კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში, 1-ელი იანვრიდან აპრილის თვის ჩათვლით, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, 300 განაცხადი დაფიქსირდა – განაცხადების 68% ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხება

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან აპრილის თვის ჩათვლით, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, 300 განაცხადი დაფიქსირდა. სააგენტოს ცნობით, აღნიშნულ პერიოდში, სააგენტოს გადაწყვეტილებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 18 დარღვევის ფაქტი დადასტურდა 31 საქმეზე. „სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 14 მოვაჭრეს 19 საქმეზე ჯარიმა დაეკისრა ჯამში 11 300 ლარი. მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების […]
ხატია დეკანოიძე – პროპაგანდას, რომელსაც კობახიძე და სამთავრობო მედია ავრცელებს, რომ რაღაც რევოლუცია, გადატრიალება იგეგმება, სერიოზულად აღარავინ აღიქვამს

მმართველი გუნდი რომ საერთოდ ვინმეს პასუხისმგებლობაზე საუბრობს, ეს არის სასაცილო. იმიტომ, რომ მთელი პასუხისმგებლობა საერთოდ ყველაფერზე: ახალგაზრდების ცემაზე, ძალადობაზე, იმაზე, რომ სპეცრაზმი ლევან ხაბეიშვილს სასტიკად გაუსწორდა, ასევე, იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლება კონსტიტუციური ფარგლებიდან გავიდა, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილს და მმართველს გუნდს ეკისრება, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, პროპაგანდას, […]
ნატო ჩხეიძე – საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენება ეხებოდა იმას, თუ როგორ შედის ქვეყანა ევროკავშირში – გუშინდელი საკონსტიტუციო გადატრიალების შემდეგ, ცხადია, მინისტრმა პარლამენტში მოსვლა ვეღარ გაბედა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენება ეხებოდა იმას, თუ როგორ შედის ქვეყანა ევროკავშირში – გუშინდელი საკონსტიტუციო გადატრიალების შემდეგ, რასაც “რუსული კანონის“ მიღებამ დაუდო საფუძველი, ცხადია, მინისტრმა მოსვლა და ამ განაცხადების გაკეთება ვეღარ გაბედა, ამიტომ პარლამენტი ჩაიკეტა! – ეს განცხადება მედიასთან დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ გააკეთა. მისივე თქმით, როდესაც ქვეყანაში საკონსტიტუციო გადატრიალება ხდება, მოსახლეობის ვალია, ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგი დაამყაროს, […]
ასოციაცია „ევროპის დროით“ ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ყოველთვიურ შრომის ბიულეტენს აქვეყნებს

№ 3, მაისი, 2024 ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319.1-ე და 327-ე მუხლები), შრომითსახელშეკრულებო ურთიერთობებზეც ვრცელდება, თუმცა, მთავარი ისაა, რომ შრომითი ხელშეკრულებით არ შეიძლება ისეთი პირობის განსაზღვრა, რომელიც დასაქმებულის მდგომარეობას გააუარესებს (სშკ-ის 1.3). საკასაციო სასამართლოს პრაქტიკა ცხადყოფს, რომ შრომითი ხელშეკრულებით დასაშვებია განისაზღვროს პირგასამტეხლო, რომელიც ხელშეკრულების პირობის დარღვევის გამო (და არა მიყენებული ზიანისათვის) დასაქმებულს რაიმე […]
ახლა პუტჩისტებს ეხმარებიან ისინი, ვინც დაეხმარნენ 90-იან წლებში ზვიად გამსახურდიას დასამხობად, მათ უნდათ, გარედან მართონ საქართველო, რითაც დამოუკიდებლობას კარგავს

ახლა პუტჩისტებს ეხმარებიან ისინი, ვინც დაეხმარნენ 90-იან წლებში ზვიად გამსახურდიას დასამხობად, მათ უნდათ, გარედან მართონ საქართველო, რითაც დამოუკიდებლობას კარგავს დამოუკიდებელი საქართველოს პირველმა პრემიერ-მინისტრმა, ბესარიონ გუგუშვილმა, “გამჭვირვალობის კანონის” შესახებ დასავლეთის რეაქცია შეაფასა და აღნიშნა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციები, რამდენიმე სენატორის და კონგრესმენის წერილი, არ ასახავს დასავლეთს მთლიან პოლიტიკურ სპექტრს. მისი განცხადებით, ულტრამემარცხენეთა ჯგუფი, რომელიც ახლა რადიკალურ ოპოზიციას […]
თინა ბოკუჩავა უმრავლესობაზე – აქამდე პარლამენტის შენობიდან ჩვენ გვაძევებდნენ და ახლა თავად გაიძევეს თავი – საკუთარი მოქალაქეების ეშინიათ

აქამდე პარლამენტის შენობიდან ჩვენ გვაძევებდნენ და ახლა თავად გაიძევეს თავი – მათ საკუთარი მოქალაქეების ეშინიათ, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონის ამოქმედებასთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, „შეშინებული დიქტატორი ბიძინა ივანიშვილი თავისი მხდალი, მოღალატე დეპუტაციით, დღეს, პარლამენტის შენობის გახსნას საერთოდ ვერ ბედავს“. „ვერშემდგარი, შეშინებული დიქტატორი ივანიშვილი თავისი […]
სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი – საქართველო წლების განმავლობაში „ჰედლაინებში“ პოზიტიური საკითხების გამო ხვდებოდა, ახლა „ჰედლაინებში“ ყოფნა სამწუხარო პროტესტის გამო, გამოწვევაა

საქართველო უკანასკნელი წლების განმავლობაში „ჰედლაინებში” პოზიტიური საკითხების გამო ხშირად ხვდებოდა, მათ შორის, შემიძლია გამოვყო კანდიდატის სტატუსის მიღების საკითხი, მნიშვნელოვანი რეგიონული თანამშრომლობის ინიციატივები და ახლა “ჰედლაინებში” ყოფნა ამ სამწუხარო პროტესტის გამო, გამოწვევაა, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა როლანდ პრაისმა აზიის განვითარების ბანკის 57-ე ყოველწლიურ შეხვედრაზე ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის […]
შალვა პაპუაშვილი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალურ დირექტორს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალურ დირექტორ გერტ იან კოპმანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, შალვა პაპუაშვილმა კომპანს საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვებაში წარმატებული და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. “მხარეებმა ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯის განხორციელება განიხილეს. კოპმანმა ქართულ მხარესთან შემდგომი თანამშრომლობის მზაობა […]
ოპოზიცია საზოგადოებას მოუწოდებს, პარლამენტთან დღეს 19:00 სთ-ზეც შეიკრიბონ

დღეს, 2 მაისს, საპარლამენტო ოპოზიციის წევრებმა პარლამენტის ჭიშკრის წინ ბრიფინგი გამართეს და საზოგადოებას მოუწოდეს, რომ რუსული კანონის წინააღმდეგ აქციას დღეს 19:00 საათზეც შეუერთდნენ. ოპოზიციამ პარლამენტის ჭიშკართან ბრიფინგი მას შემდეგ ჩანიშნა, რაც ცნობილი გახდა, რომ საკანონმდებლო ორგანოში დღეს დაგეგმილი ყველა სხდომა გაუქმდა. მათ შორის გაუქმდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოსმენაც, რომელიც დღეს უნდა გამართულიყო. „ეს არის შიშის […]
აპრილში, წინა თვესთან შედარებით, ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე, ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე ფასები გაიზარდა – საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინა თვესთან შედარებით, ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე, ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე ფასები გაიზარდა. სტატისტიკის თანახმად, წინა თვესთან შედარებით, ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებასა და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზეც. „ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.8 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.1 […]