გმირთა მოედანზე ერთი მოქალაქე დააკავეს

გმირთა მოედანზე პოლიციამ ერთი მოქალაქე დააკავა. დღეს დემონსტრანტები გმირთა მოედანზე გზის გადაკეტვას ცდილობდნენ, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა. აქციის მონაწილეებმა მოგვიანებით გზა ისევ გადაკეტეს.
საბა ბუაძე – უნდა შევეწინააღმდეგოთ იმ რუსულ სპეცოპერაციას, რომელსაც ივანიშვილი და “ქართული ოცნება” ახორციელებენ – ამ პროცესში სიმტკიცე გვჭირდება

პასუხისმგებლობა გვკარნახობს იმას, რომ ჩვენი თვითგადარჩენის ინსტინქტით მოვიდეთ აქ და შევეწინააღმდეგოთ იმ რუსულ სპეცოპერაციას, რომელსაც ივანიშვილი და “ქართული ოცნება” ახორციელებენ, – ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა საბა ბუაძემ პარლამენტთან განუცხადა, სადაც “უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია უნდა გაიმართოს. ბუაძის თქმით, საზოგადოებამ “ეს ბრძოლა ბოლომდე უნდა მიიყვანოს”. “როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ამ ქვეყნის ევროპული […]
ზვიად შალამბერიძე – მჯერა, მალე ვიზეიმებთ ,,ქუთაისქალაქობას”უკვე ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსით

მჯერა, მალე ვიზეიმებთ ,,ქუთაისქალაქობას”უკვე ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსით , – ამის შესახებ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ განაცხადა. ,,დღეს, ჩვენ აღვნიშნავთ ევროპის ერთ-ერთი უძველესი ქალაქის დღესასწაულს – ,,ქუთაისქალაქობას” კიდევ, უფრო მეტი სიამაყით, სიამაყით, რომელიც თითოეული ქართველის გულში მას შემდეგ არის, რაც ჩვენმა ქვეყანამ კიდევ, ერთი ნაბიჯი გადადგა ევროპისკენ მიმავალ გზაზე და მიიღო კანდიდატის სტატუსი. ვფიქრობ, […]
ბათუმში სტუდენტები “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ აქციას მართავენ

ჩვენ არ ვაპირებთ ბრძოლის შეწყვეტას, სანამ ხელისუფლება “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს უკან არ გაიწვევს , – ამის შესახებ ბათუმში შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტებმა განაცხადეს. ახალგაზრდები საპროტესტო აქციას მართავენ და “ქართულ ოცნებას” მიმართავენ, რომ დედაქალაქში თანამოაზრეების მიმართ შეწყდეს ძალადობრივი ქმედებები. ბათუმელი სტუდენტები ამბობენ, რომ მათი ნაწილი თბილისში გაემგზავრა, რათა საპროტესტო აქციას შეუერთდეს.
თამარ კორძაია – საქართველოს მოქალაქეები ხელისუფლებას კონსტიტუციიდან გასვლას არ აპატიებენ – სანამ ხალხს ჰყოფნის მოთმინება და აძლევს შანსს, მიიღონ გონივრული გადაწყვეტილება

სანამ ამ ხალხს ჰყოფნის მოთმინება და აძლევენ შანსს ხელისუფლებას, რომ მიიღონ გონივრული გადაწყვეტილება, ჯობია მიიღონ გონივრული გადაწყვეტილება,- ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ პარლამენტთან განუცხადა, სადაც აქციაზე მოქალაქეები იკრიბებიან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის გასაპროტესტებლად. კორძაიას თქმით, კონსტიტუციიდან გასვლას საქართველოს მოქალაქეები ხელისუფლებას არ აპატიებენ. “ყველაზე მთავარი არის ის, რომ გუშინ საზოგადოებამ ხელისუფლებას აჩვენა, რომ […]
გმირთა მოედანზე პოლიციამ დაკავებები დაიწყო

პოლიციამ გმირთა მოედანზე აქციის მონაწილეთა დაკავება დაიწყო – ტვ პირველის ცნობით, დაკავების ოპერაციაში პოლიციის მაღალჩინოსანი, გოგა მემანიშვილი პირადად იღებდა მონაწილეობას. ამ დროისათვის გმირთა მოედანი გადაკეტილია. აქციის მონაწილეები გზის სავალ ნაწილზე დასხდნენ. ავტომობილების მოძრაობა პარალიზებულია, მძღოლები აქციის მონაწილეებს სოლიდარობას უცხადებენ და მხარდაჭერას სიგნელებით და შეძახილებით “არა რუსულ კანონს” – უცხადებენ.
კლევერლი: ჩაკვეტაძეს მნიშვნელოვანი ზაფხული ელის და არ გავრისკავთ

4 მაისს, ჩემპიონშიფის ბოლო ტურში, “უოტფორდი” გასვლაზე “მიდლსბროს” დაუპირისპირდება. გიორგი ჩაკვეტაძის გუნდი პრემიერლიგაში გადასასვლელ ზონაში ვერ მოხვდება, გავარდნის საფრთხე არ ემუქრება და სეზონი ფაქტიურად დაასრულა. “უოტფორდის” მწვრთნელმა ტომ კლევერლიმ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ჩაკვეტაძეს არ ათამაშებს: “გიორგის საზარდულის მუდმივი პრობლემა აქვს. ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის ზაფხული, ამიტომ გარისკვას არ ვაპირებთ”. რა თქმა უნდა, კლუბს ესმის, […]
“თუ იმედი აქვთ, რომ არჩევნების გზით შეუძლიათ ცვლილების მიღწევა, რატომ უპირისპირდებიან ასე „გამჭვირვალობის კანონს“? არჩევნებში წარმატების შემთხვევაში, შეუძლიათ თავისუფლად გააუქმონ ან შეცვალონ” – არჩილ თალაკვაძის კომენტარი ოპოზიციის შესახებ

“თუ იმედი აქვთ, რომ არჩევნების გზით შეუძლიათ ცვლილების მიღწევა, რატომ უპირისპირდებიან ასე „გამჭვირვალობის კანონს“? არჩევნებში წარმატების შემთხვევაში, შეუძლიათ თავისუფლად გააუქმონ ან შეცვალონ” – არჩილ თალაკვაძის კომენტარი ოპოზიციის შესახებ არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციის შესახებ კომენტარი გააკეთა: „ბევრ მოქალაქეს უჩნდება კითხვა, რატომ არის ამხელა წინააღმდეგობა ერთ კანონთან – გამჭვირვალობის მექანიზმების შემოტანასთან დაკავშირებით მაშინ, როდესაც ექვს თვეში საპარლამენტო არჩევნებია […]
“ეეჰჰ, კახა, კახა, გაკვირდები და…” – რას წერს სარალიძე

ეეჰჰ კახა კახა კახაააა, მთელი ეს დღეებია გაკვირდები და წაშლილი სახით საუბრობ, არ შეგშვენის ჩვენებურ კაცს ეგ საქციელები, ძამია, ხვდები შენც რა ხდება უკვე ქვეყანაში და ვერ ბედავ ხმამაღლა თქმას სამწუხაროდ. არც კი ვიცი რა დავარქვა ამას ყველაფერ რაც შენ ჩაიდინე ამ დღეებში. ღმერთმა დაგლოცოს და სწორი გზა გაჩვენოს.
არც ერთი კანონი ღირს ჩვენი შვილების დაშავებად, არ შეიძლება გოგოებს მუშტები ურტყან – ეპისკოპოსი საბა

ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბა ინწკირველმა, ქადაგებისას, თქვა: “არ შეიძლება, პოლიციელებმა ახალგაზრდა გოგოებს მუშტები ურტყან. არც ის შეიძლება, რომ ახალგაზრდებმა შეურაცხყოფა მიაყენონ პოლიციელებს. პასუხისმგებლობა ერთმნიშვნელოვნად არის სახელმწიფოზე და სახელმწიფოს მმართველებზე. დიახ, მათზე. რადგანაც არ შეიძლება ხალხს მიტინგით, ერთი მეორეს მოუწყო და ხალხი ხალხს დააპირისპირო. როდესაც ხედავ, რომ ქვეყანაში მღელვარებაა, როდესაც ხედავ რომ ბევრი კითხვაა, რაც არ […]