აქციაზე ორი ადამიანი დააკავეს

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ორი ადამიანი დააკავეს. საპატრულო პოლიციის უფროსის, ვაჟა სირაძის თქმით, დაკავებულები “ნასვამ მდგომარეობაში” იყვნენ და სამართალდამცავებს შეურაცხყოფას აყენებდნენ. “ძალიან ნასვამ მდგომარეობაშია და არაერთი შეურაცხყოფა მოგვაყენა თითოეულ პოლიციელს. გადაღებულია, დაფიქსირებულია კამერების საშუალებით. მოითხოვა წყალი, მივაწოდეთ წყალი, შემდეგ გახდა აგრესიული, რატომღაც. […] მოვიდა პოლიციასთან ორი ადამიანი ნასვამ მდგომარეობაში და მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, აგრძელებდნენ ჩვენს […]

სახ.დეპი: მშვიდობიანი საპროტესტო აქციების წინააღმდეგ ძალადობას ვგმობთ

აშშ გმობს კრემლისგან შთაგონებული „უცხოური გავლენის“ კანონპროექტის საქართველოს პარლამენტში წინ წაწევას და იმ ცრუ ნარატივს, რასაც მთავრობის წარმომადგენლები მის გასამართლებლად ავრცელებენ. მმართველი პარტიის წევრებმა ცხადად თქვეს, რომ კანონის მიღების მიზანი კრიტიკული ხმის ჩახშობა და საქართველოს სიცოცხლით სავსე სამოქალაქო საზოგადოების, რაც ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში მთავრობის კონტროლის აუცილებელი მექანიზმია, განადგურებაა. ამ კანონმდებლობამ და ქართული ოცნების ანტიდასავლურმა რიტორიკამ […]

პარლამენტთან აქციაზე 2 პირი დააკავეს

პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე 2 ადამიანი დააკავეს. სამართალდამცველები აქტივისტებს მოუწოდებდნენ რომ რუსთაველის გამზირის სავალი ნაწილი დაეტოვებინათ და პარლამენტის წინ ტერიტორიაზე გადასულიყვნენ. აქტივისტების ნაწილი ამ მოწოდებას დაემორჩილა, ხოლო ნაწილი – არა. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ სამართალდამცველებს მოუწოდებდა, მოქალაქეები ტერიტორიიდან უბრალოდ გაერიდებინათ, თუმცა საბოლოოდ, 2 პირი მაინც დააკავეს. ვაჟა სირაძის […]

მეთიუ მილერი – აშშ გმობს კრემლის მიერ შთაგონებულ „უცხოური გავლენის“ კანონმდებლობას – ამ კანონმდებლობამ და „ქართული ოცნების“ ანტიდასავლურმა რიტორიკამ საქართველო სახიფათო ტრაექტორიაზე დააყენა

საქართველოს დასავლური ტრაექტორია რისკის ქვეშაა, – ამის შესახებ ნათქვამია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებაში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. მილერის განცხადების თანახმად, „კრემლის მიერ შთაგონებული უცხოური გავლენის” კანონმდებლობამ და „ქართული ოცნების“ ანტიდასავლურმა რიტორიკამ საქართველო სახიფათო ტრაექტორიაზე დააყენა. განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლების განცხადებები და ქმედებები შეუთავსებელია დემოკრატიულ ღირებულებებთან, რომლებიც საფუძვლად უდევს […]

ვაჟა სირაძე – პროტესტს თუ აგრძელებენ, გააგრძელონ, არ არის ის რაოდენობა, რომ გზა გადაკეტონ – მათ არავინ მისდევს და ავიწროებს, უბრალოდ პროტესტი პარლამენტის წინ მშვიდად გამოხატონ

პროტესტს თუ აგრძელებენ, გააგრძელონ, არ არის ის რაოდენობა, რომ გზა გადაკეტონ, – ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ განაცხადა. ვაჟა სირაძის განცხადებით, საპატრულო პოლიციის მიზანია, რომ აქციის მონაწილეებმა თავიანთი პროტესტი მშვიდ გარემოში, პარლამენტის წინ განაგრძონ. „შეუძლიათ პარლამენტის წინ დადგნენ და გააპროტესტონ. გზის სავალი ნაწილიდან გადმოვიდნენ და შეუძლიათ დადგნენ სადაც უნდათ. როგორც მათი რაოდენობა […]

გიორგი ვაშაძე – არის კონკრეტული ფაქტები, რომ რეზინის ტყვიებია გამოყენებული

არის კონკრეტული ფაქტები, რომ რეზინის ტყვიებია გამოყენებული , – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარლამენტის შენობასთან ჟურნალისტებთან განაცხადა, როდესაც იგი მოქალაქეებთან მივიდა. ვაშაძის თქმით, ერთიანი ქმედებით აქციაზე მყოფმა ახალგაზრდებმა სიმბოლო შექმნეს, „განა რამეს არბევენ, უბრალოდ იბრძვიან თავიანთი სამშობლოსთვის“. „არის კონკრეტული ფაქტები, რომ რეზინის ტყვიებია გამოყენებული, რომელსაც განსაკუთრებული სანქცირება სჭირდებოდა და არ არის. რაც […]

საქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია – სახელმწიფო დეპარტამენტი

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა 1 მაისს განცხადება გაავრცელა, რომელშიც ამერიკის საგარეო უწყება გმობს ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონპროექტს. იმავე დღეს, საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი შეცვლილი სახელით „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტი“ მეორე მოსმენით მიიღო. ამ ეტაპზე დარჩა მესამე, საბოლოო მოსმენა. გთავაზობთ განცხადების სრულ ტექსტს, რომელიც დღეს, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე, უწყების პრესსპიკერის, მეთიუ მილერის სახელით გამოქვეყნდა: „შეერთებული […]

ჩვენს ურთიერთობას ძირს უთხრის უცხოეთიდან მიღებულ დახმარებაზე შეცდომაში შემყვანი კომენტარები – აშშ

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მეთიუ მილერი აცხადებს, რომ კომენტარები, რომლებიც არასწორად ახასიათებს საქართველოსთვის აშშ-ისგან მიღებულ დახმარებას, ძირს უთხრის ორი ქვეყნის ურთიერთობებს. პირველი მაისით დათარიღებული განცხადებით მეთიუ მილერი გმობს „უცხოეთის აგენტების“ კანონს, ასევე, გმობს ძალადობას მშვიდობიანი საპროტესტო აქციებისა და ჟურნალისტების მიმართ, და აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ანტიდასავლურმა რიტორიკამ საქართველო არასტაბილურ გზას დააყენა. „კომენტარები, რომლებიც არასწორად […]

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი: საქართველოს დასავლური ტრაექტორია რისკის ქვეშაა

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მეთიუ მილერი საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს: “ამერიკის შეერთებული შტატები გმობს დღეს, ცოტა ხნის წინ, კრემლისგან შთაგონებული “უცხოური გავლენის” კანონპროექტის საქართველოს პარლამენტში წინ წაწევას და იმ ცრუ ნარატივს, რომელიც მთავრობის მაღალჩინოსნებმა გაითავისეს მის დასაცავად. მმართველი პარტიის წევრებმა ცხადად გამოხატეს, რომ კანონის მიღების განზრახვა კრიტიკოსთა ხმების ჩახშობა და საქართველოს სიცოცხლით სავსე […]

პარლამენტის მთელ პერიმეტრზე საპოლიციო ძალები განლაგდნენ

საქართველოს პარლამენტთან, კერძოდ, ჭიჭინაძის ქუჩაზე სიტუაცია დაიძაბა. ვითარება ადგლზე მას შემდეგ შეიცვალა, რაც აქციის მონაწილეებმა ჭიჭინაძის ქუჩის მხრიდან პარლამენტის შენობის შუშები ჩაამსხვრიეს და შენობის შესასვლელებთან ნაგვის ურნები განალაგეს. მათი მიმართულებით კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები წამოვიდნენ და აქციის მონაწილეებს აღნიშნული ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდეს. ამ წუთებში ჭიჭინაძის ქუჩაზე მყოფი აქციის მონაწილეები პოლიციის წინააღმდეგობის შედეგად რუსთაველის გამზირის მხარეს ჩავიდნენ. […]