2 მაისს 19:00 საათზე შევიკრიბოთ რუსული კანონის გასაპროტესტებლად – ოპოზიციონერი დეპუტატები

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პარლამენტის წინ ბრიფინგი გამართეს და მოქალაქეებს დღეს, 2 მაისს 19:00 საათზე პარლამენტის წინ რუსული კანონის გასაპროტესტებლად გამოსვლისკენ მოუწოდეს. საქართველოს პარლამენტის განცხადებით, “1 მაისს, საპროტესტო აქციის მონაწილეების მიერ საქართველოს პარლამენტის სასახლეზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაზიანდა პარლამენტის შენობა და ინფრასტრუქტურა, შესაბამისად დღეს, 2 მაისს, დაგეგმილი ღონისძიებები (ბიუროს და პლენარული სხდომები) არ გაიმართება”. “დღეს იყო სხდომა […]
“ვეძებთ სტუდენტს, სავარაუდოდ დაკავებული ჰყავთ და მალავენ” – აქტივისტები

აქტივისტები ავრცელებს ინფორმაციას, რომ ეძებენ გუშინდელი აქციის მონაწილეს, მოძრაობა “ჯიუტის” წევრს – ისაკო დევიძეს. აქტივისტები ვარაუდობენ, რომ ის პოლიციამ დააკავა. “ვეძებთ ჩვენს სტუდენტს, მოძრაობა ჯიუტის წევრს ისაკო დევიძეს. იურისტები ვერ პოულობენ. სავარაუდოდ დაკავებული ჰყავთ და მალავენ”, – წერს ალიკა კუპრავა. იგივე შინაარსის პოსტს აქვეყნებს ზვიად მჟავანაძეც. შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე პოლიციამ […]
“თქვენი ბინძური ენა მიიყვანს რევოლუციამდე ამ ქვეყანას” – ზაზა სარალიძე

ზაზა სარალიძე: გაღვიძებაც არ აცალეს ერს და დაიწყეს ლამაზი, ლაღი და სიყვარულით სავსე ახალგაზრდების გაშავება და ძალასობრივად შერაცხვა, ხელისუფლებამ, მასთან დაახლოვებულმა მედიასაშუალებემა და რაც მთავარია ე.წ. ხელისუფლების პარტ აქტივმა რომლებსაც მინდა ვუთხრა, რომ შეეშვით ჩვენი შვილების ლანძღვა-გინებას და ათასგვარი ბრალდებების წაყენებას. თქვენ, რომლებიც ემსახურებით გათითოკაცებული ადამიანების პირად მოთხოვნებს, ვერასდროს მოვუგებთ ქვეყნის სიყვარულით გაერთიანებულ ახალგაზრდებს და […]
,, იმდენად ყველა მხრიდან გასკდა ბიაზი, ზოგს თავში ეს “რუსული კანონი” ხვდება, ზოგს თურმე დოდოშკა” – ვიკა ბუკია

ჟურნალისტი ვიკა ბუკია სოციალურ ქსელში წერს: ,, ამ დღეებმა მაჩვენა, რომ სულ “ცოტაც” და ოცნება დასრულდება. ეს “ცოტაც” სლოგანად მინდა გადავაქციო. იმიტომ რომ მივხდი ეს “ცოტაც” აძლევს ბევრს სტიმულს. შეიძლება ბაბლს იქით, ქართული ოცნება ჩვენსავით ყველას არ სძულს, მაგრამ – ბევრს. დანარჩენებს (ვისაც არ სძულს) აქვთ აუტანლობა, ზოგისთვის უკვე მომაბეზრებელია, ზოგისთვის უკვე ჩამყაყებული, ზოგმა იმდენი […]
“რაც არ უნდა მიუღებელი იყოს პოლიტიკოსი, მისი დაზიანებული სახის ყურება არის ძალიან უსიამოვნო“ – მდინარაძე ხაბეიშვილზე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ “იმედის“ ეთერში “ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის მონაწილეობით გუშინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, განაცხადა რომ მისი დაზიანებული სახის ყურება ნამდვილად უსიამოვნო იყო. მისი თქმით, არ ამართლებს რაც ნახა, მაგრამ პოლიციელებიც ადამიანები არიან. “ხელისუფლებას აქვს მშვიდობის ყველანაირი რესურსი. მინიმალური დაზიანებით რაღაც გადაცდომები მართლა არის ხოლმე. დღეს პრემიერ მინისტრმაც გააკეთა განცხადება, მართლა ძალიან არ […]
შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში ომისა და ქიმიური იარაღის გამოყენების გამო, რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა

შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში ომისა და ქიმიური იარაღის გამოყენების გამო, რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული, სიაში 280 ფიზიკური და იურიდიული პირი მოხვდა. დეპარტამენტი ასევე სანქციებს უწესებს რუსეთის სამ სამთავრობო უწყებას, რომლებიც დაკავშირებული არიან რუსული ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის პროგრამებთან და ოთხ კომპანიას, რომლებმაც ხელი შეუწყვეს აღნიშნულ უწყებებს. ახალი სანქციები რუსეთს, შტატების სახაზინო […]
საქართველოს მთავრობამ ფრთხილად იფიქროს შემდეგ ნაბიჯებზე – როლანდ პრაისი „რუსულ კანონზე”

ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის მთავრობისთვის, რომ ფრთხილად იფიქროს შემდეგ ნაბიჯებზე, ევროკავშირისკენ წინსვლის საწყისი მოტივაციის ფონზე, ამის შესახებ BMG-ის კითხვის საპასუხოდ მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, როლანდ პრაისმა განაცხადა. მისი თქმით, მსოფლიო ბანკს არ შეუძლია შეაფასოს საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა, თუმცა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია მთავრობამ ფრთხილად იფიქროს შემდეგ ნაბიჯებზე იმ მოტივაციით, რომ ქვეყანამ ევროკავშირისკენ სვლა და შესაბამისი რეფორმები […]
გიტანას ნაუსედა – საქართველოს მთავრობა ქვეყანას უკუსვლისკენ უბიძგებს და ძირს უთხრის მის ევროპულ პერსპექტივას

საქართველო ეკუთვნის ევროპას, ქართველმა ხალხმა ევროპული მომავალი აირჩია და არავის აქვს უფლება, წაართვას,- ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა სოციალურ ქსელ X-ში წერს. „მკაცრად ვგმობ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან პროევროპელ დემონსტრანტებზე ძალადობრივ თავდასხმებს. საქართველოს მთავრობა ქვეყანას უკუსვლისკენ უბიძგებს და ძირს უთხრის მის ევროპულ პერსპექტივას. საქართველო ეკუთვნის ევროპას. ქართველმა ხალხმა ევროპული მომავალი აირჩია და არავის აქვს უფლება, […]
აშშ-ის საელჩო – საქართველოს დასავლური ტრაექტორია რისკის ქვეშაა

შეერთებული შტატები გმობს კრემლის მიერ შთაგონებულ „უცხოური გავლენის” კანონმდებლობის წინ წაწევას საქართველოს პარლამენტში და მთავრობის ოფიციალური პირების ყალბ ნარატივს, რომელსაც მის დასაცავად მიმართეს, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „მმართველი პარტიის წევრები ცხადად ამბობენ, რომ კანონის მიზანია, ჩაახშოს კრიტიკული ხმები და გაანადგუროს საქართველოს მრავალფეროვანი სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ნებისმიერ […]
ბორჯომის მუნიციპალიტეტმა, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, სოციალურ პროგრამაში ჩართულ 741 ბენეფიციარს საჩუქრად 100-100 ლარი ჩაურიცხა

ბორჯომის მუნიციპალიტეტმა, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, სოციალურ პროგრამაში ჩართულ 741 ბენეფიციარს საჩუქრად 100-100 ლარი ჩაურიცხა. ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, ფულადი დახმარება მიიღო: მრავალშვილიანმა ოჯახებმა; დედ-მამით ობოლმა 18 წლამდე ასაკის ბავშვებმა;18 წლამდე ასაკის შშმ პირებმა; მარტოხელა მშობლებმა;მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებთან გათანაბრებულმა პირებმა; მეორე მსოფლიო ომში გარდაცვლილი ოჯახის წევრებმა; ომის შემდგომ პერიოდში […]