ალექსანდრე დარახველიძე – აქციის მონაწილეები სხვადასხვა ნივთისა და კონსტრუქციის, ასევე გაურკვეველი წარმოშობის ცრემლსადენი აირის გამოყენებით ცდილობენ პარლამენტის შენობაში შეჭრას და ახორციელებენ თავდასხმებს პოლიციელებზე

აქციის მონაწილეები ძალადობრივი ქმედებებით, სხვადასხვა ნივთისა და კონსტრუქციის გამოყენებით, ასევე გაურკვეველი წარმოშობის ცრემლსადენი აირის გამოყენებით ცდილობენ პარლამენტის შენობაში შეჭრას და ახორციელებენ თავდასხმებს პარლამენტის შენობაში მყოფ პოლიციელებზე, – ამის შესახებ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა. მისი თქმით, „ძალადობრივი ქმედებების შედეგად“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელი დაშავდა. „საზოგადოება სხვადასხვა ტელეარხის პირდაპირი […]
მამუკა მდინარაძე – ცოცხალი ადამიანი ვერ ნახეს, რომელიც წინ დაუდგებოდა და დაიწყეს ქვების სროლა, ჭიშკრის მონგრევა, როგორღა უნდა დამტკიცდეს, რომ დემონსტრაცია სამწუხაროდ, არ არის მშვიდობიანი?

ცოცხალი ადამიანი ვერ ნახეს, რომელიც წინ დაუდგებოდა და დაიწყეს ქვების სროლა, ჭიშკრის მონგრევა, რაღაზე ვლაპარაკობთ? როგორღა უნდა დამტკიცდეს საკუთარი თვალით ნანახის იქით, რომ დემონსტრაცია სამწუხაროდ, არ არის მშვიდობიანი? – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ. მისი თქმით, გუშინ კიდევ ჰქონდათ ინტერპრეტაციის საშუალება, რადგან უშუალო შეხება იყო, რომ ვიღაცას ეთქვა, პირველმა ამან დაარტყა, თუ იმან ისროლა, […]
დარახველიძის მტკიცებით, სპეცრაზმს აქციაზე რეზინის ტყვიები არ გამოუყენებია

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის მტკიცებით, სპეცრაზმი აქციაზე მხოლოდ “კანონით დადგენილ სპეციალურ საშუალებებს” – წყლის ჭავლს, ცრემლსადენ გაზსა და წიწაკის სპრეის იყენებს და რეზინის ტყვიების სროლას ადგილი არ ჰქონია. “მიუხედავად იმისა, რომ აქცია არის ძალადობრივი ხასიათის, შსს-ს ამ დრომდე არ განუხორციელებია აქციის შეწყვეტისთვის საჭირო ღონისძიებები. კერძოდ რობოკოპების მეშვეობით ტერიტორიის გაწმენდა. შესაბამისად, სრულიად გაუგებარია ზოგიერთი […]
აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს

აქციის მინაწილეებმა იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს. მომიტინგეები პერიმეტრზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით არის მისული და ტრანსპორტს გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ.
,,დილით ფეხი ვეღარ დავდგი, რომ იტყვიან, გაუსაძლისი ტკივილი მქონდა“ – მამუკა მდინარაძე

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე TV პირველთან სატელეფონო საუბარში განმარტავს, რატომ არ ესწრებოდა რუსული კანონის მეორე მოსმენით კენჭისყრას: ,,დილით ფეხი ვეღარ დავდგი, რომ იტყვიან, გაუსაძლისი ტკივილი მქონდა და აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი სეკვესტრირებული თიაქარით დავდიოდი. ხვალ დილით მიკეთებენ ოპერაციას ხერხემალზე და ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია.“
,, რატომ ხარჯავთ ამ ახლგაზრდების ენერგიას და ძალებს ფუჭად?” – ირაკლი მელაშვილი

ყოფილი პარლამენტარი ირაკლი მელაშვილი სოციალურ ქსელში წერს: ,,საუკეთესო საშუალება მიანავლო ეს პროტესტი არის მრავალრიცხოვანი აქციების დანარჩენი საქართველოსთვის მარაზმად ქცევა. ორგანიზატორებიდან ვინმე რამეს აკონტროლებს მანდ რაც ხდება ? რა აზრი აქვს ამ მაგ ცარიელი შენობის რკინის კარებთან ჯაჯგურს და ადამიანების დაშავებას? რატომ ხარჯავთ ამ ახლგაზრდების ენერგიას და ძალებს ფუჭად? არ დამიწყო ახლა რას პროფესორობ, ახლა ამის […]
შსს: რეზინის ტყვიები არ გამოგვიყენებია

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის მტკიცებით, უწყებას აქციის მონაწილეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები არ გამოუყენებია. ალექსანდრე დარახველიძის თქმით, სამართალდამცველები იყენებენ წყლის ჭავლს, ცრემლსადენ გაზს და წიწაკის სპრეის. “მიუხედავად იმისა, რომ აქცია არის ძალადობრივი ხასიათის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არ განუხორციელებია აქციის შეწყვეტისთვის საჭირო ღონისძიებები, კერძოდ, ე.წ რობოკოპების მეშვეობით ტერიტორიის გაწმენდა. შესაბამისად, სრულიად გაუგებარია ზოგიერთი ტელეარხის მიერ […]
საქართველო გზაგასაყარზეა, ის ევროპისკენ მიმავალ გზაზე უნდა დარჩეს – ურსულა ფონ დერ ლაიენი

საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი განცხადებით ეხმაურება. რომელსაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. „ღრმა შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში. საქართველოს მოქალაქეები დემოკრატიისადმი ძლიერ ერთგულებას ავლენენ. საქართველოს მთავრობამ ეს მკაფიო გზავნილი უნდა გაითვალისწინოს. ევროკავშირმა ასევე მკაფიოდ გამოხატა თავისი შეშფოთება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით.
ჩიტაძის ქუჩაზე აქციის მონაწილეები ნაგვის ურნების გამოყენებით ბარიკადებს აწყობენ – სპეცრაზმი ტერიტორიაზე პერიოდულად იყენებს ცრემლსადენ გაზს

ჩიტაძის ქუჩაზე აქციის მონაწილეთა პროტესტი გრძელდება. ცოტა ხნის წინ, აქციის მონაწილეებმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ეზოს შესასვლელთან ნაგვის ურნები მიიტანეს და და კარებთან განალაგეს. ამის შემდგომ კი, სპეცრაზმმა პარლამენტის შენობის ეზოდან აქციის მონაწილეთა მისამართით ისროლა ცრემლსადენი გაზი.
შსს – პოლიციას რეზინის ტყვიები არ გამოუყენებია – თავდასხმის მოსაგერიებლად იყენებს წყლის ჭავლს, ცრემლსადენ გაზსა და წიწაკის სპრეის

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, მიუხედავად იმისა, რომ სრული საკანონმდებლო საფუძველი ჰქონდათ, რეზინის ტყვიები არ გამოუყენებიათ, – ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, პოლიცია პარლამენტის შენობაზე თავდასხმის მოსაგერიებლად იყენებს კანონით დადგენილ სპეციალურ საშუალებებს, კერძოდ: წყლის ჭავლს, ცრემლსადენ გაზსა და წიწაკის სპრეის. „ინფორმირების მიზნით გვსურს განვაცხადოთ, რომ პოლიცია პარლამენტი შენობაზე თავდასხმის მოსაგერიებლად […]