“ოცნებამ” „რუსული კანონი“ მეორე მოსმენით მიიღო

83 მომხრე, 23 წინააღმდეგი – ხმაურისა და საზოგადოების მასშტაბური პროტესტის ფონზე, “ქართულმა ოცნებამ” რუსულ კანონი მეორე მოსმენით მიიღო.
ანრი ოხანაშვილი – არჩევანი მარტივია, ჩვენ დაწყებული საქმე ბოლომდე უნდა მოვიყვანოთ! – ბოლომდე ვიბრძოლებთ!

არჩევანი მარტივია, ჩვენ დაწყებული საქმე ბოლომდე უნდა მოვიყვანოთ! – ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ! – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მან ოპოზიციას “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. “ქართულ ოცნებას” ვერ პატიობენ, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში არის მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება. ამიტომ ჩვენ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებით, ბოლომდე ვიბრძოლებთ, […]
თამარ კორძაია – 83-მა დეპუტატმა ხელი მოაწერა სახელმწიფოს ღალატს

83-მა დეპუტატმა ხელი მოაწერა სახელმწიფოს ღალატს, – ამის შესახებ დეპუტატმა თამარ კორძაიამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღების შემდეგ ოპოზიციის ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. ამასთან, თამარ კორძაიას განცხადებით, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე აქციის მონაწილეების მიმართ სასტიკი მოპყრობა დააანონსა, ამიტომ თუ რომელიმე მათგანს თუ რამე დაემართება მისი პერსონალური პასუხისმგებლობა იქნება. „ერთი საათით ადრე ირაკლი კობახიძემ […]
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო. პლენარულ სხდომაზე გამართულ კენჭისყრაზე პროექტს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი წავიდა პარლამენტის 23 წევრი. კანონპროექტს საკანონმდებლო ორგანო მეორე მოსმენით 2 დღის განმავლობაში, მუხლობრივად განიხილავდა. პროცესი როგორც გუშინ, ისე დღეს, უმრავლესობისა და ოპოზიციის დეპუტატებს შორის ცხადე კამათის ფონზე მიმდინარეობდა. ცნობისთვის, ფრაქცია “ქართული ოცნების” მიერ უკვე მეორედ ინიცირებული […]
ეკა ხერხეულიძე უმრავლესობას – ხშირად ამბობთ, რომ გლობალური ომის პარტია ვართ – საქართველოში თუკი ვინმეა ომის პარტია და თან გლობალურის – ეს თქვენ ბრძანდებით

ხშირად ამბობთ, რომ გლობალური ომის პარტია ვართ. საქართველოში თუკი ვინმეა ომის პარტია და თან გლობალურის – ეს თქვენ ბრძანდებით, იმიტომ, რომ ათეულობით წლის განმავლობაში დაგროვილი მეგობრობა საფრთხის წინაშე დააყენეთ, – ასე მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ეკა ხერხეულიძემ პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას უმრავლესობის დეპუტატებს. მისივე თქმით, მმართველმა გუნდმა ომი გამოუცხადა ქვეყნის ყველა მეგობარს, ვინც […]
მეუფე გრიგოლი – ჩვენ კვლავ ვხედავთ საზოგადოების მხრიდან უმწვავეს პროტესტს, რაც ამ კანონპროექტის პარლამენტში დაბრუნებას მოჰყვა – სამწუხაროდ, საზოგადოებაში არსებული ეჭვების გაფანტვას და დაძაბულობის დამშვიდებას ხელი ვერ შეუწყო საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებამ

დღეს, ერთი წლისთავზე, ჩვენ კვლავ ვხედავთ საზოგადოების მხრიდან უმწვავეს პროტესტს, რაც ამ კანონპროექტის პარლამენტში დაბრუნებას მოჰყვა; გასული წლის მოვლენებისას შეძენილი გამოცდილებიდან ყველას უნდა სცოდნოდა, თუ რა შესაძლო განვითარება მოყვებოდა პარლამენტში ხელახალი განხილვების დაწყებას. და მაინც, ეს მოხდა და დღეს სახეზეა მოვლენათა დრამატული განვითარება , – ამის შესახებ მეუფე გრიგოლის მიმართვაშია ნათქვამი, რითაც ფოთისა და ხობის […]
რუსულმა რეჟიმმა რუსული კანონი II მოსმენით მიიღო

საქართველოს პარლამენტმა რუსულ კანონს II მოსმენით მხარი დაუჭირა – მომხრე 83 დეპუტატი იყო. პლენარული სხდომაზე მეორე მოსმენით რუსული კანონის განხილვა 30 აპრილს დაიწყო, თუმცა განხილვების ნაწილი და კენჭისყრა 1 მაისს გაიმართა. 30 აპრილს სხდომის პარალელურად პარლამენტთან რუსული კანონის საწინააღმდეგო მორიგი აქცია მიმდინარეობდა. დაახლოებით 21:00 საათიდან სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების დარბევა დაიწყეს. მთელი ღამის განმავლობაში მათ წინააღმდეგ […]
ვინ და როგორ ეხმარება აქციაზე დასწრების მსურველებს – ინფორმაცია ჯგუფებსა და ფონდებზე

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეობის მსურველებისთვის სოციალურ ქსელში ჯგუფი შეიქმნა, სადაც მოქალაქეები დასარჩენად სახლებს სთავაზობენ მათ, ვინც ვერ ახერხებს აქციის დღეს შინ დაბრუნებას. ამასთან, ჯგუფის წევრები სთავაზობენ მგზავრობის დაფინანსებას იმ ადამიანებს, ვისაც თბილისში აქციაზე ჩამოსვლა უნდათ. ჯგუფს სახელად დაიტოვე ჰქვია. “ჯგუფი შეიქმნა ადამიანების დასაკავშირებლად. მათი, ვისაც აქციაზე უნდა ყოფნა, თუმცა ცხოვრობენ რეგიონებში და ვერ ახერხებენ […]
“ქვეყანაში ისედაც მცირე უცხოური ინვესტიციები შემოდის და ამის სრულად შეჩერება, ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება”- ალექსანდრე რატიშვილი

„ყველანაირი ქმედება, ვისი ჩადენილიც არ უნდა იყოს, რომელიც ევროკავშირს გვაშორებს და გვაპირისპირებს, ამასთან ევროპულ ღირებულებებთან, ევროპულ ოჯახთან, რომლისკენაც აგერ უკვე საუკუნეა მივისწრაფით, გვაშორებს, არის კატეგორიულად მიუღებელი”, – ამის შესახებ, საქართველოს გადასახადის გადამხდელთა კავშირის პრეზიდენტმა, ალექსანდრე რატიშვილმა BM.GE-სთან განაცხადა. მისი თქმით, თუ ამ კანონის მიღება მაინც მოხდება, რთული წარმოსადგენი არ უნდა იყოს შედეგები, რაც შეიძლება მოხდეს, […]
პარლამენტმა „აგენტების კანონი“ მეორე მოსმენით მიიღო

83 ხმით, 23-ის წინააღმდეგ, პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე „აგენტების კანონი“ მეორე მოსმენით მიიღო. მუხლობრივი განხილვა მწვავე კამათით მიმდინარეობდა. პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დარბაზიდან გააძევა ოთხი დეპუტატი ოპოზიციიდან: თაკო ჩარკვიანი, სალომე სამადაშვილი, გიორგი ბოტკოველი და თინა ბოკუჩავა. პარლამენტის თავმჯდომარე შეკითხვის დასმისას დეპუტატებს ხშირად უთიშავდა მიკროფონს და კონკრეტული მუხლის შესახებ ლაპარაკისკენ მოუწოდებდა. მან ერთ-ერთ მუხლზე მსჯელობისას დეპუტატებს დაზუსტების […]