ორივე სანაპირო გადაკეტილია – შსს-ს მუქარა

ამ წუთებში აქციის მინაწილეებს მტკვირის ოროვე სანაპირო აქვთ გადაკეტილი. ცოტა ხნის წინ მათ გომელაურის მოადგილემ მიმართა, რომ ამით კანონს არღვევენ და პოლიცია მათ ძალის გამოყენებით დაშლის: ,,მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, აქციის მონაწილეებს ამ წუთებში გადაკეტილი აქვთ ორივე სანაპირო და ახდენენ ხელოვნურად საავტომობილო მოძრაობის პარალიზებას. შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონის მე-11 და მე-11 პრიმა მუხლების მიხედვით, […]
ცოცხალი ადამიანი ვერ ნახეს, რომელიც წინ დაუდგებოდა და დაიწყეს ქვების სროლა, ჭიშკრის მონგრევა, როგორღა უნდა დამტკიცდეს რომ დემონსტრაცია სამწუხაროდ არ არის მშვიდობიანი?

ცოცხალი ადამიანი ვერ ნახეს, რომელიც წინ დაუდგებოდა და დაიწყეს ქვების სროლა, ჭიშკრის მონგრევა, როგორღა უნდა დამტკიცდეს რომ დემონსტრაცია სამწუხაროდ არ არის მშვიდობიანი? ცოცხალი ადამიანი ვერ ნახეს, რომელიც წინ დაუდგებოდა და დაიწყეს ქვების სროლა, ჭიშკრის მონგრევა, რაღაზე ვლაპარაკობთ? როგორღა უნდა დამტკიცდეს საკუთარი თვალით ნანახის იქით, რომ დემონსტრაცია სამწუხაროდ არ არის მშვიდობიანი? – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა […]
საქართველო თავისი ევროატლანტიკური ტრაექტორიას შორდება, EU-ს ასპირანტი ქვეყანა ასე არ იქცევა – სახელმწიფო დეპარტამენტი

“ჩვენ შეშფოთებული ვართ სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციური პარტიების მიმართ ესკალაციური რიტორიკით და ტონით”, – ამის შესახებ ფორმულას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ოფისიდან უპასუხეს. სახ.დეპის განცხადებით, EU-ს ასპირანტი ქვეყანა ასე არ იქცევა. “ასე არ იქცევა ევროკავშირის ასპირანტი ქვეყანა და ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ საქართველო თავისი ევროატლანტიკური ტრაექტორიას შორდება”. formulanews.ge
კახიშვილი: ცარიელ პარლამენტში რომ მიდიხარ, კაი, ყველა შუშა დალეწე, ამით რა ხელისუფლებას?

შეხედეთ, ხელისუფლებას ახლა ვერ უქმნიან დისკომფორტს, უქმნიან საკუთარ ხალხს. მძიმე კვირაა, ამ ადამიანებს სჭირდებათ გადაადგილება, თქვენ იცით, რომ ძალიან ბევრი წავა რაიონში, იმიტომ, რომ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულია. აი, რას აკეთებ, რას იგებ იმით, რომ გადაკეტე ქუჩა, რომელზეც ხელისუფლება არ მოძრაობს ღამის საათებში? ღამის საათებში ვინ მოძრაობს? ვისაც A პუნქტიდან B პუნქტამდე გადაუდებელი წასვლა სჭირდება. ან […]
პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე გამოცხადდა – ყველა პირი, გარდა საფრთხის თავიდან აცილების საჭიროებისთვის განსაზღვრული პირებისა, ვალდებულია შენობა დატოვოს

საქართველოს პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე გამოცხადდა. შესაბამისად, ყველა პირი, გარდა პარლამენტის აპარატის უფროსის მიერ საფრთხის სპეციფიკისა და მისი თავიდან აცილების საჭიროების შესაბამისად განსაზღვრული პირებისა, ვალდებულია დატოვოს პარლამენტის სასახლე. პარლამენტის სასახლეში შესაბამისი რეჟიმი 1-ელ მაისის 23:00 საათიდან მოქმედებს. „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, […]
შს მინისტრის მოადგილე – აქციის მონაწილეები იყენებენ გაურკვეველი წარმოშობის მხუთავ აირსა და გაზს, რომელიც ქსელურ მაღაზიებში არ იყიდება – აუცილებლად გავარკვევთ, როგორ მოხვდა ეს საშუალებები ამ ადამიანების ხელში

თითოეული აქციის მონაწილე იყენებს სხვადასხვა საგნებს, მათ შორის გაურკვეველი წარმოშობის ისეთ მხუთავ აირებსა და გაზს, რომლებიც არცერთ ღია ქსელურ მაღაზიებში არ იყიდება, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, შსს აუცილებლად გაარკვევს როგორ მოხვდა აქციის მონაწილეების ხელში აღნიშნული საშუალებები. „საზოგადოება კარგად ხედავს, რომ თითოეული აქციის მონაწილე […]
შს მინისტრის მოადგილე – მოვუწოდებთ პარტიების ლიდერებს, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, თავი შეიკავონ ძალადობრივი ქმედებისგან – შეწყვიტონ პარლამენტის შენობაზე თავდასხმა და ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის დაზიანება

მოვუწოდებთ პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, თავი შეიკავონ ძალადობრივი ქმედებისგან – ასევე, შეწყვიტონ პარლამენტის შენობაზე თავდასხმა და მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული ინფრასტრუქტურის დაზიანება, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, აქციის მონაწილეები ძალადობრივი ქმედებებით, სხვადასხვა ნივთებისა და კონსტრუქციების გამოყენებით, ასევე, გაურკვეველი წარმოშობის ცრემლსადენი აირის გამოყენებით ცდილობენ პარლამენტის შენობაში […]
პარლამენტთან დაშავებული ახალგაზრდის მამა – მინდა ვუთხრა მთავრობას და კობახიძეს, რომ არ შეგრჩებათ ეს ამბავი

პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე, თვალის არეში დაშავებული 25 წლის ახალგაზრდის მამის განცხადებით, „ნიუ-ჰოსპიტალსის“ ექიმებმა აცნობეს, რომ დაშავებულის თვალი “გადარჩენილია”, თუმცა მისი თქმით, მთავრობას და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ეს „არ შერჩებათ“. „ექიმებმა მოგვახსენეს, თვალი გადარჩენილიაო, რაც მთავარია. რეზინის ტყვია წარბის არეში აქვს მოხვედრილი. ის სხვა მოქალაქეებს გაზის გაშვების დროს, ადგილის დატოვებაში […]
პოლიციას რეზინის ტყვიები არ გამოუყენებია – თავდასხმის მოსაგერიებლად იყენებს წყლის ჭავლს, ცრემლსადენ გაზსა და წიწაკის სპრეის – შს მინისტრის მოადგილე

შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ძალოვანებს რეზინის ტყვიები არ გამოუყენებიათ „ინფორმირების მიზნით გვსურს განვაცხადოთ, რომ პოლიცია პარლამენტი შენობაზე თავდასხმის მოსაგერიებლად იყენებს კანონით დადგენილ სპეციალურ საშუალებებს, კერძოდ: წყლის ჭავლს, ცრემლსადენ გაზსა და წიწაკის სპრეის.შსს თანამშრომლებს, მიუხედავად იმისა, რომ სრული საკანონმდებლო საფუძველი ჰქონდათ, რეზინის ტყვიები არ გამოუყენებიათ“ სოციალურ ქსელებსა და მედიასაშუალებებში უმარავი ფოტო […]
პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე გამოცხადდა

პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე გამოცხადდა. ინფორმაციას საკანონმდებლო ორგანოს პრესსამსახური ავრცელებს. “საქართველოს პარლამენტის სასახლეზე განხორციელებული თავდასხმიდან გამომდინარე, რომელიც საშიშროებას უქმნის პარლამენტის სასახლეში მყოფი პირების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ცხადდება უსაფრთხოების წითელი დონე. წითელი დონის დროს ყველა პირი, გარდა პარლამენტის აპარატის უფროსის მიერ საფრთხის სპეციფიკისა და მისი თავიდან აცილების საჭიროების შესაბამისად განსაზღვრული პირებისა, ვალდებულია დატოვოს პარლამენტის სასახლე. აღნიშნული […]