ომბუდსმენი: მომიტინგეთა ნაწილი ცდილობდა პარლამენტის ჭიშკრის მთლიანობის დაზიანებას

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ეხმაურება პარლამენტთან რუსული კანონის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციას. ომბუდსმენი ყურადღებას ამახვილებს 9 აპრილის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტებს. მისი თქმით, აქციის მონაწილეთა ნაწილი ცდილობდა პარლამენტის “ჭიშკრის მთლიანობის დაზიანებას”. “საქართველოს სახალხო დამცველი განმარტავს, რომ მართალია შეკრების თავისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტი შეკრების ადგილმდებარეობის არჩევის თავისუფლებაა, რასაც განსაკუთრებული დატვირთვა ენიჭება იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული ადგილი/დაწესებულება […]
აუსტრევიჩიუსი: მოვუწოდებ ევროკომისიას, შეაჩეროს კანდიდატის სტატუსი

საქართველოს მმართველი პარტია ქართული ოცნება არ შეესაბამება კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, რადგან მიღებული კანონი უცხოური ჩარევის შესახებ დემოკრატიისგან უკან გადადგმული ნაბიჯია. მოვუწოდებ ევროკომისიას, შეაჩეროს კანდიდატის სტატუსი და შეამციროს ეკონომიკური დახმარება.
რიში: შეშფოთებული ვარ კანონით, რომლის მიღებაც ივანიშვილმა და მისმა პარტიამ გადაწყვიტეს

მე შეშფოთებული ვარ უცხოელი აგენტების შესახებ კანონით, რომლის მიღებაც ივანიშვილმა და მისმა პარტიამ ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტეს, მიუხედავად იმისა, რომ ეს მათ ევროინტეგრაციიდან შორს აყენებს. არასამთავრობო ორგანიზაციებს უნდა მიეცეთ საშუალება იმუშაონ მშვიდობიანად, ხელისუფლების ჩარევის გარეშე, რომელსაც არ მოსწონს მათი მუშაობა.
„რედბერი” წყვეტს ურთიერთობას კომპანიებთან, რომლებიც მხარს უჭერენ „რუსულ კანონს“

ვწყვეტთ ისეთ კომპანიებთან საქმიან ურთიერთობას, რომლებიც შეუფარავად უჭერენ მხარს ქვეყნის ევროპული კურსის დამაზიანებელ კანონს, – ამის შესახებ სარეკლამო კომპანია „რედბერის” მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული: „ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, როდესაც საქართველოს ევროპულ კურსს საფრთხე ემუქრება, ახლა, როგორც არასდროს, გვჭირდება პრინციპული ნაბიჯების გადადგმა. იმისთვის, რომ როგორც მინიმუმ, სარკეში საკუთარი ანარეკლისთვის, საკუთარი შვილებისა და თანამებრძოლებისთვის თვალის გასწორების არ […]
ძალა ერთობაში, ევროპაში და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაშია – ვალერი ჩეხერია

კომპანია Rooms Hotel-ის აღმასრულებელი დირექტორი ვალერი ჩეხერია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს Facebook-ის პირად გვერდზე ეხმიანება და წერს, რომ ძალა ერთობაში, ევროპაში და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაშია. მისი თქმით ის, რაც დასავლური ღირებულებებისკენ სწრაფვას ეწინააღმდეგება, მისთვის მიუღებელია. „ჩემთვის როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის მთავარი ფასეულობა ევროპა და დასავლური ღირებულებებია და ყველაფერი ის რაც ეწინააღმდეგება ამ გზაზე სწრაფვას მიუღებელია! ძალა ერთობაშია, […]
აქციის მონაწილეებმა სდსს-ის ეზოში ნაგვის ურნა გადააგდეს, იქიდან კი ბოთლები და სხვა ნივთები ისროლეს – პარლამენტთან პერიოდულად ისევ უშვებენ წყლის ჭავლს და მხუთავ აირს

საქართველოს პარლამენტთან, კერძოდ, ჩიტაძის ქუჩაზე დაპირისპირების ცალკეულ შემთხვევებს კვლავ აქვს ადგილი. რამდენიმე წუთის წინ აქციის მონაწილეებმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ეზოში ნაგვის ურნა გადააგდეს, იქიდან კი მათი მისამართით ბოთლები და სხვა ნივთები ისროლეს. ამ ფაქტს აქციის მონაწილეების მხრიდან ხმაური და შეძახილები მოჰყვა. პერიოდულად პარლამენტის შენობის ეზოდან ისევ უშვებენ წყლის ჭავლს და მხუთავ აირს. მიუხედავად ამისა, […]
დარახველიძის თქმით, აქციის მონაწილეებმა გაურკვეველი წარმოშობის „მხუთავი აირი“ გამოიყენეს

ალექსანდრე დარახველიძემ, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები გაურკვეველი წარმოშობის „მხუთავი აირის“ გამოყენებაში დაადანაშაულა. „საზოგადოება კარგად ხედავს, რომ თითოეული აქციის მონაწილე იყენებს სხვადასხვა საგნებს, მათ შორის, გაურკვეველი წარმოშობის ისეთ მხუთავ აირებს, რომლებიც არცერთ ღია ქსელურ მაღაზიაში არ იყიდება და საიდან მოხვდა მათ ხელში, ძალიან საინტერესოა. ამით აუცილებლად დავინტერესდებით და გავარკვევთ როგორ მოხვდა […]
მიმდინარეობს ჩვენს მორაგბეებზე და განსაკუთრებით ეროვნული ნაკრების მოთამაშეებზე, ისევე როგორც სხვა სპორტებზე, სერიოზული ზეწოლა

მიმდინარეობს ჩვენს მორაგბეებზე და განსაკუთრებით ეროვნული ნაკრების მოთამაშეებზე, ისევე როგორც სხვა სპორტებზე, სერიოზული ზეწოლა მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირად ვეცადე, არ დამეფიქსირებინა რაიმე პოზიცია მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, დავდექით იმ სამწუხარო ფაქტის წინაშე, რომ მიმდინარეობს ჩვენს მორაგბეებზე და განსაკუთრებით ეროვნული ნაკრების მოთამაშეებზე, ისევე როგორც სხვა სპორტებზე, სერიოზული ზეწოლა. აქედან გამომდინარე, მოვუწოდებ ყველას შეწყვიტონ ეს ზეწოლა და […]
ჩემპიონთა ლიგა. 1/2-ფინალი: “დორტმუნდმა” პსჟ-ს 1:0 მოუგო – “პარკ დე პრენსზე” ომი იქნება

ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში „დორტმუნდმა“ საკუთარ მოედანზე პსჟ 1:0 დაამარცხა. მასპინძლები უპირატესობას ფლობდნენ, ჯერ ზაბიტცერის დარტყმული ბურთი დონარუმამ მოიგერია, შემდეგ კი ერნანდესის პასის შედეგად ფიულკრუგმა გაიტანა. პირველი ტაიმის დასასრულს ზაბიტცერს ისევ მიეცა შანსი და ისევ მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა „პარი სენ ჟერმენის“ მეკარე. შესვენების შემდეგ სტუმრები გააქტიურდნენ, ერთი შეტევისას ორჯერ გაარტყეს ბურთი ძელს, ფაბიან რუისმა […]
პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე აამოქმედეს

საქართველოს პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე მოქმედებს – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს: „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 1 მაისის 23:00 საათიდან საქართველოს პარლამენტის სასახლეში მოქმედებს უსაფრთხოების წითელი დონე. საქართველოს პარლამენტის სასახლეზე განხორციელებული თავდასხმიდან გამომდინარე, რომელიც საშიშროებას უქმნის პარლამენტის სასახლეში […]