ამ ეტაპზე კლინიკებში აქციაზე დაშავებული 8 პირია გადაყვანილი – დაშავებულებს აღენიშნებათ ჭრილობები თავისა და სხეულის სხვა ნაწილზე, ინტოქსიკაცია და სასუნთქი გზების გართულებები

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, 1-ელ მაისს, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე დაშავებული 8 სამოქალაქო პირის ჰოსპიტალიზაცია განხორციელდა. მათივე ინფორმაციით, დაშავებულებს აღენიშნებათ სხვადასხვა სახის დაზიანებები, მათ შორის: ჭრილობები სახის, თავისა და სხეულის სხვადასხვა ნაწილზე, ასევე ინტოქსიკაცია და სასუნთქი გზების გართულებები. ოფიციალური ცნობით, საპროტესტო აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი […]

სალომე ზურაბიშვილი – მმართველი პარტია საქართველოს რუსეთთან დაახლოებას ცდილობს

მმართველი პარტია საქართველოს რუსეთთან დაახლოებას ცდილობს , – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Sky News-თან განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, პრობლემა გაცილებით დიდია, ვიდრე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი და მთავარია ის, თუ რა მოხდება არჩევნებზე. “კიდევ ერთხელ, პრობლემა, რომელიც სასწორზეა, გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე ეს კანონპროექტი, რომელიც დაახლოებით ერთ, თვე ნახევარში იქნება მიღებული. ვეტოს დავადებ […]

“თვალი გადარჩა, ამ ეტაპზე ოპერაცია არ სჭირდება” – ექიმი აქციაზე დაზარალებულ მოქალაქეზე

კლინიკა ნიუ ჰოსპიტალსის ექიმი, ვაკო ლობჟანიძე ამბობს, რომ პარლამენტთან, “აგენტების კანონის” საწინააღმდეგო აქციაზე დაშავებული 25 წლის მოქალაქის თვალი გადარჩა და ოპერაციული ჩარევა, ამ ეტაპზე, არ სჭირდება. ექიმი ამბობს, რომ დაზიანება საშუალო სიმძიმისაა და საჭიროა, ჭრილობის გაკერვა თვალ-ბუდის არეში. “სერიოზული ტრავმაა მარჯვენა თვალის, თუმცა გადაღებულია ტომოგრაფია და თვალი გადარჩა. ამ ეტაპზე, არ ჩანს ისეთი დაზიანება, რომ […]

კოლუმბია 2 მაისიდან დიპლომატიურ ურთიერთობას წყვეტს ისრაელთან

კოლუმბიის პრეზიდენტმა, გუსტავო პეტრომ განაცხადა 1 მაისს, რომ მისი ქვეყანა შეწყვეტს დიპლომატიურ ურთიერთობებს ისრაელთან 2 მაისიდან. პეტრომ ისრაელის ქმედებებს ღაზას სექტორში პალესტინელი ხალხის გენოციდი უწოდა. მან ადრე ისრაელის სამხედროები ნაცისტებს შეადარა. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისრაელ კაციმ უპასუხა კოლუმბიის პრეზიდენტის განცხადებას: “ისტორიას ემახსოვრება, რომ გუსტავო პეტრომ აირჩია კაცობრიობისთვის ცნობილი ყველაზე საზიზღარი ურჩხულების მხარე – ისინი, […]

ჯანდაცვა: ჰოსპიტალიზებულია 8 ადამიანი, აქვთ დაზიანებები, აღენიშნებათ ინტოქსიკაცია

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაშავებული 8 მოქალაქეა ჰოსპიტალიზებული, მათ შორის, 1 კლინიკიდან გაწერილია. მათი ცნობით, მოქალაქეებს დაზიანებები აქვთ სხეულის სხვადასხვა ნაწილზე, აღენიშნებათ ინტოქსიკაცია და სასუნთქი გზების გართულებები. “საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ბრიგადებმა ისინი სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. დაშავებულებს აღენიშნებათ სხვადასხვა სახის დაზიანებები, მათ შორის : […]

ექიმი დაშავებულზე: მხედველობას საფრთხე არ ემუქრება, შეიძლება იყო ბლაგვი საგანი ჩარტყმული

ნიუ ჰოსპიტლის ექიმი აღნიშნავს, რომ ახალგაზრდას, რომელმაც აქციაზე დაზიანება თვალის არეში მიიღო, მხედველობის დაკარგა არ ემუქრება. როგორც მან აღნიშნა, მათ კლინიკაში ორი ადამიანი შეიყვანეს, ერთს წიწაკის სპრეისგან აქვს დამწვრობები, მეორეს კი თვალი აქვს დაზიანებული. “მეორე მამაკაცია, ვისაც აქვს მარჯვენა თვალის დაზიანება, შეიძლება იყო რაღაც ნასროლი, შეიძლება იყო ბლაგვი იყო ჩარტყმული, არის მარჯვენა თვალბუდისა და თვალის […]

ჯანდაცვა: კლინიკებში 8 მოქალაქე გადავიყვანეთ, ადგილზე დახმარება გაეწია ათობით პირს

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ცნობით, საპროტესტო აქციაზე დაშავებული 8 სამოქალაქო პირი კლინიკებში გადაიყვანეს, აქედან ერთი უკვე გაწერეს. “დაშავებულებს აღენიშნებათ სხვადასხვა სახის დაზიანება, მათ შორის: ჭრილობები სახის, თავისა და სხეულის სხვადასხვა ნაწილზე, ასევე ინტოქსიკაცია და სასუნთქი გზების გართულებები. ამ ეტაპზე სამედიცინო დაწესებულებაში ჰოსპიტალიზებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მათ უტარდებათ სათანადო მკურნალობა და იმყოფებიან […]

შსს: გავარკვევთ, საიდან აქვთ აქციის მონაწილეებს მხუთავი გაზი, რომელიც მაღაზიებში არ იყიდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები არ გამოუყენებიათ. მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის თქმით, “აქციის თითოეული მონაწილე იყენებს სხვადასხვა საგანს, მათ შორის გაურკვეველი წარმოშობის ისეთ მხუთავ აირებსა და გაზს, რომლებიც არცერთ ღია ქსელურ მაღაზიებში არ იყიდება”. “საზოგადოება ხედავს, რომ პოლიცია არის პარლამენტის შენობის შიდა ტერიტორიაზე, ჩვენ გარეთ არგამოვსულვართ და შიგნიდან […]

„ნიუ-ჰოსპიტალსის“ ექიმი განმარტავს, რა დაზიანებები აქვს მიღებული აქციაზე დაშავებულ ორ პირს

კლინიკა „ნიუ-ჰოსპიტალსის“ ექიმის, ვაკო ლობჟანიძის განცხადებით, 25 წლის პაციენტს, რომელიც კლინიკაში აქციიდან შეიყვანეს თვალის არეში სავარაუდოდ, ბლაგვი საგანი მოხვდა, რადგან ჭრილობა რეზინის ტყვიით მიყენებულ დაზიანებას არ ჰგავს. მისივე თქმით, გარდა ორი პაციენტისა, რომელიც „ნიუ-ჰოსპიტალსმა“, დაახლოებით, 23:00 საათისთვის მიიღო, კლინიკაში სხვა პაციენტები არ შემოუყვანიათ. „ჩვენთან კლინიკაში, დაახლოებით 23:00-დან აქციაზე დაშავებული ორი პაციენტი შემოვიდა. ერთის მდგომარეობა შედარებით […]

მამუკა მდინარაძე – რასაც ვხედავთ, არის ვანდალიზმი, შეტევაზე გადასვლა და სუფთა პროვოკაცია – შვილებო, ძმებო, დებო, მოგიწოდებთ, დაფიქრდით, თვითონ წაიკითხეთ, ვის ბრძოლაში ხართ, რის ბრძოლაში ხართ?

რასაც ვხედავთ, არის ვანდალიზმი, შეტევაზე გადასვლა და სუფთა პროვოკაცია, პასუხს გასცემს პოლიცია, „ბავშვები ცემესო“, გამოხტებიან და ვიღაცეები დაწერენ. ცოტა ადეკვატურები რომ ვიყოთ, ჯობია – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ რუსთველის გამზირზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით. მამუკა მდინარაძე მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, დაფიქრდნენ, ვის და რის ბრძოლაში არიან. „ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამას აქვს თავის საფუძველი. ამდენი […]