„სამართალდამცველებმა უზრუნველყვეს დეპუტატების საკანონმდებლო ორგანოს შენობიდან უსაფრთხოდ გამოსვლა“ – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო პარლამენტის შენობასთან არსებული ვითარების შესახებ განცხადებას ავრცელებს. „პოლიციის სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, მოვლენების ხელოვნურად ესკალაციისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებულნი არიან პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე. სამართალდამცველებმა უზრუნველყვეს დეპუტატებისა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლების, საკანონმდებლო ორგანოს შენობიდან უსაფრთხოდ გამოსვლა. ამ დროისთვის, ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩიდან მიმდინარეობს პოლიციის კორდონების გაყვანა და აქციის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ […]

რუსთაველზე შეკრებილები პარლამენტისთვის ალყის შემორტყმას აპირებენ

თბილისში, რუსთაველის გამზირზე შეკრებილები, პარლამენტის შენობის მიმდებარე ქუჩებში მსვლელობასა და საკანონმდებლო ორგანოს ალყაში მოქცევას აპირებენ. აქციის ნაწილი წავა პირველი გიმნაზიის მიმართულებით, მეორე ნაწილი — მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლისკენ და შემოივლიან მთაწმინდის ქუჩებს. ამის შესახებ ინფორმაცია აქციის მონაწილეებს რატი ამაღლობელმა მიაწოდა. „ჩვენ დავიწყებთ არაძალადობრივ მოძრაობას თბილისის ქუჩებში. ჩვენ ვიცავთ საქართველოს წარსულს, აწმყოსა და მომავალს. ჩვენ ვიცავთ იმ […]

ეს არის ნეო-ნაციზმი. ეს არის ლიბერალური ფაშიზმი. ამ რეჟიმის დაბრუნებას ცდილობენ საქართველოში

„ესენი წარმოადგენენ აბსოლუტურად გან-სულიერებულ არსებებს, რომლებმაც მათში დაბადებიდან ჩადებული უფლის ხატი და მსგავსება არც კი გაყიდეს – უსასყიდლოდ ჩააბარეს სატანას, რომლის რიგებში ჩვენი და ჩვენი ახლობლების სულების გაერთიანებაც სურთ,” – წერს ოპოზიციის მისამართით სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი. როგორც ქართველიშვილი წერს, რადიკალები საქართველოში ფაშიზმის ახალი ფორმით დანერგვას ცდილობენ. „ეს არის ნეო-ნაციზმი. ეს არის […]

გაუმარჯოს ერთიან, დამოუკიდებელ საქართველოს – მამული, ენა, სარწმუნოება – ბაჩანა ჭანტურია

ქორეოგრაფიული ანსამბლი „აფხაზეთის“ ხელმძღვანელი ბაჩანა ჭანტურია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ გაუმარჯოს ერთიან დამოუკიდებელ საქართველოს. „გაუმარჯოს ერთიან, დამოუკიდებელ საქართველოს. გვფარავდეს უფალი. მამული, ენა, სარწმუნოება“- წერს ბაჩანა ჭანტურია.

ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მასიმილიანო დ’ანტუონოს შეხვდა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მასიმილიანო დ’ანტუონოს შეხვდა. შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკას შორის ორმხრივ ურთიერთობებზე და თანამშრომლობის გაღრმავებაზე სხვადასხვა სფეროში. ხაზი გაესვა იტალიის მნიშვნელოვან როლს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საქმეში. საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე პროცესებს.

რევოლუცია გინდა კახა ოქრიაშვილო?! – ვატო შაქარიშვილი “პეესპე”-ს განცხადებაზე

საზოგადოებრივი მოძრაობა „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი ფარმაცევტული კომპანიის „PSP” განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც კომპანია ფიზიოლოგიურ ხსნარს და პირბადეს უფასოდ გასცემს. როგორც შაქარიშვილი აღნიშნავს, პენსიონერებს, სიმსივნის და სხვა მძიმე დაავადებების მქონე ადამიანებს ყვლიფავს და აგრესიული მომიტინგეების წახალისებას ახდენს! „პენსიონერებს, სიმსივნის და სხვა მძიმე დაავადებების მქონე ადამიანებს ყვლიფავს და აგრესიული მომიტინგეების წახალისებას ახდენს! […]

მომდევნო დღეებში ეცდებიან გადაიყვანონ ეს ყველაფერი ძალადობრივ ესკალაციაში

მიმდინარე პროცესის დაძაბვა, სიტუაციის გაუარესება და დესტაბილიზაცია – ეს არის პოლიტიკური უმცირესობის ძალადობრივი გეგმის ნაწილი. მომდევნო დღეებში ეცდებიან გადაიყვანონ ეს ყველაფერი ძალადობრივ ესკალაციაში და ძალადობრივ ფაზაში. ამისთვის მოქალაქეთა ნაწილის გულწრფელი პროტესტი, სხვადასხვა პროფესიის ადამიანების ჩართვა სჭირდებათ, მაგრამ ეს მათი გეგმის ერთი ნაწილია და საბოლოო ჯამში, მიზანია, ეს პროცესები გადაზარდონ ძალადობაში და სახელმწიფოზე შეტევაში, – ამის […]

ამ პროცესმა ფაშისტები გამოავლინა – ფაშიზმი შეცდომა არასდროს არის, ეს გააზრებული ბოროტება და არჩევანია

ამ პროცესმა ფაშისტები გამოავლინა, ფაშიზმი შეცდომა არასდროს არის, ეს გააზრებული ბოროტება და არჩევანია, თანაც ეს უკვე უკურნებელი სენია…- წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. მისი თქმით, ამ ადამიანებს არავითარი ძალაუფლება არ უნდა მივცეთ, რადგან დიდი ბოროტების შექმნისთვის მათ მხოლოდ შესაბამისი ინსტრუმენტები აკლიათ. „ამ პროცესმა ფაშისტები გამოავლინა. ერთი შეხედვით, ადამიანები თურმე რეალურად […]

“[ქართულ ოცნებას] ლეგიტიმურობა დაკარგული აქვს” – ინტერვიუ ფადი ასლისთან

იცვლება თუ არა ღიად საქართველოს მიერ კონსტიტუციით დეკლარირებული კურსი? “ანალიტიკა” საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარეს ფადი ასლის ესაუბრა, რომელმაც გუშინ ღია მიმართვა გაავრცელა, სადაც ხაზგასმულია, რომ საქართველოს მთავრობის მიერ რუსული კანონის ამოქმედება გამოიწვევს არასასურველი შედეგების სერიას, რომელიც ღრმად აისახება ბიზნესგარემოზე, ეკონომიკაზე და საქართველოს მთლიან კეთილდღეობაზე. – მოგესალმებით, ბატონო ფადი. დიდი მადლობა, რომ პასუხობთ ჩემს შეკითხვებს. […]

ხატია დეკანოიძე – ძალიან მნიშვნელოვანია, სწორი, კატეგორიული და ხისტი პასუხი გავცეთ ხელისუფლებას სამარცხვინო საქციელზე – იძულებულები იქნებიან, სპეცრაზმის საშუალებით გაიპარონ პარლამენტის შენობიდან

ახლა ტელევიზორებთან ჯდომის დრო არ არის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ერთად შევიკრიბოთ და ძალიან სწორი, კატეგორიული და ხისტი პასუხი გავცეთ ხელისუფლებას ამ სამარცხვინო საქციელზე, – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ ოპოზიციონერი დეპუტატების ერთობლივ ბრიფინგზე მას შემდეგ განაცხადა, რაც პარლამენტმა მეორე მოსმენით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მიიღო. დეკანოიძის თქმით, ამ კენჭისყრის შემდეგ უმრავლესობის დეპუტატები […]