იოსელიანი: მნიშვნელოვანია, აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების ფარგლებს

სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი პარლამენტთან მიმდინარე პროტესტს ეხმაურება და წერს, რომ მნიშვნელოვანია, აქციის მონაწილეები შეკრების თავისუფლების ფარგლებს არ გასცდნენ. “ამ დროისთვის (22:25სთ) სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა ჩიტაძის ქუჩის მხრიდან საქართველოს პარლამენტის შენობის ჭიშკართან, სადაც აქციის მონაწილეთა ნაწილი ცდილობდა ჭიშკრის მთლიანობის დაზიანებას. საქართველოს სახალხო დამცველი განმარტავს, რომ მართალია შეკრების თავისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტი შეკრების ადგილმდებარეობის არჩევის თავისუფლებაა, […]
ახლოდან ისროლეს რეზინის ტყვიები, სახურავებიდან გადმოყარეს გაზის კაფსულები — საია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, პოლიციამ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ წიწაკის სპრეის, ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიების და წყლის ჭავლის გამოყენება 22:00 საათზე დაიწყო. „თავდაპირველად აქტიური სპეციალური საშუალებების გამოყენებას ჩიტაძის ქუჩაზე წინ უძღვოდა რამდენიმე პირის მიერ ჭიშკრის უჯრედებზე ჩაჭიდება და ხმაურით პროტესტის გამოხატვა, ხოლო, შემდეგ საშუალებების გამოყენება უკვე გადაიზარდა დემონსტრანტების ფართო მასების მიმართულებით. გამოყენებულ […]
შს სამინისტროში ბრიფინგი ჩაინიშნა

შს სამინისტროში ბრიფინგი ჩაინიშნა. პრესსამსახურის ინფორმაციიტ, შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი 00:00 საათზე გაიმართება. როგორც შსს- ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ბრიფინგს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე გამართავს.
ჩიტაძის ქუჩაზე აქციის მონაწილეების მისამართით ცრემლსადენ გაზს და წყლის ჭავლს კვლავ იყენებენ

სპეცდანიშნულების რაზმმა ჩიტაძის ქუჩაზე მყოფი მოქალაქეების მისამართით ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი კიდევ ერთხელ გამოიყენა. ტერიტორიაზე სამართალდამცველები შესაბამის ღონისძებას პერიოდულად მიმართავენ. წყლის ჭავლისა და ცრელმსადენი გაზის გამოყეების მიუხედავად მოქალაქეები კლავ რჩებიან ტერიტორიაზე.
მამუკა მდინარაძე – ხვალ დილით მიკეთებენ ოპერაციას ხერხემალზე, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს სესიაზე, ჩათვალეთ 84-ე ხმა ჩემია

ხვალ დილით მიკეთებენ ოპერაციას ხერხემალზე, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა, ჩემია – ამის შესახებ საპარლამენტო უმმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მდინარაძე განმარტავს, რატომ, არ ესწრებოდა პლენარულ სესიას, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავდნენ, „დილით ფეხი ვეღარ დავდგი, გაუსაძლისი ტკივილი მქონდა, როგორც აღმოჩნდა, ბოლო ეს პერიოდი, როგორც ექიმებმა ამიხსნეს, 12 მილიმეტრიანი სეკვესტრირებული თიაქარით […]
არ გამოვიწვიოთ ძალადობა, ეშმაკი ისედაც გააქტიურებულია და ეს ვიმყოფინოთ, ვიყოთ მშვიდობიანად – პრეზიდენტი აქციის მონაწილეებს

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილიმა ე.წ. რუსული კანონის მოწინააღმდეგე დემონსტრანტებს პრეზიდენტის სასახლიდან მიმართა. მისი თქმით, ახლა მთავარი ბრძოლა არჩევნებზე გადის. ,,მინდა მივმართო გულანთებულ ახალგაზრდებს, რომლებიც დღეს არიან და ამ დონეზე აზიარებენ თავიანთ ენერგიას. დაანებეთ თავი პარლამენტის კარებს. იქ არაფერი აღარ ხდება. იქ მეორე მოსმენით უკვე მიღებულია ეს კანონი და ჩვენი ბრძოლა, რადგან ეს პრაქტიკულად უკვე კანონია, გადის […]
,,საქართველო, საქართველოს ძახილში ცეცხლს უკიდებენ თბილისს!!!“ – მაია ნიკოლეიშვილი

სამედიცინო ექსპერტი, მაია ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს: ,,საქართველო, საქართველოს ძახილში ცეცხლს უკიდებენ თბილისს!!! აყარეს ქვაფენილი. ცეცხლით და ქვის სროლით ევროპაში!!! ოღონდ…შუა საუკუნეების ევროპაში, ინკვიზიციის ხანაში, სიშლეგის, კოცონზე დაწვის ხანაში!!! ასეთ ველურებს ევროპაში მომენტალურად ციხეში უშვებენ და “აბეტონებენ”! წინ, ველურებო, ევროპისკენ!!!”
ხელისუფლების მხრიდან შეკრების შეწყვეტა უკანასკნელ საშუალებად უნდა იქნეს გამოყენებული – სახალხო დამცველი

,,საქართველოს სახალხო დამცველი აკვირდება პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციას, რომელიც საკმაოდ დიდ ტერიტორიაზეა გაშლილი. ამ დროისთვის (22:25სთ) სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა ჩიტაძის ქუჩის მხრიდან საქართველოს პარლამენტის შენობის ჭიშკართან, სადაც აქციის მონაწილეთა ნაწილი ცდილობდა ჭიშკრის მთლიანობის დაზიანებას. საქართველოს სახალხო დამცველი განმარტავს, რომ მართალია შეკრების თავისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტი შეკრების ადგილმდებარეობის არჩევის თავისუფლებაა, რასაც განსაკუთრებული დატვირთვა ენიჭება იმ შემთხვევაში, […]
სახალხო დამცველი: აქციის მონაწილეთა ნაწილი ცდილობდა პარლამენტის ჭიშკრის მთლიანობის დაზიანებას

პარლამენტთან მიმდინარე „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციას განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი. განცხადებაში ნათქვამია, რომ აქციის მონაწილეთა ნაწილი ცდილობდა პარლამენტის შენობის ჭიშკრის მთლიანობის დაზიანებას „საქართველოს სახალხო დამცველი აკვირდება პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციას, რომელიც საკმაოდ დიდ ტერიტორიაზეა გაშლილი. ამ დროისთვის (22:25სთ) სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა ჩიტაძის ქუჩის მხრიდან საქართველოს პარლამენტის შენობის ჭიშკართან, სადაც აქციის მონაწილეთა ნაწილი ცდილობდა […]
აქციის ერთ მონაწილეს თვალი აქვს დაზიანებული

თბილისში, “აგენტების კანონის” საწინააღმდეგო აქციაზე მოქალაქეს თვალი დაუზიანდა – ტვ პირველის კადრებში ჩანს ახალგაზრდა კაცი, რომელსაც სახე თვალის გარშემო სრულად დასისხლიანებული აქვს. მან დაზიანება სავარაუდოდ რეზინის ტყვიით ჩიტაძის ქუჩაზე მიიღო – კადრებში, რომელსაც მედია არცელებს, ის კინო რუსთაველის შენობის წინ ჩანს და სავარაუდოდ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეპიკაჟთან მიყავთ აქციის სხვა მონაწილეებს. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, დაშავებული […]