რუსეთის ჯარებმა შეძლეს გარღვევა და პოკროვსკის რაიონის სოფელ ოჩერეტინოში გამაგრება

როგორც სააგენტო „ინტერფაქს-უკრაინას“ უთხრა უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერატიულ-სტრატეგიული დაჯგუფება „ხორტიცის“ სპიკერმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ნაზარ ვოლოშინმა, რუსეთის ჯარებმა შეძლეს პოზიციების გარღვევა და პოკროვსკის რაიონის სოფელ ოჩერეტინოში გამაგრება. მაგრამ, მისი თქმით, რაიონს, სადაც არიან თავმოყრილი რუსეთის ჯარები, უკრაინის არტილერია სწვდება. „რაც შეეხება ოჩერეტინოს. მტერი გაიჭრა და გამაგრდა ამ დასახლებულ პუნქტში. ნაწილი, რომელშიც მოწინააღმდეგე იმყოფება, ჩვენი საცეცხლე კონტროლის ქვეშაა,“ […]

“ყრუ კედელი, რომელიც თითქოს ადამიანების ხმას აღარ ატარებს” – ეკა ამირეჯიბის მიმართვა მთავრობას

„როდესაც‼️ ძ ა ლ ა უ ფ ლ ე ბ ი ს‼️ სიყვარული გადაწონის სიყვარულის ძალაუფლებას ასე ხდება. ყრუ კედელი… რომელიც თითქოს ადამიანების ხმას აღარ ატარებს. „მშვიდობის ქალაქს“, „ევროპულ ქალაქს“ როგორც თვითონ უწოდებთ ხოლმე ხშირად, შეგიძლიათ თქვენ თვითონ დაუბრუნოთ სიმშვიდე, დაუბრუნოთ გაზაფხული, სტუდენტები კი დაუბრუნოთ ლექციებს აუდიტორიებში პირველ რიგში, თქვენ ხართ ვალდებული ამ ბეწვის ხიდზე […]

ეკა ბესელია – როცა ბავშვებს წყლის ჭავლით, რეზინის ხელკეტებით და კუნთმაგარი ადამიანებით ებრძვი და ასე გინდა, რომ ისინი მოიგერიო, ეს მარცხია

როდესაც ბავშვებს წყლის ჭავლით, რეზინის ხელკეტებით და კუნთმაგარი ადამიანებით ებრძვი და ასე გინდა, რომ ისინი მოიგერიო, ეს მარცხია,- ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ეკა ბესელიამ “ინტერპრესნიუსს” პარლამენტთან განუცხადა, სადაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის გასაპროტესტებლად მოქალაქეები იკრიბებიან. ბესელიას თქმით, ნათელია, რომ სრულიად ახალი მოცემულობა, ახალი რეალობაა, რომლითაც საზოგადოება ხედავს, რომ ახალი თაობა დგას ქვეყნის ინტერესების, მომავლის […]

გმირთა მოედანზე მოძრაობა პარალიზებულია – მოედანზე გამავალი ყველა გზა გადაკეტილია

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის იმ მონაწილეებმა, რომლებიც გმირთა მოედანზე არიან შეკრებილნი, მოედანზე გამავალი ყველა გზა ჩაკეტეს. ამ დროისთვის გმირთა მოედანზე საავტომობილო მოძრაობა სრულად პარალიზებულია. შესაბამისად, ავტომობილები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილებას ვეღარ ახერხებენ. დემონსტრანტები გზებზე სხდებიან, რითაც მათ ჩაკეტვას უზრუნველყოფენ. “დავიღლებით? არა!”, – სკანდირებენ აქციის მონაწილეები.

ირაკლი ქარსელაძე მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე მსოფლიო ბანკის (WB) აღმასრულებელ დირექტორს, იუჯინ რუგენაათს შეხვდა. უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის სამი ათეული წლის ნაყოფიერი თანამშრომლობა და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასა და განვითარებაში ბანკის მხარდაჭერის მნიშვნელობა. „შეხვედრაზე მიმოიხილეს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ქვეყანაში დასრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები. მინისტრმა დეტალურად ისაუბრა […]

თაკო ჩარკვიანი – როგორ მოუვიდა თავში, რომ ოდესმე საქართველო შეიძლება რუსეთის ორბიტაზე დაბრუნდეს? – ბედნიერი ვარ, რომ დაბადებული არ ვართ ლაჩრებად

ბედნიერი ვარ, რომ დაბადებული არ ვართ ლაჩრებად, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა “ინტერპრესნიუსს” პარლამენტთან განუცხადა, სადაც “უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია უნდა გაიმართოს. ჩარკვიანის თქმით, “საქართველო რუსულ ორბიტაზე არ დაბრუნდება”. “რამდენი დღეა ვამბობ, რომ რეფერენდუმი ჩატარდა. რომ გადახედოთ, ეს არის რეფერენდუმი, ხალხმა ჩაატარა. უბრალოდ, იცით რა მაკვირვებს? როგორ მოუვიდა თავში, რომ […]

Anonymous-მა შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდი დაჰაკა

ინფორმაციას ამის შესახებ ისინი სოციალურ ქსელში ავრცელებენ. “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდი გათიშულია Anonymous-ის მიერ”, – წერია მათ სოციალურ ქსელში. ამ დროისთვის, ვებ-გვერდზე შესვლა შეზღუდულია.

არა რუსულ კანონს – რუსთაველის გამზირიც გადაკეტილია

არა რუსულ კანონს – რუსთაველის გამზირი გადაკეტილია. აქცია ცოტა ხნის წინ დაიწყო და მთავარი გამზირი უკვე გადავსებულია. საპროტესტო აქცია არის ასევე გმირთა მოედანზე, სადაც მოსახლეობას გადაკეტილი აქვს გზის სავალი ნაწილი. ისინი ამ ფორმით აფიქსირებენ პროტესტს რუსული კანონის წინააღმდეგ და შემდეგ აპირებენ საპროტესტო მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ გადაადგილებას. გმირთა მოედანზე მიმდინარე აქციაზე ერთი პირია დაკავებული.

შსს–ს ვებ. გვერდი გავთიშეთ – Anonymous

Anonymous წერს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდი გათიშა. “განახლება: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდი #Anonymous-მა გათიშა”, – წერს Anonymous. მანამდე, 1-ელ მაისს, Anonymous-მა “ოცნების” და POSTV-ის ვებგვერდები გათიშა.

“12, ან 20 რობოკოპები თავს დამესხა, მცემდნენ და მათრევდნენ” – ამერიკელი იურისტი

ამერიკელი იურისტი, ტედ ჯონასი, რომელიც 30 აპრილს, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს “მთავარ არხთან” საუბარში ამბობს, რომ მშვიდობიანი დემონსტრაციის დროს, თავს დაახლოებით 20 სპეცრაზმელი დაესხა. ჯონასს სახეზე დაზიანებები აღენიშნება. მინდოდა პროტესტი გამომეხატა. ხელში ევროკავშირის დროშაც მეჭირა. დაახლოებით 21:30 საათზე, როდესაც სრული სიწყნარე იყო, არც დაპირისპირება სპეცრაზმსა და აქციის მონაწილეებს შორის მოულოდნელად გამოუშვეს წიწაკის სპრეი და […]