილისთვის სხდომა დაეტოვებინებინა. საბოლოოდ, ანა წითლიძემ ყაველაშვილს „ნაბიჭვარი“, ხოლო ყაველაშვილმა პასუხად წითლიძეს „ნაგლი“ უწოდა. „ნაგლი….ქალი ხარ…. ვინ არის […]
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ევროპის იმუნიზაციის კვირეულს უერთდება

21-27 აპრილს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება იმუნიზაციის კვირეულში ჩაერთო. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ინფორმაციით, კვირეულის მიზანი ვაქცინაციის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდა და საზოგადოების ყურადღების მიპყრობაა დაავადებათა გავრცელების პრევენციაზე, რასაც რუტინული იმუნიზაცია განაპირობებს. „ევროპის იმუნიზაციის კვირეულის განმავლობაში, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ ქვეყნის მასშტაბით, 15 ფილიალში ორგანიზაციის მოხალისეებისთვის საინფორმაციო სესიები გამართა; მოხალისეებს იმუნიზაციის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია და მასალა […]
ხატია დეკანოიძე – პარტნიორებს ზუსტი წარმოდგენა აქვთ ყველაფერზე, რაც ხდება – არავინ მიატოვებს საქართველოს მოქალაქეებს და ახალგაზრდებს, განსაკუთრებით ევროკავშირი და საერთაშორისო პარტნიორები

არავინ მიატოვებს საქართველოს მოქალაქეებს და ახალგაზრდებს, განსაკუთრებით ევროკავშირი და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები,- ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებების გენერალურ დირექტორ, ერტ იან კოზმანთან საპარლამენტო პარტიების შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. დეკანოიძემ საუბრის დეტალებზე არ ისაუბრა, თუმცა აღნიშნა, რომ პარტნიორებს აქვთ ზუსტი ინფორმაცია იმ ვითარებაზე, რაც საქართველოში ხდება. “ჩვენს პარტნიორებს […]
ანალენა ბერბოკი საქართველოს მთავრობას ახსენებს, რომ მის ხელშია ისტორიული შანსის გამოყენების ბედი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი X-ზე (ყოფილი ტვიტერი) ეხმაურება საქართველოს პარლამენტში “აგენტების კანონის” განხილვას და მისი საწინააღმდეგო პროტესტის დარბევას პოლიციის მხრიდან. გერმანელი დიპლომატი ხელისუფლებას ახსენებს, რომ მის ხელშია ისტორიული შანსის გამოყენების ბედი. “საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არის ისტორიული შესაძლებლობა, რომლის დასაცავად ათიათასობით ადამიანი დგას ქუჩაში. ამ სტატუსის საფუძველია დემოკრატიული, ცოცხალი და კრიტიკული სამოქალაქო საზოგადოება. […]
აქციის მონაწილე ახალგაზრდებს კობახიძე “კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ძალადობრივ ახალგაზრდულ დაჯგუფებებს” უწოდებს

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე “აგენტების კანონის” წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილე ახალგაზრდებს “კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ძალადობრივი ახალგაზრდული დაჯგუფებების წევრებს” უწოდებს და ამბობს, რომ პასუხისმგებლობა ეკისრება ყველას, ვინც მათ გულწრფელ ახალგაზრდებს უწოდებდა. ამის შესახებ კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ილაპარაკა. კობახიძის სიტყვებით, საუბრობს “მოძალადე ახალგაზრდებზე”, რომლებიც [დავით] კეზერაშვილის, [მამუკა] ხაზარაძისა და კონკრეტული უცხოელი დონორების მიერ ფინანსდებიან. “ყველა ცილისმწამებლური […]
პაპუაშვილი: “პოლიტიკოსების მხრიდან აქცია ძალადობაში გადაიზარდა”

ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ კანონს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კვლავ მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილავენ. სხდომა ოპოზიციის დეპუტატების პროტესტის ფონზე წარიმართა, თუმცა პარლამენტის სპიკერი შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის დეპუტატებს სიტყვით გამოსვლის დროს მიკროფონს უთიშავს და მოუწოდებს, კანონპროექტის კონკრეტულ მუხლზე ილაპარაკონ ან კონკრეტული შეკითხვა დასვან. რამდენიმე დეპუტატს დარბაზიც დაატოვებინეს. წუხელ, კანონპროექტის განხილვის დასრულების შემდეგ, პარლამენტის ირგვლივ შეკრებილი მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც […]
“ხო, დღესაც იგივეს ველი” – პრემიერი

პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ. “მინდა მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, პოლიციელებს, რომლებმაც მასშტაბური ძალადობისა და შეურაცხყოფის მიუხედავად, შეძლებისდაგვარად ეფექტიანად მოახერხეს ძალადობის აღკვეთა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვა. რა თქმა უნდა, დღესაც ველით რომ რადიკალური პოლიტიკური უმცირესობის აქცია მიიღებს ძალადობრივ და კანონსაწინააღმდეგო ხასიათს, ეს ყველაფერი გამოხატული იქნება პირველ რიგში სახელმწიფო შენობების პიკეტირების მცდელობით, პოლიციელებზე ძალადობით და მათი შეურაცხყოფით. […]
“რა გვეტყობა ძალაუფლების დასათმობად მზადების?” – პრემიერი

ტვ პირველის ჟურნალისტის კითხვას, ბატონო ირაკლი, ძალაუფლების დასათმობად მზადება დაიწყეთ?, – პრემიერი, ირაკლი კობახიძე, ასე პასუხობს: რა გვეტყობა მაგის? ძალაუფლება არაა მნიშვნელოვანი, მნიშვნელოცვანია ის, რომ აგენტურა არ დაბრუნდეს ქვეყანაში, თეორიული შანსიც არ დარჩეს.