ბიძინა ივანიშვილის ქონებამ რეკორდულ $7.3 მილიარდს მიაღწია – Bloomberg

ბიძინა ივანიშვილის ქონებამ რეკორდულ $7.3 მილიარდს მიაღწია – Bloomberg
Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის მიხედვით, „ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ქონება ახალ რეკორდულ მაჩვენებლამდე გაიზარდა და 7.3 მილიარდ დოლარს შეადგენს. ამ შედეგით ივანიშვილი მსოფლიოს 500 უმდიდრეს ადამიანს შორის 369-ე ადგილზეა.
საქართველოს უმდიდრესი მოქალაქის ქონების შეფასება წლიურ ჭრილში 700 მილიონი დოლარით, ანუ 10.6%-ით არის მომატებული.
Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსი ივანიშვილის ქონებას 2013 წლიდან აფასებს. საწყისი მაჩვენებელი 6.33 მლრდ დოლარი იყო. ყველაზე დაბალ ნიშნულს, 4.95 მლრდ დოლარს, 2020 წელს მიაღწია, უმაღლესი შეფასება კი ამჟამად ფიქსირდება.
Bloomberg-ის თანახმად, ბიძინა ივანიშვილის ქონება დივერსიფიცირებულია და 27% განთავსებულია გლობალურ აქციებში, 36% ფიქსირებული შემოსავლის აქტივებში, 20% ნაღდ ფულში, 12% ალტერნატიულ საინვესტიციო ინსტრუმენტებში, 5% კი ნედლეულის ბაზარზე. ამასთან, ხელოვნების ნიმუშების კოლექცია, რომელსაც ივანიშვილი ფლობს 1 დოლარამდე ღირებულებისაა.
რეიტინგში კიდევ ერთი ქართველი Kaspi.kz-ის მმართველი პარტნიორი, მიხეილ ლომთაძეა, რომელიც 6.89 მილიარდი დოლარით, 407-ე ადგილზეა. ყაზახეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენის შეფასება წლიურად 1.84 მილიარდი დოლარით, ანუ 36.4%-ითაა გაზრდილი.
Bloomberg-ისგან განსხვავებით, უცვლელია ბიძინა ივანიშვილის ქონების შეფასება Forbes-ის რეიტინგში და 4.9 მილიარდი დოლარს შეადგენს. ამასთან, Forbes-ის რეიტინგში მიხეილ ლომთაძის ქონება 5.8 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.
,,ბიემჯი”

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)