გმირთა მოედანზე აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს

“აგენტების კანონის” საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები გმირთა მოედანზე შეიკრიბნენ და საავტომობილო გზა გადაკეტეს. მათ ჯერ მოედანზე, ესტაკადის ერთი ნაწილი, საბურთალოდან სანაპიროზე მიმავალი გზა დაიკავეს. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ რადიო თავისუფლებასთან განმარტა, რომ პროტესტის ამ მეთოდით სურთ, დისკომფორტი შექმნან და რაც შეიძლება, ბევრ ადამიანს მიაწვდინონ ხმა. აქციაზე ისმის შეძახილები, “არა რუსულ კანონს”, “გამოდით”. მომიტინგეები ადგილზე 19:00 საათიდან შეიკრიბნენ, […]

ევროკავშირი განიხილავს საფრანგეთის ინიციატივას რუსეთის გავლენის გამტარებლების სანქცირების შესახებ

ევროკავშირი განიხილავს საფრანგეთის წინადადებას ახალი ტიპის სანქციების შემოსაღებად იმ ფიზიკური და იურიდიული პირების წინააღმდეგ, რომლებიც ევროკავშირისა და მესამე ქვეყნებში რუსეთის გავლენის გამტარები არიან, ხელს უშლიან დემოკრატიის განვითარებას, იწვევენ დესტაბილიზაციას და იყენებენ ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტებს. საფრანგეთის წინადადებას მხარს უჭერენ ნიდერლანდების სამეფო, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი და პოლონეთი. ინიციატივას დასამტკიცებლად ევროკავშირის ყველა ქვეყნის მხარდაჭერა სჭირდება. დოკუმენტში, რომელიც რადიო […]

ბიძინა ივანიშვილის ქონება რეკორდულ მაჩვენებელზეა – Bloomberg Billionaires Index

ბიძინა ივანიშვილის ქონება წლის დასაწყისიდან 135მლნ-ით გაიზარდა და რეკორდულ მაჩვენებელზეა. მილიარდერების რეიტინგი Bloomberg-მა 1 მაისს განაახლა. Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით, ქართველი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი 392-ე ადგილზეა და მისი ქონება $6.82 მლრდ-ს შეადგენს. თებერვალში, იგივე რეიტინგში, ივანიშვილის ქონება $6,72 მლრდ იყო. Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით, რეიტინგში მეორე ქართველი მიხეილ ლომთაძეა. ის ამ რეიტინგში 467-ეა და მისი […]

გმირთა მოედანზე შეკრებილი აქციის მონაწილეები მოედნის მიმდებარე ქუჩებს კეტავენ

გმირთა მოედანზე შეკრებილი აქციის მონაწილეები, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ, მოედნის მიმდებარე ქუჩებს კეტავენ. ამ დროისთვის გადაადგილება შეჩერებულია ლაგუნა ვერეს მიმართულებით, თუმცა მომიტინგეები, რიგრიგობით, იმ ქუჩების გადაკეტვასაც ცდილობენ, რომლებიც მოედანს უერთდება. ცოტა ხნის წინ, სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეები გზის სავალი ნაწილიდან გაიყვანეს. აქციის მონაწილეებს გზა რამდენიმე წუთის განმავლობაში ჰქონდათ გადაკეტილი. აქციაზე სახელწოდებით „პიკეტირება – […]

ხერტ იან კოოპმანი განმარტავს, რა განსხვავებაა რუსულ კანონსა და EU-ის დირექტივას შორის

ევროკომისიის გენერალურმა დირექტორმა, ხერტ იან კოოპმანმა განმარტა, რა განსხვავებაა ევროკავშირის დირექტივასა და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს შორის. კითხვა მას მმართველი პარტიის პროპაგანდის კონტექსტში დაუსვეს – „ქართული ოცნება” ცდილობს, ევროკავშირის დირექტივა რუსული კანონის ანალოგად წარმოაჩინოს. ევროკავშირმა 2023 წლის 12 დეკემბერს მიიღო „დემოკრატიის დაცვის“ პაკეტი. პაკეტის ნაწილია დირექტივის პროექტი, რომლის მიზანიცაა წევრ სახელმწიფოებში მესამე ქვეყნების მიერ […]

პარლამენტთან აქციის მონაწილეები იკრიბებიან

პარლამენტთან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის გასაპროტესტებლად აქციის მონაწილეები იკრიბებიან. პარლამენტთან არიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც. რამდენიმე წუთის წინ აქციის მონაწილეებმა რუსთველის გამზირზე საატომობილო გზა გადაკეტეს. ასევე, გზაზე სხვადასხვა შინაარსის წარწერები გააკეთეს, მათ შორის, “საქართველო ევროპაში”, “არა რუსულ კანონს”. პარლამენტის შენობის როგორც ეზოში, ისე მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებულია პოლიცია.

ევროპარლამენტარი გი ვერჰოფსტადტი – ევროპა საქართველოს ხალხთან უნდა დადგეს

მარტივი, მაგრამ ნათელი მესიჯი თბილისიდან: კი საქართველოსთვის ევროპულ გზას, არა რუსული არალიბერალიზმს უბედურებას. ამის შესახებ ევროპარლამენტარი გი ვერჰოფსტადტი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. “მარტივი, მაგრამ ნათელი მესიჯი თბილისიდან. კი საქართველოსთვის ევროპულ გზას, არა რუსული არალიბერალიზმს უბედურებას. ევროპა საქართველოს ხალხთან უნდა დადგეს!” – წერს ვერჰოფსტადტი.

“ფული შემომთავაზეს.. ამ ქვეყანას ჩემი სამშობლოს 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული და იქ როგორ უნდა წავიდე და ვიმღერო” – ლექს-სენი

“ფული შემომთავაზეს.. ამ ქვეყანას ჩემი სამშობლოს 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული და იქ როგორ უნდა წავიდე და ვიმღერო” – ლექს-სენი ლექს-სენმა ქვეყანაში მიმდინარე მოვლონებზე კომენტარი გააკეთა. როგორც არმოჩნდა მას “ართული ოცნების” აქციაზე სამღერად თანხაც შესთავაზეს, თუმცა რეპერმა უარი განაცხადა: “რამდენიმე წლის წინ დამირეკეს და მითხრეს, ციფრი დაასახელე, ნულები მიუწერე და პრობლემა არ იქნებაო. აქ ფულზე არ […]

მოქალაქეებმა გმირთა მოედანი გადაკეტეს

რუსული კანონის გასაპროტესტებლად შეკრებილმა მოქალაქეებმა გმირთა მოედანი გადაკეტეს. ისინი ტრანსპარანტებითა და შეძახილებით სხედან საავტომობილო გზაზე. თავდაპირველად, პოლიცია მათ არ აძლევდა გზის გადაკეტვის საშუალებას. თუმცა, მას შემდეგ რაც მოქალაქეთა რაოდენობა ადგილზე მნიშვნელოვნად გაიზარდა, პოლიცია დემონსტრანტები აღარ შეეწინააღმდეგა. პარლამენტის წინ შეკრებილმა მოქალაქეებმა უკვე გადაკეტეს რუსთაველის გამზირიც. პარალელურად, მოქალაქეთა ნაწილი იკრიბება იუსტიციის სახლთანაც. უკვე მეორე კვირაა, მოქალაქეები უწყვეტ […]

ნიდერლანდები ხელისუფლებას მოუწოდებს ანტიდასავლური ნაბიჯების გადადგმისგან თავის შეიკავოს

ჰოლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. უწყება წერს, რომ საქართველოს ხელისუფლებების წარმომადგენლების ანტიევროპული განცხადებები ორი ქვეყნის “პარტნიორობის სულისკვეთებას” არ ასახავს და ასევე მოუწოდებს, რომ არ გადადგას ისეთი ნაბიჯები, რომელიც სახელმწიფოს ევროპულ მისწრაფებებს ზიანს მიაყენებს. “ნიდერლანდები საქართველოს დემოკრატიული განვითარების დიდი ხნის მხარდამჭერია. ქართველი ოფიციალური პირების ანტიდასავლური […]