ანჯეი დუდა – ევროკავშირის თავმჯდომარეობის დროს პოლონეთის ერთ-ერთი პრიორიტეტი უკრაინის ევროინტეგრაცია იქნება

პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას განცხადებით, 2025 წლის პირველ ნახევარში, ევროკავშირის თავმჯდომარეობის დროს, პოლონეთის ერთ-ერთი პრიორიტეტი უკრაინის ევროინტეგრაცია იქნება, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. პოლონეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ აუცილებელია უკრაინის, მოლდოვასა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის მხარდაჭერა. „ჩვენი პრიორიტეტი მომავალ წელს, ჩვენი პრეზიდენტობის დროს იქნება, რომ ეს ქვეყნები ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრები რაც შეიძლება სწრაფად […]

შვეიცარიის მთავრობა აცხადებს, რომ უკრაინის საკითხზე გასამართ გლობალურ სამშვიდობო სამიტზე რუსეთი ამ ეტაპზე მიწვეული არ არის

შვეიცარიის მთავრობის განცხადებით, უკრაინის საკითხზე გასამართ გლობალურ სამშვიდობო სამიტზე რუსეთი ამ ეტაპზე მიწვეული არ არის. შვეიცარიის მთავრობის ცნობით, იგი რუსეთის მიწვევისთვის ყოველთვის მზად იყო, მაგრამ მოსკოვმა არაერთხელ აღნიშნა, რომ პირველ სამიტში მონაწილეობით დაინტერესებული არ იყო. „შვეიცარია დარწმუნებულია, რომ რუსეთი ამ პროცესში ჩართული უნდა იყოს. რუსეთის გარეშე სამშვიდობო პროცესი შეუძლებელია“, – ნათქვამია შვეიცარიის მთავრობის განცხადებაში. შეგახსენებთ, […]

ლევან დავითაშვილი მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს იუჯინ რუგენაათს შეხვდა

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს იუჯინ რუგენაათს შეხვდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, შეხვედრას ასევე დაესწრნენ მინისტრის მოადგილეები ვახტანგ ცინცაძე, ირაკლი ნადარეიშვილი, გენადი არველაძე და სამინისტროს ვაჭრობის განვითარებისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი გივი ზედელაშვილი. „შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოსა და რეგიონში არსებული ეკონომიკური ტენდენციები და […]

როგორი მშვიდობიანი აქციაც იყო გუშინ, ისეთივე რუსულია გამჭვირვალობის შესახებ კანონი

როგორი მშვიდობიანი აქციაც იყო გუშინ, ისეთივე რუსულია გამჭვირვალობის შესახებ კანონი „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი მედიასთან გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციას გამოეხმაურა. მისი თქმით, თბილისში მიმდინარე აქცია მშვიდობიანი არ არის და ეს ხალხმა კარგად დაინახა. „როგორი მშვიდობიანი აქციაც იყო გუშინ, ისეთივე რუსულია გამჭვირვალობის შესახებ კანონი. ზუსტად ეს არის ოპოზიციის სახე, რომ კამერებთან დგანან, […]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: საქართველოს დასავლური ტრაექტორია რისკის ქვეშაა

საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, მიიღოს „აგენტების კანონი“, განცხადებით გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი. საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის საგარეო უწყების წარმომადგენლის განცხადებით, „საქართველოს დასავლური ტრაექტორია რისკის ქვეშაა“. განცხადების თანახმად, „აგენტების კანონი“ და „ქართული ოცნების“ ანტიდასავლური რიტორიკა საქართველოს სახიფათო გზაზე აყენებს. „შეერთებული შტატები გმობს კრემლის მიერ შთაგონებულ „უცხოური გავლენის” კანონმდებლობის წინ წაწევას საქართველოს პარლამენტში და მთავრობის ოფიციალური […]

Microsoft-ი კანადურ Brookfield-თან ერთად განახლებადი ენერგიის პროექტებზე იმუშავებს

კანადური Brookfield Asset Management და ტექნოლოგიური გიგანტი Microsoft-ი განახლებადი ენერგიის ერთობლივ პროექტებზე მუშაობას იწყებენ. უცხოური მედიის ინფორმაციით, ორივე კომპანია ჯამში 10.5 გიგავატი სიმძლავრის მქონე ქარისა და მზის ელექტროსადგურებს ააშენებენ. როგორც Microsoft-ის წარმომადგენელმა განმარტა, აღნიშნული შეთანხმებით, Brookfield-ს საშუალება ეძლევა, განახლებადი ენერგიის საკუთარი მოცულობები 2026-30 წლებში ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის მასშტაბით გაიტანოს ექსპორტზე. The Financial Times-ის […]

მთავრობის პოზიციის მოწონება, მხოლოდ ერთ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ მასთან ასოცირდები – კახა ხაზარაძე ბიზნესზე

ბიზნესმენი, ICR ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კახა ხაზარაძე აცხადებს, რომ მთავრობის პოზიციის მოწონება დღეს, მხოლოდ ერთ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ მთავრობასთან ასოცირდები. ამის შესახებ ის პოსტს Facebook-ის პირად გვერდზე აქვეყნებს და მმართველი პარტიის მიერ ინიციირებულ რუსულ კანონს აკრიტიკებს. საკუთარი პოზიციის გაზიარებისას ბიზნესმენი იმ კომპანიების წარმომადგენლებს აკრიტიკებს, რომლებმაც „გამჭვირვალობის“ მხარდამჭერი პოსტები გამოაქვეყნეს. კახა ხაზარაძე ამბობს, რომ ზედმეტია […]

კაშია “ვიტესის” გადასარჩენად – საქართველოს ნაკრების კაპიტანი თავის ყოფილ კლუბს ფინანსურად დაეხმარა

საქართველოს ნაკრებისა და “სლოვანის” მცველი გურამ კაშია თავის ყოფილ კლუბ “ვიტესს” ფინანსურად დაეხმარა. ამის შესახებ არნემელთა დამრიგებელმა ჯონ ვან დე ბრომმა განაცხადა, რომელიც კლუბს შემდეგი სეზონიდან ჩაუდგება სათავეში. “ვიტესს” მძიმე ფინანსური პრობლემები აქვს, რის გამოც ერედივიზიონში 18 ქულა დააკლეს და უმაღლესი ლიგიდან დაქვეითდა. ვან დე ბრომმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ლიცენზიის გაუქმების თავიდან ასარიდებლად […]

2 მაისის ღამით რუსეთის შვიდ რეგიონზე განხორციელდა იერიში

რუსეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, ამ ქვეყნის საჰაერო თავდაცვამ 2 მაისის ღამით 12 დრონი ჩამოაგდო სხვადასხვა რეგიონში: ხუთი – ბრიანსკის ოლქში, სამი კრასნოდარში, ორი როსტოვის ოლქში და თითო-თითო კურსკისა და ბელგოროდის ოლქებში. რეგიონების მეთაურების მონაცემებით, მსხვერპლი არ არის. კურსკის ოლქის გუბერნატორი წერს, რომ ერთ-ერთ სოფელში დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები და მოსახლეობას ელექტროდენი არ აქვს. დრონებით იერიშის შესახებ […]

მიხეილ სარჯველაძე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლებს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მხარეებმა წლების განმავლობაში მხარეთა შორის თანამშრომლობასა და განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრეს. „განიხილეს ქალთა მიმართ ძალადობის, შშმ პირთა უფლებებისა და სოციალური სერვისების განვითარების მექანიზმები, ასევე ისაუბრეს მიმდინარე თანამშრომლობასა და სამომავლო გეგმებზე. […]