ჩიტაძის ქუჩაზე, სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების მიერ დანთებული ცეცხლის ჩასაქრობად ქაფი გამოიყენეს

პარლამენტის მიმდებარედ, ჩიტაძის ქუჩაზე, სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების მიერ დანთებული ცეცხლის ჩასაქრობად ქაფი გამოიყენეს. “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგეებმა ცეცხლი ხის ბარიკადებს წაუკიდეს და პროტესტი ამ ფორმით გამოხატეს. სამართალდამცველები ტერიტორიაზე პერიოდულად ისვრიან ე.წ. წიწაკის სპრეისა და წყლის ჭავლსაც. მანამდე მათ აქციის მონაწილეების მისამართით გამოიყენეს წყლის ჭავლი და სავარაუდოდ, რეზინის ტყვიებიც. დაშავებულია არა ერთი მოქალაქე. მათ […]

ბათუმში აქცია – “არა რუსულ კანონს” დასრულდა

“არა რუსულ კანონს” – ამ მოწოდებით ბათუმში ევროპის მოედანზე საპროტესტო აქცია დასრულდა. ბათუმელმა სტუდენტებმა აქცია-მსვლელობა ბათუმის ქუჩებში გამართეს. მანამდე ბათუმის უნივერსიტეტთან სიმბოლურად შეიკრიბნენ და თბილისში მიმდინარე პროცესები შეაფასეს. სტუდენტები სოლიდარობას უცხადებენ, დედაქალაქში აქციის მონაწილეებს და აცხადებენ, რომ ხვალ ბათუმიდან სტუდენტები თბილისისკენ გაემართებიან, რათა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით საპროტესტო აქციებში მიიღონ მონაწილეობა. ასევე, სტუდენტები […]

პარლამენტთან, სავარაუდოდ, რეზინის ტყვიების გასროლის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი პირი კლინიკაში გადაიყვანეს

პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე ერთ-ერთი ახალგაზრდა სასწრაფო დახმარებამ თვალის არეში დაზიანებით კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსში“ გადაიყვანა. აქციის მონაწილეს, სავარაუდოდ, რეზინის ტყვია მოხვდა. როგორც „ნიუ-ჰოსპიტალსმა“ „ინტერპრესნიუსს“ აცნობა, აქციის მონაწილეს გამოკვლევები უტარდება. კლინიკაში აქციიდან კიდევ ერთი დაშავებულია გადაყვანილი, სასუნთქი გზების დაზიანებით.

საია – გამოყენებულ სპეციალურ საშუალებათა უკანონო პრაქტიკებს შორის, განსაკუთრებით საგანგაშოა რეზინის ტყვიების გამოყენება ახლო მანძილიდან, სასიცოცხლო ორგანოების მიმართულებით ან/და იმ პირთა მიმართ, რომელთაგანაც არ მომდინარეობდა საფრთხე

[სპეცდანიშნულების რაზმის მიერ აქციის მონაწილეების მისამართით] გამოყენებულ სპეციალურ საშუალებათა უკანონო პრაქტიკებს შორის, განსაკუთრებით საგანგაშოა: რეზინის ტყვიების გამოყენება ახლო მანძილიდან, სასიცოცხლო ორგანოების (სახის, მუცლის არის) მიმართულებით ან/და იმ პირთა მიმართ, რომელთაგანაც არ მომდინარეობდა საფრთხე; ცრემლსადენი გაზის სროლა სახურავიდან ქვემოთ, მშვიდობიანად მდგომი ხალხის მიმართულებით რუსთაველის გამზირზე, რაც არღვევს ცრემლსადენი გაზის კაფსულების გამოყენების წესს და ცხელი კაფსულის მოხვედრის […]

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – იმედგაცრუებით ვნახეთ, რომ საქართველომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობაზე“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო – ეს კანონი ევროკავშირისკენ გზა არ არის

იმედგაცრუებით ვნახეთ, რომ საქართველომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობაზე“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო. ეს კანონი ევროკავშირისკენ გზა არ არის – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელში წერს. „დღეს ესტონეთი ევროკავშირში მე-20 წლისთავს აღნიშნავს და დიდი იმედგაცრუებით ვნახეთ, რომ საქართველომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობაზე” კანონპროექტი მიიღო მეორე მოსმენით მოწოდებების მიუხედავად, რომ არ ექნა ეს. მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ […]

აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობასთან პოლიციის ბარიკადები მოარღვიეს

აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობის წინა მხარეს პოლიციის ბარიკადები მოარღვიეს. ისინი სამართალდამცველებს სხვადასხვა ნივთებს ესვრიან. აქციაზე ვითარება კვლავ დაძაბულია. სამართალდამცველები აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ე.წ. წიწაკის პრეის და წყლის ჭავლს ერთდროულად იყენებენ. მოქალაქეები, წინააღმდეგობის მიუხედავად, არ იშლებიან.

მდინარაძე: ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია, ხერხემლის თიაქარი აღმომაჩნდა, ამიტომ არ ვიყავი სხდომაზე

დილით ფეხი ვეღარ დავდგი, რომ იტყვიან, გაუსაძლისი ტკივილი მქონდა და აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი სეკვესტრირებული თიაქარით დავდიოდი. ხვალ დილით მიკეთებენ ოპერაციას ხერხემალზე და ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია. ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე TV პირველთან სატელეფონო საუბარში განმარტავს, რატომ არ ესწრებოდა რუსული კანონის მეორე მოსმენით კენჭისყრას.

საია: რეზინის ტყვიებს იყენებენ ახლო მანძილიდან, გაზის კაფსულებს ისვრიან სახურავიდან

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ინფორმაციით, სპეცრაზმმა მშვიდობიანი აქციის მონაწილეების მიმართ სპეციალური საშუალებების გამოყენება 22:00 საათიდან დაიწყეს – თავდაპირველად ჩიტაძის ქუჩაზე პარლამენტის შესასვლელთან, ხოლო შემდეგ 23:20-დან ჩიტაძის ქუჩისა და რუსთაველის გამზირის კვეთის მიმდებარედ. “თავდაპირველად აქტიური სპეციალური საშუალებების გამოყენებას ჩიტაძის ქუჩაზე წინ უძღვოდა რამდენიმე პირის მიერ ჭიშკრის უჯრედებზე ჩაჭიდება და ხმაურით პროტესტის გამოხატვა, ხოლო, შემდეგ საშუალებების გამოყენება უკვე […]

„ხვალ დილით მიკეთებენ ოპერაციას ხერხემალზე, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს სესიაზე, ჩათვალეთ 84-ე ხმა ჩემია“- მამუკა მდინარაძე

ხვალ დილით მიკეთებენ ოპერაციას ხერხემალზე, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა, ჩემია – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძენ განაცხადა. მდინარაძე განმარტავს, რატომ, არ ესწრებოდა პლენარულ სესიას, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავდნენ, „დილით ფეხი ვეღარ დავდგი, გაუსაძლისი ტკივილი მქონდა, როგორც აღმოჩნდა, ბოლო ეს პერიოდი, როგორც ექიმებმა ამიხსნეს, 12 მილიმეტრიანი სეკვესტრირებული თიაქარით […]

ხვალ დილით მიკეთებენ ოპერაციას ხერხემალზე, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ 84-ე ხმა ჩემია

ხვალ დილით მიკეთებენ ოპერაციას ხერხემალზე, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ 84-ე ხმა ჩემია ხვალ დილით მიკეთებენ ოპერაციას ხერხემალზე, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა, ჩემია – ამის შესახებ საპარლამენტო უმმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა. „დილით ფეხი ვეღარ დავდგი, გაუსაძლისი ტკივილი მქონდა, როგორც აღმოჩნდა, ბოლო ეს პერიოდი, როგორც ექიმებმა ამიხსნეს, 12 მილიმეტრიანი სეკვესტრირებული […]