პარლამენტთან ვითარება დაიძაბა

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ვითარება დაიძაბა. აქციის მონაწილეების თქმით, ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთ-ერთი მოქალაქე ჩიტაძის ქუჩიდან პარლამენტის ტერიტორიაზე მოხვდა, რის შემდეგაც, შეკრებილებმა გადმოინაცვლეს ჭიჭინაძის ქუჩაზე, ბარიკადები აღმართეს და სპეცრაზმელებს მოქალაქის გამოშვებისკენ მოუწოდებდნენ. სპეცრაზმელებმა პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს. საკანონმებლო ორგანოსთან მოულოდნელად კრიმინალური პოლიციაც გამოჩნდა და ჩიტაძის ქუჩა გადაკეტეს. ადგილზე ისმის მოქალაქეების შეძახილები. […]
ამ ეტაპზე კლინიკებში აქციაზე დაშავებული რვა პირია გადაყვანილი – დაშავებულებს აღენიშნებათ ჭრილობები თავისა და სხეულის სხვა ნაწილზე, ინტოქსიკაცია და სასუნთქი გზების გართულებები

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, 1-ელ მაისს, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე დაშავებული რვა სამოქალაქო პირის ჰოსპიტალიზაცია განხორციელდა. მათივე ინფორმაციით, დაშავებულებს აღენიშნებათ სხვადასხვა სახის დაზიანებები, მათ შორის: ჭრილობები სახის, თავისა და სხეულის სხვადასხვა ნაწილზე, ასევე ინტოქსიკაცია და სასუნთქი გზების გართულებები. ოფიციალური ცნობით, საპროტესტო აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი […]
ჭიჭინაძის ქუჩაზე აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი კვლავ გამოიყენეს

ჩიტაძის ქუჩაზე მყოფი აქციის მონაწილეები ჭიჭინაძის ქუჩაზე გადავიდნენ. ჭიჭინაძის ქუჩაზე გადანაცვლების გადაწყვეტილება მომიტინგეებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც მათთვის ცნობილი გახდა, რომ პარლამენტის შესასვლელთან ნაგვის ურნებითა და სხვადასხვა ნივთებით მოწყობილი ბარიკადებიდან ერთი პირი პარლამენტის ეზოში გადავარდა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ის ამ დრომდე უკან არ დაბრუნებულა, რამაც მათი გაღიზიანება გამოიწვია. მათ აღნიშნულ მხარეს არსებულ შესასვლელთანაც მიიტანეს […]
მეთიუ მილერი – აშშ გმობს კრემლის მიერ შთაგონებულ „უცხოური გავლენის“ კანონმდებლობას – ამ კანონმდებლობამ და „ქართული ოცნების“ ანტიდასავლურმა რიტორიკამ საქართველო საეჭვო ტრაექტორიაზე დააყენა

საქართველოს დასავლური ტრაექტორია რისკის ქვეშაა, – ამის შესახებ ნათქვამია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებაში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. მილერის განცხადების თანახმად, „კრემლის მიერ შთაგონებული უცხოური გავლენის” კანონმდებლობამ და „ქართული ოცნების“ ანტიდასავლურმა რიტორიკამ საქართველო საეჭვო ტრაექტორიაზე დააყენა. განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლების განცხადებები და ქმედებები შეუთავსებელია დემოკრატიულ ღირებულებებთან, რომლებიც საფუძვლად უდევს […]
პარლამენტთან საპროტესტო აქციის ძირითადი ნაწილი დასრულებულია

პარლამენტის შენობასთან “აგენტების კანონის” საწინააღმდეგო საპროტესტო აქციის ძირითადი ნაწილი დასრულდა. ჩიტაძის ქუჩაზე სპეცრაზმი ბოლო რამდენიმე საათი იყენებდა წყლის ჭავლსა და ცრემლსადენ გაზს. პოლიცია პარლამენტის ეზოდან ქუჩის მიმართულებით იყენებდა სპეციალურ საშუალებებს, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებმა ხის და რკინის ჯებირებით, ასევე ნაგვის ურნებით ბარიკადები ააგეს. შედეგად, პარლამენტის ერთ-ერთი შესასვლელი ჩიტაძის ქუჩიდან ჩახერგეს. მოგვიანებით, აქციის მონაწილეებმა გადაინაცვლეს პარლამენტის […]
მილერი: ვგმობთ კრემლის მიერ შთაგონებული კანონის წინ წაწევას

ჩვენ ვგმობთ საქართველოს მთავრობის მიერ კრემლის მიერ შთაგონებული უცხოური გავლენის კანონმდებლობის წინ წაწევას. ეს ძირს უთხრის აშშ-საქართველოს ურთიერთობას და გავლენას მოახდენს ევროკავშირსა და NATO-ში საქართველოს მისწრაფებებზე. მოვუწოდებთ ყველას, პატივი სცენ მშვიდობიანი შეკრებას და თავიდან აიცილონ ესკალაცია.
ვგმობთ ძალადობას მშვიდობიანი საპროტესტო აქციების მიმართ – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

„საქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია“, – ამ სათაურით ავრცელებს განცხადებას შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მეთიუ მილერი ახალ განცხადებას. პირველი მაისით დათარიღებული განცხადებით იგი გმობს „უცხოეთის აგენტების“ კანონს, ასევე, გმობს ძალადობას მშვიდობიანი საპროტესტო აქციებისა და ჟურნალისტების მიმართ, და აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ანტიდასავლურმა რიტორიკამ საქართველო არასტაბილურ გზას დააყენა. „შეერთებული შტატები გმობს კრემლისგან შთაგონებულ „უცხოეთის გავლენის“ კანონს, […]
“გაგრამ” ზედიზედ მეორედ მოიგო, ბათუმელებმაც იმარჯვეს

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-12 ტური დაიწყო. ორი მატჩი გაიმართა: “დინამო ბათუმმა” სტუმრად მოუგო წყალტუბოს “სამგურალს”, “გაგრამ” კი ფოთის “კოლხეთი 1913”-ს სძლია. სამგურალი 0:1 დინამო ბთ მოქმედმა წინა ორ ტურში მხოლოდ ერთი ქულა აიღო, ამჯერად კი გაიმარჯვა: ერთადერთი გოლი ვლადიმერ მამუჩაშვილმა გაიტანა პენალტით. ეს მამუჩაშვილის მეოთხე გოლია სეზონში. პენალტი კი “სამგურალის” ფეხბურთელის, ნიკა კალანდარიშვილის ხელით თამაშის […]
ჩემპიონთა ლიგა. 1/2-ფინალი: “დორტმუნდმა” პსჟ-ს 1:0 მოუგო – “პარკ დე პრენსზე” ომი იქნება [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში „დორტმუნდმა“ საკუთარ მოედანზე პსჟ 1:0 დაამარცხა. მასპინძლები უპირატესობას ფლობდნენ, ჯერ ზაბიტცერის დარტყმული ბურთი დონარუმამ მოიგერია, შემდეგ კი ერნანდესის პასის შედეგად ფიულკრუგმა გაიტანა. პირველი ტაიმის დასასრულს ზაბიტცერს ისევ მიეცა შანსი და ისევ მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა „პარი სენ ჟერმენის“ მეკარე. შესვენების შემდეგ სტუმრები გააქტიურდნენ, ერთი შეტევისას ორჯერ გაარტყეს ბურთი ძელს, ფაბიან რუისმა […]
ჩიტაძის ქუჩაზე აქციის მონაწილეები ნაგვის ურნების გამოყენებით ბარიკადებს აწყობენ – სპეცრაზმი ტერიტორიაზე პერიოდულად ცრემლსადენ გაზს იყენებს

ჩიტაძის ქუჩაზე აქციის მონაწილეთა პროტესტი გრძელდება. ცოტა ხნის წინ, აქციის მონაწილეებმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ეზოს შესასვლელთან ნაგვის ურნები მიიტანეს და და კარებთან განალაგეს. ამის შემდგომ კი, სპეცრაზმმა პარლამენტის შენობის ეზოდან აქციის მონაწილეთა მისამართით ისროლა ცრემლსადენი გაზი.