ანა წითლიძე „ოცნებას“ – არა გაქვთ უფლება ისაუბროთ არც 7 ნოემბერზე, არც 26 მაისზე, არც არანაირი შეცდომაზე არცერთი ხელისუფლების – ვიბრძოლებთ, სახელოვნად გავიმარჯვებთ და თქვენ თავჩაქინდრული მოგიწევთ ამ ქვეყანაში ცხოვრება

თქვენი ხელით ხაბეიშვილი არის მკვდარი, თქვენი ხელით ყველა ის ახალგაზრდა, რომელსაც ჩემს თვალწინ „ხარება“ თავისი ზონდერებით დასდევდა და უმოწყალოდ სცემდა, ასფალტზე თავს არტყმევინებდა, არის მკვდარი – არა გაქვთ უფლება ისაუბროთ არც 7 ნოემბერზე, არც 26 მაისზე, არც არანაირი შეცდომაზე არცერთი ხელისუფლების – მინდა ამ სპეცრაზმის თანამშრომლებს მივმართო – თითოეული თქვენგანი გვყავს იდენტიფიცირებული, თითოეული თქვენგანის სახელი […]

პარლამენტის მიერ კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღებას აქციის მონაწილეები შეძახილებით: „არა რუსულ კანონს“, „მონებო“ „რუსებო“ შეხვდნენ

„არა რუსულ კანონს“, „მონებო“ „რუსებო“- ამ შეძახილებით შეხვდნენ პარლამენტის შენობის მიმდებარედ, ჭიჭინაძის ქუჩის კვეთაზეშეკრებილი აქციის მონაწილეები “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღებას. აქციის მონაწილეების თქმით, აღნიშნული კანონპროექტი ქვეყნის ევროინტეგრაციისკენ წინსვლას არ ემსახურება, ის არის “რუსული კანონი”, ამიტომ ხელისუფლებამ კანონი უკან უნდა გაიწვიოს. “უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ” კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღება სტვენით გააპროტესტეს პარლამენტის […]

არმაზ ახვლედიანი – ივანიშვილმა საქართველოს კრემლის წუმპეში ჩატოვება გადაწყვიტა – ახლა, როგორც არასდროს, აუცილებელია მშვიდობიანი, მაგრამ მტკიცე პროტესტი, რომ ამ შავრაზმულმა დაჯგუფებამ საბოლოოდ თავისი ვერ გაიტანოს

ივანიშვილმა საქართველოს კრემლის წუმპეში ჩატოვება გადაწყვიტა – ახლა როგორც არასდროს, აუცილებელია მშვიდობიანი, მაგრამ მტკიცე პროტესტი, იმისთვის, რომ ამ შავრაზმულმა დაჯგუფებამ ვერ გაიტანოს საბოლოოდ თავისი, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, არმაზ ახვლედიანმა ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს სწორ, ეროვნულ, ევროპულ სავალ გზაზე დაბრუნება ჩვენი მტკიცე და დაუღალავი ერთობით არის შესაძლებელი. “ივანიშვილმა გადაწყვიტა მთელი ჩვენი ქვეყნის, საქართველოს […]

ანა ნაცვლიშვილი – მივმართავ ძალოვან უწყებებს: თქვენ ფიცი გაქვთ დადებული სამშობლოს წინაშე და სამშობლოს ჰქვია საქართველო და არა რუსეთი – გაქვთ შანსი, გადმოხვიდეთ ხალხის მხრეს

მივმართავ ძალოვან უწყებებს, ნუ აღმართავთ ხელს საკუთარ მოქალაქეებზე – გაქვთ შესაძლებლობა და შანსი, რომ გადმოხვიდეთ ხალხის მხრეს და იყოთ ამ გამარჯვების თანამონაწილე, – ამის შესახებ “ლელოს” დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა ოპოზიციის ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. “მივმართავ ძალოვან უწყებებს, ნუ აღმართავთ ხელს საკუთარ მოქალაქეებზე. თქვენ ფიცი გაქვთ დადებული სამშობლოს წინაშე და ამ სამშობლოს ჰქვია საქართველო და არა რუსეთი. […]

კორძაია: რომელიმე მოქალაქეს რამე რომ დაემართოს, პასუხს აგებს პერსონალურად კობახიძე

რუსული კანონის მეორე მოსმენით მხარდაჭერის შემდეგ, საპარლამენტო ოპოზიციამ ბრიფინგი გამართა. მათი განცხადებით, დღევანდელ აქციაზე მოქალაქეების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა პირადად ირაკლი კობახიძესა და რუსული კანონის მხარდამჭერ 83 დეპუტატს ეკისრება. “გარეთ მყოფი თითოეული ადამიანი არის ამ ქვეყნის სადარაჯოზე, ევროპული არჩევანის სადარაჯოზე, ამიტომ რომელიმე მართგანს რამე რომ დაემართოს, პერსონალურად ირაკლი კობახიძე და ეს 83 ადამიანი აგებს პასუხს. ახალგაზრდებს მივმართავ, […]

“არ მეგონა, თუ ასეთ არარაობად ჩამოყალიბდებოდი” – ალადაშვილმა კალაძეს მიმართა

საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა კახა ალადაშვილმა თავისი “ფეისბუქის” გვერდით ქალაქის მერს, კახა კალაძეს მიმართა. “მრცხვენია და დარწმუნებული ვარ არა მხოლოდ მე, რომ შენს გვერდით ვითამაშე 10 წელი. არ მეგონა თუ ასეთ არარაობად, მოღალატედ და უსუსურ კაცად ჩამოყალიბდებოდი. ვის უხდი მადლობას? ქალები და ბავშვები რომ წიხლებით სცემა, იმ “სამართალდამცავებს”? ენა, მამული და სარწმუნოებაო, რომ ამბობ, კარგად […]

საპატრიარქო მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს

საპატრიარქო მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს საქართველოს საპატრიარქო მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს: გულისტკივილით ვადევნებთ თვალს იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის წინა დღებში რუსთაველის პროსპექტზე განვითარებულ მოვლენებს. დამაფიქრებელია ის დაძაბული ვითარება და პოლარიზება, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში არსებულმა ბოლოდროინდელმა აზრთა სხვადასხვაობამ გამოიწვია. სამწუხაროდ ადამიანები დაუფარავად ავლენენ ერთმანეთისადმი სიძულვილს, კატეგორიულ მიუღებლობას და […]

83 დეპუტატი, ვინც „რუსულ კანონს“ მხარი II მოსმენით დაუჭირა | სია

პარლამენტმა „რუსული კანონი“ მოსმენით, ამჯერადაც 83 ხმით მიიღო. კანონპროექტს მხარი დაუჭირა საპარლამენტო უმრავლესობიდან „ქართული ოცნების“ 72 დეპუტატმა და „ხალხის ძალის“ 9 წევრმა, ასევე, „ევროპელი სოციალისტებიდან“ 2-მა წევრმა, ფრიდონ ინჯიამ და ავთანდილ ენუქიძემ. კანონპროექტს მხარი დაუჭირეს დეპუტატებმა: · გიორგი ბარვენაშვილი · გია ბენაშვილი · ირაკლი (დაჩი) ბერაია · რიმა ბერაძე · მაია ბითაძე · ანზორ ბოლქვაძე […]

პარლამენტმა „აგენტების კანონი“ მეორე მოსმენით მიიღო

83 ხმით, 23-ის წინააღმდეგ, პარლამენტმა „აგენტების კანონი“ მეორე მოსმენით მიიღო. მუხლობრივი განხილვა მწვავე კამათით მიმდინარეობდა. პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დარბაზიდან გააძევა ოთხი ოპოზიციონერი დეპუტატი: თაკო ჩარკვიანი, სალომე სამადაშვილი, გიორგი ბოტკოველი და თინა ბოკუჩავა. პარლამენტის თავმჯდომარე შეკითხვის დასმისას დეპუტატებს ხშირად უთიშავდა მიკროფონს და კონკრეტული მუხლის შესახებ ლაპარაკისკენ მოუწოდებდა. მან ერთ-ერთ მუხლზე მსჯელობისას დეპუტატებს დაზუსტების საშუალებაც არ […]

დეპუტატები პარლამენტს რობოკოპების დახმარებით ტოვებენ

83 მომხრე, 23 წინააღმდეგი – პარლამენტმა რუსულ კანონს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა. რუსული კანონის მომხრე დეპუტატები საკანონმებლო ორგანოს ელვის სისწრაფით ერთი მეორეს მიყოლებით ტოვებენ. მათ გზა სპეცდანიშბულების რაზმმა გაუთავისუფლა, რომ რუსული კანონის მოწინააღმდეგეების შეძახილებს მათთვის დისკომფორტი არ შეექმნათ. ამასთან, პარლამენტის შიდა ეზო ჩაბნელებულია, რომ ადგილზე მობილიზებულმა მედიამ დეპუტატების შენობიდან გასვლა არ დააფიქსიროს.